,,დააკავონ კრიმინალი პუტინი და მიიყვანონ ჰააგაში” – ევროპარლამენტარი პუტინის მონღოლეთში ვიზიტზე

,,მონღოლეთს აქვს ისტორიული შესაძლებლობა გახდეს საერთაშორისო სამართლის გარანტი, დააკავოს კრიმინალი პუტინი და მიიყვანოს ის ჰააგაში”, – ამ განცხადებით ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ურმას პაეტი პუტინის მონღოლეთში ვიზიტს ეხმაურება.

პაეტი განმარტავს, რომ აუცილებელია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნა შესრულდეს.

მისი აზრით, თუ მონღოლეთი არ შეასრულებს ვალდებულებებს, ევროკავშირმა უნდა გაუგზავნოს ამ ქვეყანას მკაფიო სიგნალი დიპლომატიური და ეკონომიკური ზომების სახით.

შეგახსენებთ, რომ პუტინის ორდღიანი ვიზიტი მონღოლეთში, რომელიც რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყანაა, გუშინ დაიწყო, თუმცა მონღოლეთმა ის არ დააკავა. ხელისუფლების წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, რომ მიზეზი მონღოლეთის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებაა.

ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს 2023 წლის მარტიდან პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამო. შესაბამისად, ქვეყანა, რომელიც რომის სტატუტის ხელმომწერია, ვალდებულია მის ტერიტორიაზე ჩასვლის შემთხვევაში, ის დააკავოს.

მსგავსი თემები