კახეთში მევენახეებმა ყურძნის ფასი კვლავ გააპროტესტეს

კახეთში მევენახეები ყურძნის ფასს კვლავ აპროტესტებენ. ფერმერების ნაწილმა დღეს აქცია სოფელ ჭიკაანში გამართა და ფასის ზრდა მოითხოვა. მათი თქმით, ისინი ამბობენ, რომ შხამქიმიკატების, საწვავის და მუშახელთან დაკავშირებული ხარჯები გასულ წელთან შედარებით გაზრდილია.

აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს ყვარელი – ახალსოფლის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გადაკეტვა, თუმცა ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს.

 

მსგავსი თემები