აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან მგალობლიშვილს წარადგენს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა განიხილეს.

პრეზიდიუმმა ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან მგალობლიშვილის კანდიდატურის წარდგენის შესახებ.

კანონმდებლობის მიხედვით პრეზიდიუმის გადაწყვეტილება საქართველოს ცენტრალურ მთავრობას უკვე ეცნობა.

მსგავსი თემები