აშშ-მა რუსი პროპაგანდისტები დაასანქცირა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსი პროპაგანდისტები დაასანქცირა, რომლებიც, მათი თქმით, აშშ-ის სარეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ამერიკაში საზოგადოებრივ აზრზე მოქმედებდნენ.

გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის ცნობით, სანქცირებულთა შორის არიან RT-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი, ასევე მისი მოადგილეები ელიზავეტა ბროდსკა და ანტონ ანისიმოვი, ინგლისურენოვანი მაუწყებლობის დირექტორის მოადგილე, ანდრეი კიაშკო, ციფრული მედიის პროექტების ხელმძღვანელი კოსტიანტინ კალაშნიკოვი და მისი ხელქვეითი ოლენა აფანასიევა.

აშშ-ში ამბობენ, რომ ტელევიზიის თანამშრომლებმა და მენეჯმენტმა დაიქირავეს ხალხი და აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წინ ცრუ პროპაგანდით ცდილობდნენ მოსახლეობის აზრის შეცვლას და გავლენების მოპოვებას.

მსგავსი თემები