“არაა გამორიცხული, რუსეთი ნატო-ს რომელიმე ქვეყანას დაესხას თავს”- ესტონეთის თავდაცვის მინისტრი

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ესტონეთისთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვის და დასძინა, რომ არაა გამორიცხული, რუსეთი ნატო-ს რომელიმე ქვეყანას დაესხას თავს.

ჰანო პევკური ამბობს, რომ ქვეყნები მზად უნდა იყვნენ რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმისთვის.

„რუსეთი საფრთხეა არა მხოლოდ ესტონეთისთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვის და როცა არსებობს საფრთხე, უნდა არსებობდეს ჩვენი პასუხიც. ამ პასუხის ძიებისას უნდა გავაცნობიეროთ, რომ ერთადერთი, რაც რუსებს ესმით, არის ძალის ენა“- განაცხადა პევკურმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.

 

 

მსგავსი თემები