ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, საქართველოს მოქალაქე 17 წლის გოგო დე ფაქტო საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 31 აგვისტოს დე ფაქტო საზღვრის დარღვევის ბრალდებით, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ წინაგართან საქართველოს მოქალაქე 17 წლის გოგო დააკავა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გაავრცელა ცნობა, რომ 1-ელ სექტემბერს საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ,,სახლში გაუშვეს ჯარიმების გარეშე”. როგორც ეხოკავკაზა წერს, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ქართულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.

მეტი...

მდინარე დიღმურაზე მდებარე, გრიგორი თოფჩიშვილის სახელობის ხიდზე მძიმეწონიანი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

საბურთალოს რაიონში, თეთრი დუქნის ქუჩასა და მდინარე დიღმურაზე მდებარე, გრიგორი თოფჩიშვილის სახელობის ხიდზე მძიმეწონიანი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ,,თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, სპეციალისტების რეკომენდაციით, დიღმურას ხიდ-გზაგამტარზე, ამ ეტაპზე, მძიმეწონიანი ავტომობილების მოძრაობა მიზანშეწონილი არ არის. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება მსუბუქ ავტომობილებს. ხიდზე დაწესებული შეზღუდვის გამო, მიმდინარე წლის 3 სექტემბრის 00:00 საათიდან, აღნიშნული ხიდიდან ვასო გოძიაშვილის ქუჩის კვეთამდე, პეტრე სარაჯიშვილის ქუჩაზე მოძრაობა დროებით ორმრივად იქნება შესაძლებელი, ხოლო სატრანსპორტო საშუალებებს რომელთა სიმაღლე 2,8 მეტრს აღემატება, ხიდზე გავლა შეეზღუდებათ. მათ მოძრაობა შეეძლებათ მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანის დამაკავშირებელი…

მეტი...

6 სექტემბრამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-5 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დედაქალაქში – თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება. დასავლეთ…

მეტი...

კამჩატკის ნახევარკუნძულზე, ვერტმფრენის ჩამოვარდნას 22 ადამიანი ემსხვერპლა

კამჩატკის ნახევარკუნძულზე, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, ბორტზე 19 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. მაშველებმა ყველა ცხედარი იპოვეს. რეგიონში 3 სექტემბერს გლოვის დღეა გამოცხადებული. „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი, რომელიც ავიაკომპანია „ვიტიაზ-აეროს“ ეკუთვნოდა, 31 აგვისტოს რადარებიდან გაუჩინარდა. ვერტმფრენის ნამტვრევები პირველ სექტემბერს მთიან რაიონში აღმოაჩინეს. ავიაკატასტროფის ადგილი სახმელეთო ტექნიკით მიუწვდომელი იყო, რის გამოც ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ვერტმფრენებით მიმდინარეობდა.

მეტი...

,,დიდი ხარჯები გვექნება ომის შემდეგ, როცა უნდა აღვადგინოთ ყველაფერი, რაც ჩვენვე გავანადგურეთ” – რობერტ კენედი უმცროსი უკრაინაზე

,,ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. ეს არის ომი, რომლის მოგვარებასაც რუსები არაერთხელ ცდილობდნენ, პირობებით, რომლებიც ძალიან, ძალიან მომგებიანი იყო უკრაინისთვის და ჩვენთვის. მთავარი, რაც მათ სურდათ, იყო, რომ უკრაინა ნატოს გარეთ დაგვეტოვებინა”, – განაცხადა ამერიკელმა პოლიტიკოსმა, რობერტ კენედი უმცროსმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ წინასაარჩევნო კამპანია შეწყვიტა და მხარდაჭერა დონალდ ტრამპს გამოუცხადა. „მსხვილ სამხედრო კონტრაქტორებს მუდმივად სურთ ნატოში ახალი ქვეყნების დამატება. რატომ? იმის გამო, რომ მაშინ ამ ქვეყანამ უნდა შეასრულოს თავისი სამხედრო შესყიდვები ნატოს იარაღის მოთხოვნების შესაბამისად, რაც ნიშნავს, რომ გარკვეული კომპანიები: Northrop Grumman, Raytheon, General Dynamics, Boeing და…

მეტი...

ჭუბერის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა

ჭუბერის მოსახლეობამ ზუგდიდი მესტიის ცენტრალური გზის ჭუბერი-ხაიშის მონაკვეთი გადაკეტა. მათი თქმით, ჭუბერის გზა, შიდა გზები, ასევე უბნების დამაკავშირებელი ხიდები იმდენად დაზიანებულია, რომ მსუბუქი მანქანებისთვის გადაადგილება ძალიან რთული გახდა. ჭუბერში აღარ ჩადიან არც ტურისტები. ადგილობრივები ამბობენ, რომ ყოველი არჩევნების წინ ისმენენ დაპირებას გზის რეაბილიტაციაზე, პროცესი დაწყებული იყო, თუმცა გაჩერდა. მოსახლეობა მერთან შეხვედრას ითხოვდა, რაც არ შედგა, სწორედ ამიტომ, მათი თქმით, ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად გზა გადაკეტეს.

მეტი...

ქარელში 28 წლის კაცი გაგუდეს

ქარელში 28 წლის მამაკაცი მოკლეს. შსს-ს ცნობით, ცხელ კვალზე დაკავებულია 2 ადამიანი. 1968 წელს დაბადებული ე.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო მისი ძმა 1959 წელს დაბადებული ე.მ. ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მიზნით, თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს”, – ნათქვამია განცხადებაში. საქმეზე გამოძიება 108  და 25-108 მუხლებით მიმდინარეობს. რაც განზრახ მკვლელობას და დანაშაულის ჩადენაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

პარლამენტის საშემოდგომო სესია 3 სექტემბერს გაიხსნება

პარლამენტის საშემოდგომო სესია ხვალ, 3 სექტემბერს გაიხსნება. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, X მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია შემჭიდროებულ ვადებში ჩატარდება. როგორც მან აღნიშნა, 3-6 სექტემბრის პლენარულ სხდომებზე დეპუტატები ,,ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, ასევე მეორე მოსმენით განიხილება ,,ოცნების” ჰომოფობიური კანონპროექტი. კანონმდებლები, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ. ,,ხვალ საშემოდგომო სესია იხსნება. ზაფხული, მართალია, საპარლამენტო საქმიანობისთვის შესვენების პერიოდია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო წელია, ყველა ამ საკითხებით იყო დაკავებული. 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია, ჩვენ უფრო შემჭიდროებული სესია გვექნება, სადაც მხოლოდ ძირითად საკითხებს განვიხილავთ, რადგან  ყველა…

მეტი...

,,თითქმის 6 თვეა აქ ვართ, არავინ ჩვენი მომკითხავი არ არის” – შუქრუთელები

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში 175 დღეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. გუშინ, სოფელ შუქრუთში სამმა ადამიანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. ათამდე ადგილობრივი შიმშილობს. დაზარალებულები ამბობენ, რომ ,,ჯორჯიან მანგანეზი” მათი სოფლის ქვეშ მანგანუმს მოიპოვებდა, რის გამოც დაიბზარა სახლები, დაიმეწყრა საცხოვრებელი ტერიტორია. სოფელში მცხოვრებლები ზარალის ადეკვატურ კომპენსაციას ითხოვენ და აცხადებენ, რომ თუ პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფო არ ჩაერთვება, კომპანიას არ ექნება შესაბამისი რეაგირება, უახლოეს დღეებში პროტესტის უკიდურეს ფორმას ქალებიც მიმართავენ. ,,6 თვეა აქ ვართ თითქმის, 13-ში გახდება 6 თვე და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდით. არავინ ჩვენი მომკითხავი არ არის, არა კომპანიიდან, არა სახელმწიფოდან,…

მეტი...

გორში ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა

გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 4 პირი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შესაბამისი ჯგუფი.

მეტი...

,,ამ ქვეყანაში ყველაფერი თავდაყირა დადგა, ის, რაც მთავრობის დონეზე ხდება, მართლაც გამაოგნებელია” – იან კელი

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ ქვეყნის საგარეო კურსი კურსის შეცვლის პროცესი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ გადამწყვეტ ფაქტორად აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობაში  უცხოური აგენტების კანონი იქცა.  ამის შესახებ მან ,,თბილისი რუმსში” განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით ,,გარდამტეხი წელი” მასპინძლობენ. ,,ვფიქრობ, თქვენ ყველანი თვალყურს ადევნებთ საქართველოს და არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი თავდაყირა დადგა. მიუხედავად იმისა, რომ პროდასავლური ტრენდი გრძელდება, ის, რაც მთავრობის დონეზე ხდება, მართლაც გამაოგნებელია. ხელისუფლების…

მეტი...

,,მე არ ვიცი, რატომ დგამს ხელისუფლება ასეთ ნაბიჯებს” – გრეგოროვა

,,თუ იქნება არჩევნების გაყალბება, სამწუხაროდ, ჩვენ უნდა შევხედოთ ბელარუსის შემთხვევას, თუ რა მოხდა იქ”, – ამბობს ევროპარლამენტარი, მარკეტა გრიგოროვა რუსული კანონის მიღებასა და ,,ოცნების” განცხადებებზე, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურად ცნობენ. ,,მე არ ვიცი, რატომ დგამს ხელისუფლება ასეთ ნაბიჯებს, იმიტომ რომ ეს არის არჩევნების წაგების სტრატეგია. შესაძლოა მათი წაგება დემოკრატიისთვის უკეთესი იყოს, მაგრამ ეს მაინც უცნაურია იმ პარტიისგან, რომელსაც არჩევნების მოგება სურს. ჩემი აზრით, ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთი ომს მოიგებს უახლოეს თვეებში, რაც ჩემი აზრით ვერ მოხდება, და ისინი შემდეგ გამარჯვებულ მხარეს იქნებიან. მაგრამ ჩვენ ამას ვერ…

მეტი...

,,ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს, პუტინის კლეპტოკრატიაში უნდა ცხოვრება, თუ დემოკრატიაში” – იუკნევიჩიენე

,,ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს, პუტინის კლეპტოკრატიაში უნდა ცხოვრება, თუ დემოკრატიაში”, – ამბობს ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე. ის მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებულ თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას ,,გარდამტეხი წელი” ესწრება. ,,ყველაზე დიდი გამოწვევა არის ახლა საქართველოს მომავალი, იმიტომ რომ მე მხოლოდ ორ გზას ვხედავ საქართველოსთვის, ეს არის ევროპული გზა ან ,,რუსული სამყარო”. ასე რომ, ხალხმა უნდა აირჩიოს, პუტინის კლეპტოკრატიაში უნდა ცხოვრება, აგრესიული რეჟიმის პირობებში, თუ დემოკრატიაში, ევროპული ცხოვრების წესით. მე ლიეტუველი ვარ და ვიცი, რომ ევროპამ ბევრი მისცა ჩემს ქვეყანას, ჩვენ ევროკავშირს 2004 წელს…

მეტი...

წინასწარი შედეგების მიხედვით, აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნებში ალიევის პარტიამ გაიმარჯვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მმართველი პარტია ,,ენი აზერბაიჯანი” ქვეყანაში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობას შეინარჩუნებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ალიევის პარტიამ პარლამენტში 125 ადგილიდან 68 მოიპოვა. წინა მოწვევის პარლამენტში მას 69 ადგილი ჰქონდა. პარლამენტის წევრად 44 დამოუკიდებელი კანდიდატი აირჩიეს, სხვა პარტიებმა კი, რომლებიც მხარს უჭერენ მთავრობას, დარჩენილი ადგილები გაინაწილეს. 1 სექტემბერს გამართულ არჩევნებზე, ამომრჩეველთა აქტივობამ 37,27% შეადგინა, ჯამში ქვეყანაში რეგისტრირებულია დაახლოებით 6 421 000 ამომრჩეველი. 2024 წელს ეს უკვე მეორე არჩევნებია აზერბაიჯანში, სანამ მოქალაქეები პარლამენტის წევრებს აირჩევდნენ, 7 თვის წინ, ხმა მისცეს საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც ილჰამ…

მეტი...

კოსმოსში ჩარჩენილ ორ ასტრონავტზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ამ კვირის Space X რაკეტის აფეთქებამ შეიძლება კიდევ უფრო მეტი უბედურება გამოიწვიოს კოსმოსში ჩარჩენილი ნასას ორი ასტრონავტისთვის. უპილოტო რაკეტა Falcon 9 წარმატებით ვერ დაეშვა კოსმოსში გაშვების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა და ამოყირავდა. ეს ცუდი ამბავია ორი ასტრონავტისთვის, რომლებიც თითქმის სამი თვის განმავლობაში დარჩეილი არიან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) Boeing-ის გაუმართავი Starliner-ის გამო. მათი ერთადერთი იმედი არის დედამიწაზე დაბრუნება SpaceX-ის Dragon-ით, რომელიც აფრინდება Falcon 9-ის რაკეტით და მათ სახლში 2025 წლის თებერვალში ჩამოიყვანს. თუმცა, უახლესი ინფორმაციით ეს თარიღი გადაიწევს. FAA-მ ახლა უნდა დაიწყოს Falcon 9-თან დაკავშირებული პრობლემების გამოკვლევა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს…

მეტი...

,,ჰამასის” მიერ გატაცებული ექვსი მძევლის ცხედრის პოვნის შემდეგ, ისრაელის მთავრობა ანგარიშის გასწორებით იმუქრება

ისრაელელმა სამხედროებმა ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული ექვსი მძევლის ცხედარი ღაზას სამხრეთით რაფაჰში მდებარე გვირაბიდან 1 კილომეტრში იპოვეს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ცხედრების პოვნამდე, ექვსივე მძევალი „ჰამასმა”, სავარაუდოდ, რამდენიმე დღით ადრე მოკლა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი მძევლების მკვლელების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ბენიამიმ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი მზად არის, ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლების გასათავისუფლებალდ მოლაპარაკებები დაიწყოს, თუმცა საპასუხოდ ჰამასი მძევლებს ხოცავს. მოკლულთა შორის არის 23 წლის ჰერშ გოლდბერგ პოლინი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალქე იყო. მკვლელობის საფასუსრის გადახდაზე საუბრობს ამერიკის პრეზიდენტი და შეშფოთებას გამოთქვამს ჰამასის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო.  

მეტი...

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოთხოვნის შესაბამისად, რეესტრში რეგისტრაციის ვადა ხვალ იწურება

,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოთხოვნის შესაბამისად, რეესტრში რეგისტრაციის ვადა ხვალ იწურება. ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს და ამბობს, რომ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, საქართველოს 30 ქალაქში არსებულ ფილიალებს ხვალ, დღის ბოლომდე მიმართონ. შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია, სავალდებულოა ყველა იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. რეგისტრაციის დროს კი აუცილებელია აისახოს ინფორმაცია წინა წელს მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური წყაროს, ოდენობისა და მიზნის შესახებ. თუ ორგანიზაცია რეგისტრაციას თავს აარიდებს ან დეკლარაციას არ შეავსებს, ის 25 000 ლარით დაჯარიმდება.

მეტი...

ლაშა ტალახაძეს ჩოხოსანთა საზოგადოებამ რაინდის წოდება მიანიჭა

ლაშა ტალახაძეს საჩხერეში ჩოხოსანთა საზოგადოებამ, რაინდის წოდება მიანიჭა. „არ მინდა ამ სპორტიდან ისე წავიდე, რომ შეჯიბრიდან როდისმე დამარცხებული გამოვიდე“, – ამბობს ლაშა ტალახაძე. შეგახსენებთ, რომ ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მესამედ მან ოქრო პარიზში მოიგო.

მეტი...

ბახმაროში, მიკროავტობუსი სავალი ნაწილიდან გადავარდა

ბახმაროში, მიკროავტობუსი სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი და 3 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულებს პირველად დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

მეტი...

ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა, არიან ბავშვებიც

ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავებული ადამიანების რაოდენობა 40-ს აჭარბებს, მათ შორის არიან ბავშვები, მედიკოსები და მაშველები. ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის განცხადებით, 44 დაშავებულიდან შვიდი ბავშვია, რომელთაგან ყველაზე უმცროსი მხოლოდ სამი თვისაა. ხარკოვის მორიგი დაბომბვის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს მიმართა და მოუწოდა, უზრუნველყონ ყველაფერი, რაც აუცილებელია რუსეთის თავდასხმებისგან დასაცავად: ,,მსოფლიოში ყველა საჭირო ძალა უნდა იყოს ჩართული ამ ტერორის შესაჩერებლად. ეს მოითხოვს არა არაჩვეულებრივ ძალებს, არამედ საკმარის გამბედაობას ლიდერებისგან – გამბედაობას, მისცეს უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად“, – ამბობს ზელენსკი.  

მეტი...

რუსი ,,ჯაშუში ვეშაპი” ნორვეგიის სანაპიროსთან მკვდარი იპოვეს

ნორვეგიის სანაპიროებთან მცხოვრები რუსი ,,ჯაშუში ვეშაპი” 15 წლის ასაკში მოკვდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. თეთრი ვეშაპი ნორვეგიის სანაპიროსთან 2019 წლის აპრილში აღმოაჩინეს. ის მეთევზეებმა კუნძულების ინგოიასა და როლვსოის მახლობლად მაშინ დააფიქსირეს, როცა მათი ნავების წინ გადაცურა. ეს მოვლენა ყურადღების ცენტში მოექცა, რადგან თეთრი ვეშაპები იშვიათად მოძრაობენ პოლარული განედებიდან სამხრეთით ასე შორს. ამავდროულად ვეშაპის სხეულზე ღვედებით მიმაგრებული ჰქონდა ვიდეოკამერის სამაგრი და შესაკრავი, რომელზეც იყო წარწერა Equipment St. Petersburg. ნორვეგიელებმა ვეშაპს დაარქვეს მეტსახელი ,,Hvaldimir”, რომელიც აერთიანებს სიტყვას ,,hval” (ანუ ნორვეგიულად ვეშაპი) და სახელს ვლადიმირ აშკარა მინიშნებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე. გადარჩენის შემდეგ ჰვალდიმირი…

მეტი...

,,სომხეთმა გადაწყვიტა გაყინოს ურთიერთობები ОДКБ -სთან ყველა დონეზე” – ფაშინიანი

,,სომხეთმა გადაწყვიტა გაყინოს ურთიერთობები ОДКБ -სთან ყველა დონეზე და დისტანცირდეს”, – მის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ერევნის ორგანიზაციიდან გასვლის შესაძლებლობის შესახებ შეკითხვას უპასუხა: „სომხეთის რესპუბლიკამ გაყინა მონაწილეობა ОДКБ-ში ყველა დონეზე, ჩვენ ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე საკმარისად მიგვაჩნია“, – განაცხადა ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ ვერ ხედავს სხვა გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ “ეს მომავალში არ მოხდება”. სომხეთში ამბობენ, რომ ორგანიზაციის წესების მიხედვით, მისი წევრები აზერბაიჯანთან ომის დაწყებისას სომხეთის დასახმარებლად უნდა გამოსულიყვნენ, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს და ერევნის თხოვნა დააიგნორეს. ოფიციალურ ერევანს მიაჩნია,…

მეტი...

ჩრდილოეთ ოსეთში სამდღიანი დუმილის დღეები დაიწყო

ჩრდილოეთ ოსეთში ბესლანის ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამდღიანი დუმილის დღეები დაიწყო. ადგილობრივმა მოსახლეობამ ტერაქტის დროს დაღუპული ბავშვების პორტრეტებით ქუჩაში მსვლელობა მოაწყო და გიმნაზიაში სიმბოლურად ყვავილები მიიტანა. როგორც ცნობილია, მთავარი სამგლოვიარო ღონისძიებები 3 სექტემბერს იგეგმება. ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი ბესლანის ტერაქტის 20 წლისთავთან დაკავშირებით ბესლანში გასულ კვირას ჩავიდა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ბესლანის დედების” წარმომადგენლებს შეხვდა. მან დაღუპულად იმაზე ნაკლები ბავშვი გამოაცხადა, ვიდრე რეალურადაა და სკოლაზე თავდამსხმელების დახმარებაში ,,უცხოური ძალები” დაადანაშაულა. შეგახსენებთ, 2004 წლის 1 -ელ სექტემბერს ბესლანის No1 სკოლის შენობაში ტყვედ აიყვანეს 1100-ზე მეტი მძევალი, რომელთა უმეტესობა ბავშვები იყვნენ. თავდამსხმელები ჩეჩნეთიდან რუსული…

მეტი...

სემეკში ენერგეტიკის სამართლის შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, პროფესორ დავით ნარმანიას მოწვევით იენის (გერმანია) უნივერსიტეტის ენერგეტიკის სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მათიას კნაუფმა ენერგეტიკის სამართლის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციას ესწრებოდნენ ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები. სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით გამართული საჯარო ლექციის ფარგლებში, პროფესორმა მათიას კნაუფმა ისაუბრა ევროკავშირის ქვეყნებში ენერგეტიკის სამართლის აღსრულების შესახებ, მიმოიხილა ენერგეტიკული სექტორის პრეცედენტული მაგალითები. გარდა ამისა, უპასუხა მონაწილეთა კითხვებს ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ენერგეტიკული გაერთიანებების (კოოპერატივები) გამოცდილების შესახებ. სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია სექტორში დასაქმებული პირების ინფორმირებულობისა და…

მეტი...

ევროკავშირის აეროპორტებში ხელბარგით გადასატან სითხეზე 100მლ-მდე შეზღუდვა აღდგა

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, 1 სექტემბერს ძალაში შევიდა გადაწყვეტილება, ევროკავშირის აეროპორტებში ხელბარგით გადასატან სითხეზე აღადგინოს 100მლ -მდე შეზღუდვა. გადაწყვეტილება ევროკომისიამ ივლისის ბოლოს მიიღო, თუმცა ძალაში გუშინ შევიდა. გადაწყვეტილება ეხება ევროკავშირის აეროპორტებს, ასევე ისლანდიას, შვეიცარიას, ლიხტენშტეინს და ნორვეგიას. აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით, C3 ტიპის სკანერები ზოგიერთ ქვეყანაში (გერმანია, ირლანდია, იტალია, ლიტვა,მალტა, ნიდერლანდები, შვედეთი) უკვე დამონტაჟდა. აღნიშნული თხევადი შეზღუდვა, იმის გამო არსებობს, რომ უსაფრთხოების სკანერებს თხევადი ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოჩენა არ შეუძლიათ.

მეტი...

დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს, 12:00 საათზე საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი გაიმართება. სასამართლო ე.წ. პიჯაკების საქმეზე იმსჯელებს. პროცესს, დიდი ალბათობით, დისტანციურად ჩაერთვება მიხეილ სააკაშვილიც. ,,ბუნებრივია მართლმსაჯულებას ამ სხდომის დარბაზში არაფერი ესაქმება ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური შურისძიების ნათელი მაგალითი და ნათელი გამოვლინება. ჩვენ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე ვიმყოფებით და სხდომაც ასე გაგრძელდება. თავად მესამე პრეზიდენტს აქვს სხდომაზე დასწრების, მასში მონაწილეობის სურვილი დისტანციურად მაინც და იმედია ამის საშუალებას მოგვცემენ”, – ამბობს ადვოკატი, შოთა თუთბერიძე.

მეტი...

ზელენსკიმ რუსული საავიაციო სფეროს წინააღმდეგ სანქციებს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს მიმართვის საფუძველზე, ხელი მოაწერა ახალ სანქციებს იმ პირების მიმართ, რომლებიც უზრუნველყოფენ რუსული ავიაციის ოპერირებას. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, სანქციების პაკეტი მოიცავს თითქმის 150 იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომლებიც უზრუნველყოფენ რუსეთის საავიაციო ინფრასტრუქტურის მუშაობას. გარდა ამისა, პრეზიდენტმა აღნიშნა, სანქციების კიდევ ერთი პაკეტი შემოიღეს კოლაბორანტების მიმართ „მათთვის, ვინც არჩია ბოროტებისთვის მუშაობა – ომისთვის“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ყველა წარმომადგენლის ამოცანაა ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ უკრაინის სანქციები იყოს სინქრონიზებული მსოფლიო სანქციებთან. „ჩვენი უპილოტო თვითმფრინავებითა და რაკეტებით ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ ამოცანების ნაწილი, მაგრამ რეალური მშვიდობა, ამ ომის რეალური…

მეტი...