ჩრდილოეთ ოსეთში სამდღიანი დუმილის დღეები დაიწყო

ჩრდილოეთ ოსეთში ბესლანის ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამდღიანი დუმილის დღეები დაიწყო. ადგილობრივმა მოსახლეობამ ტერაქტის დროს დაღუპული ბავშვების პორტრეტებით ქუჩაში მსვლელობა მოაწყო და გიმნაზიაში სიმბოლურად ყვავილები მიიტანა.

როგორც ცნობილია, მთავარი სამგლოვიარო ღონისძიებები 3 სექტემბერს იგეგმება.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი ბესლანის ტერაქტის 20 წლისთავთან დაკავშირებით ბესლანში გასულ კვირას ჩავიდა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ბესლანის დედების” წარმომადგენლებს შეხვდა. მან დაღუპულად იმაზე ნაკლები ბავშვი გამოაცხადა, ვიდრე რეალურადაა და სკოლაზე თავდამსხმელების დახმარებაში ,,უცხოური ძალები” დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, 2004 წლის 1 -ელ სექტემბერს ბესლანის No1 სკოლის შენობაში ტყვედ აიყვანეს 1100-ზე მეტი მძევალი, რომელთა უმეტესობა ბავშვები იყვნენ. თავდამსხმელები ჩეჩნეთიდან რუსული ჯარების გაყვანას ითხოვდნენ. 3 სექტემბერს რუსულმა სპეცრაზმმა და სამხედროებმა სკოლაზე შტურმი მიიტანეს, რა დროსაც დაიღუპა 334 ადამიანი, მათ შორის 186 ბავშვი და დაშავდა 800-ზე მეტი პირი.

ბესლანის თავდასხმა იყო ყველაზე მასშტაბური რუსეთის ისტორიაში მსხვერპლის რაოდენობით.

მსგავსი თემები