ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა, არიან ბავშვებიც

ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავებული ადამიანების რაოდენობა 40-ს აჭარბებს, მათ შორის არიან ბავშვები, მედიკოსები და მაშველები.

ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის განცხადებით, 44 დაშავებულიდან შვიდი ბავშვია, რომელთაგან ყველაზე უმცროსი მხოლოდ სამი თვისაა.

ხარკოვის მორიგი დაბომბვის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს მიმართა და მოუწოდა, უზრუნველყონ ყველაფერი, რაც აუცილებელია რუსეთის თავდასხმებისგან დასაცავად:

,,მსოფლიოში ყველა საჭირო ძალა უნდა იყოს ჩართული ამ ტერორის შესაჩერებლად. ეს მოითხოვს არა არაჩვეულებრივ ძალებს, არამედ საკმარის გამბედაობას ლიდერებისგან – გამბედაობას, მისცეს უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად“, – ამბობს ზელენსკი.

 

მსგავსი თემები