ქარელში 28 წლის კაცი გაგუდეს

ქარელში 28 წლის მამაკაცი მოკლეს. შსს-ს ცნობით, ცხელ კვალზე დაკავებულია 2 ადამიანი. 1968 წელს დაბადებული ე.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო მისი ძმა 1959 წელს დაბადებული ე.მ. ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე დააკავეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მიზნით, თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება 108  და 25-108 მუხლებით მიმდინარეობს. რაც განზრახ მკვლელობას და დანაშაულის ჩადენაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები