ზელენსკიმ რუსული საავიაციო სფეროს წინააღმდეგ სანქციებს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს მიმართვის საფუძველზე, ხელი მოაწერა ახალ სანქციებს იმ პირების მიმართ, რომლებიც უზრუნველყოფენ რუსული ავიაციის ოპერირებას.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, სანქციების პაკეტი მოიცავს თითქმის 150 იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომლებიც უზრუნველყოფენ რუსეთის საავიაციო ინფრასტრუქტურის მუშაობას.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა აღნიშნა, სანქციების კიდევ ერთი პაკეტი შემოიღეს კოლაბორანტების მიმართ „მათთვის, ვინც არჩია ბოროტებისთვის მუშაობა – ომისთვის“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ყველა წარმომადგენლის ამოცანაა ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ უკრაინის სანქციები იყოს სინქრონიზებული მსოფლიო სანქციებთან.

„ჩვენი უპილოტო თვითმფრინავებითა და რაკეტებით ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ ამოცანების ნაწილი, მაგრამ რეალური მშვიდობა, ამ ომის რეალური დასრულება რთული ამოცანაა. და იმისთვის, რომ აიძულოთ რუსეთი მოლაპარაკებების შესახებ ტყუილი რიტორიკიდან გადავიდეს ომის დასრულების რეალურ ნაბიჯებზე, აუცილებელია ეფექტური იარაღები“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

მსგავსი თემები