პარლამენტის საშემოდგომო სესია 3 სექტემბერს გაიხსნება

პარლამენტის საშემოდგომო სესია ხვალ, 3 სექტემბერს გაიხსნება. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, X მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია შემჭიდროებულ ვადებში ჩატარდება.

როგორც მან აღნიშნა, 3-6 სექტემბრის პლენარულ სხდომებზე დეპუტატები ,,ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, ასევე მეორე მოსმენით განიხილება ,,ოცნების” ჰომოფობიური კანონპროექტი. კანონმდებლები, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

,,ხვალ საშემოდგომო სესია იხსნება. ზაფხული, მართალია, საპარლამენტო საქმიანობისთვის შესვენების პერიოდია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო წელია, ყველა ამ საკითხებით იყო დაკავებული. 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია, ჩვენ უფრო შემჭიდროებული სესია გვექნება, სადაც მხოლოდ ძირითად საკითხებს განვიხილავთ, რადგან  ყველა კოლეგას, რომელიც წინასაარჩევნო პროცესებშია ჩართული, მოქალაქეებთან უფრო აქტიური კომუნიკაციის შესაძლებლობა მიეცეს”, – თქვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

მსგავსი თემები