დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს, 12:00 საათზე საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი გაიმართება. სასამართლო ე.წ. პიჯაკების საქმეზე იმსჯელებს. პროცესს, დიდი ალბათობით, დისტანციურად ჩაერთვება მიხეილ სააკაშვილიც.

,,ბუნებრივია მართლმსაჯულებას ამ სხდომის დარბაზში არაფერი ესაქმება ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური შურისძიების ნათელი მაგალითი და ნათელი გამოვლინება. ჩვენ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე ვიმყოფებით და სხდომაც ასე გაგრძელდება. თავად მესამე პრეზიდენტს აქვს სხდომაზე დასწრების, მასში მონაწილეობის სურვილი დისტანციურად მაინც და იმედია ამის საშუალებას მოგვცემენ”, – ამბობს ადვოკატი, შოთა თუთბერიძე.

მსგავსი თემები