,,სომხეთმა გადაწყვიტა გაყინოს ურთიერთობები ОДКБ -სთან ყველა დონეზე” – ფაშინიანი

,,სომხეთმა გადაწყვიტა გაყინოს ურთიერთობები ОДКБ -სთან ყველა დონეზე და დისტანცირდეს”, – მის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ერევნის ორგანიზაციიდან გასვლის შესაძლებლობის შესახებ შეკითხვას უპასუხა:

„სომხეთის რესპუბლიკამ გაყინა მონაწილეობა ОДКБ-ში ყველა დონეზე, ჩვენ ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე საკმარისად მიგვაჩნია“, – განაცხადა ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ ვერ ხედავს სხვა გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ “ეს მომავალში არ მოხდება”.

სომხეთში ამბობენ, რომ ორგანიზაციის წესების მიხედვით, მისი წევრები აზერბაიჯანთან ომის დაწყებისას სომხეთის დასახმარებლად უნდა გამოსულიყვნენ, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს და ერევნის თხოვნა დააიგნორეს.

ოფიციალურ ერევანს მიაჩნია, რომ ორგანიზაციამ აჩვენა ,,უმწეობა და ის რომ რეალურად მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და ვერ ასრულებს პარტნიორების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს”.

მსგავსი თემები