დაღუპული 23 წლის ახალგაზრდა თე­ატ­რა­ლუ­რი დასის ,,ლიბერტას” წევრი იყო

თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ სი­მო­ნეთ­თან ახ­ლოს არ­სე­ბულ ხე­ლოვ­ნურ ტბა­ში ნა­პოვ­ნი 23 წლის ახალ­გაზ­რდა თემო ხა­დუ­რია. ახალგაზრდა კაცი ტბაზე თანატოლებთან ერთად საბანაოდ ოთხი დღის წინ იმყოფებოდა. ახლობლების თქმით, ახალგაზრდა წყლის ფსკერზე არსებულ ლამში ჩაეფლო და გამოსვლა ვეღარ შეძლო. მას წყალში ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. თემო ხადური აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური დასის ,,ლიბერტას” წევრი იყო. ,,აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის თე­ატ­რა­ლუ­რი დასი “ლი­ბერ­ტა” მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ჩვე­ნი სტუ­დენ­ტი­სა და თე­ატ­რა­ლუ­რი და­სის წევ­რის, თემო ხა­დუ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ის გა­მორ­ჩე­უ­ლად ნი­ჭი­ე­რი და მე­გობ­რუ­ლი იყო. ვუ­სამ­ძიმ­რებთ ოჯახს, და­სის წევ­რებ­სა და მე­გობ­რებს!“, – წერს უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

მეტი...

ვაშლიჯვარში კორპუსი უხარისხოდ ააშენა, 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარის ზიანი მიადგა – დაკავებულია 1 ადამიანი

პროკურატურის ინფორმაციით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს ,,თორის” დამფუძნებელზე. კომპანიამ თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა და დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ საცხოვრებელი ფართები სარგებლობაში გადასცა. მოგვიანებით კორპუსს ბზარები გაუჩნდა, დაიწყო ბეტონის რღვევა, კორპუსი ექსპლუატაციისთვის უვარგისია. გამოძიება ამბობს, რომ ბრალდებულმა 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა. სამართალდამცველებმა ის 29 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. ,,2022 წლიდან საცხოვრებელი კორპუსის მზიდ კონსტრუქციაზე სხვადასხვა მიმართულების ბზარები გაჩნდა, ხოლო მოგვიანებით ბეტონის რღვევა განვითარდა. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კორპუსის მზიდ…

მეტი...

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ბელგიურ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან (იან დე ნული) გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერა ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ, ხოლო კონსორციუმის მხრიდან Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა ტიმ დევოლდერმა. სიჭინავას თქმით, კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს. ზუსტ თარიღს სამინისტრო არ აკონკრეტებს. „იან დე ნული“ ჯგუფი 1938 წელს დაფუძნდა, მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა და დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. „იან დე ნული“ ჯგუფის საქმიანობა ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ოფშორული ელექტროსადგურების მოწყობა, ზღვის ფსკერის დაღრმავება და საზღვაო ინფრასტრუქტურის…

მეტი...

ლაშა ტალახაძეს მშობლიურ საჩხერეში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

მსოფლიო სპორტის ლეგენდას, 30 წლის ძალოსანს ლაშა ტალახაძეს, ერთადერთ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, მშობლიურ საჩხერეში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. თავისუფლების ქუჩაზე ღია ცის ქვეშ ღონისძიებას პარიზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორებიც ესწრებოდნენ. სპორტსმენმა საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისგან ჯილდოს სახით 20 000 ლარი მიიღო. ტალახაძეს ჩოხოსანთა საზოგადოებამ რაინდის წოდებაც მიანიჭა. „ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს საჩხერლებს, მუნიციპალიტეტს და ყველა გულშემატკივარს, ვინც აქ შეიკრიბა. ძალიან მიხარია, რომ ჩემს დასახვედრად მოვიდნენ. ძალიან ბედნიერი ვარ. მათ გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობ და მათი წყალობით ვაღწევ ამხელა წარმატებას. თითოეული ჩემი გამარჯვება მათ ეძღვნებათ. ასევე მინდა მადლობდა ვუთხრა ჩვენს ოლიმპიელებს, ვინც…

მეტი...

,,მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, ვინც პირობა დადო, საბოლოოდ მოგვაწოდონ საჰაერო თავდაცვის სისტემები” – კულება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მოკავშირეებმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ დაპირებული საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების კუთხით. „კარგი პროგრესი გვაქვს და განცხადებებიც გაკეთდა, მაგრამ Patriot-ის სისტემების მიწოდება გამოცხადდა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის უკრაინისათვის მიწოდებული. ასე რომ, მე მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, ვინც დადო პირობა, საბოლოოდ მოგვაწოდონ ეს სისტემები. მიწოდების დაყოვნების საფასური ზიანი და ადამიანების სიცოცხლეა“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მეტი...

,,სახელმწიფო დეპარტამენტი ,,ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, დაუბრუნდეს დემოკრატიის გზას” – მილერი

,,ბრალდებები კატეგორიულად მცდარია”, – ასე პასუხობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას, თითქოს შეერთებული შტატები საქართველოში ე.წ. ფერად რევოლუციასა და ,,თბილისის მაიდანს” გეგმავს. ,,უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველოს ასაშენებლად, საქართველოს ხალხთან ერთად მუშაობის საამაყო ისტორია გვაქვს. ბრალდებები კატეგორიულად მცდარია. კრემლმა მოაწყო 2008 წლის შეჭრა და დღეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. კრემლი აგრძელებს სასტიკ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, – აცხადებს მეთიუ მილერი, ,,ამერიკის ხმის” კითხვაზე გაცემულ, წერილობით პასუხში. მილერი, ასევე ეხმიანება ,,ქართული ოცნების” ლიდერების მიერ გაცემულ წინასაარჩევნო დაპირებას,…

მეტი...

პაკისტანში მეწყერს 12 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში ჩამოწოლილ მეწყერს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქია ზემო დირის რაიონში მოხდა, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა. ჩინური მედიის ცნობით, დაღუპულები, რომელთა შორის სამი ქალი, ექვსი ბავშვი და სამი მამაკაცია, ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. მათ ეძინათ, როცა მეწყერი მათ სახლზე ჩამოწვა. ყველა ცხედარი ნაპოვნი და ნანგრევებიდან ამოყვანილია. გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. პაკისტანის ზოგ რაიონში კვლავ გადაუღებლად წვიმს.

მეტი...

ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარულ პაუზებს დათანხმდა პოლიომიელიტის ვაქცინაციისთვის

ისრაელი დათანხმდა სექტემბერში ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ პაუზებს, რათა ანკლავში მცირეწლოვან ბავშვებს პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიეწოდოს. რიკ პეპერკორნმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პაუზა დაიწყება 1 სექტემბერს და დაიყოფა სამ 3-დღიან ფაზად. ჰუმანიტარული პაუზა ჯერ იქნება ცენტრალურ ღახაში 3 დღის განმავლობაში, შემდეგ სამხრეთ ღაზაში და შემდეგ ჩრდილოეთ ღაზაში. ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს დაუდასტურა, რომ პოლიომიელიტის ვაქცინაცია ღაზაში 1 სექტემბერს დაიწყება. ბასემ ნაიმმა, “ჰამასის” პოლიტბიუროს წევრმა, თქვა, რომ მებრძოლი ჯგუფი მიესალმა ღაზაში ვაქცინაციის განხორციელების მიზნით პაუზის გატარებას. ,,ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ კამპანიის უზრუნველსაყოფად”, – დასძინა მან. ომის შემდეგ,…

მეტი...

,,ჩვენ არ გვინდა მეტი იარაღი უკრაინაში, არ გვინდა მეტი სიკვდილი, არ გვინდა ომის ესკალაცია” – პიტერ სიიარტო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ჟოზეფ ბორელის წინადადებები უკრაინასთან დაკავშირებით უგუნურია. მანამდე ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ უნდა მოიხსნას შეზღუდვები უკრაინისათვის გადაცემული იარაღის რუსეთის შიგნით გამოყენებაზე. „ჩვენ არ გვინდა მეტი იარაღი უკრაინაში, არ გვინდა მეტი სიკვდილი, არ გვინდა ომის ესკალაცია, არ გვინდა კრიზისის გაფართოება ახლო აღმოსავლეთში. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ საღი აზრისა და მშვიდობის მხარდაჭერას“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

მეტი...

„კიდევ ვერ ვიჯერებ თემო” – ვრცელდება ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვიდეო

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიმონეთთან ახლოს არსებულ ხელოვნურ ტბაში 23 წლის ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდა კაცი ტბაზე თანატოლებთან ერთად საბანაოდ ოთხი დღის წინ იმყოფებოდა. ახლობლების თქმით, ახალგაზრდა წყლის ფსკერზე არსებულ ლამში ჩაეფლო და გამოსვლა ვეღარ შეძლო. მას წყალში ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. „თემო რატო ძმაო. ეს რა ქენი, რატო დაგვტოვე ჩემო ტკბილო მეგობარო. შეხვედრამედე. კიდევ ვერ ვიჯერებ თემო. ჩემო წმინდა სულის ადამიანო როგორ გიყვარდი, სულ მაქებდი. ამ სიყვარულით დაგიმკვიდროს ნათელი ღმერთმა .” “ქრისტეში ძვირფასო ძმებო და დებო კიდე ერთი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეწყდა! კვირა დღის ძებნის მერე გარდაცვლილი იპოვეს ჩემი სულიერი…

მეტი...

დღეს პარალიმპიადაზე გიორგი ნიკოლაძე, ვლადიმერ ჭინჭარაული და დავით ქავთარაძე იასპარეზებენ

დღეს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე კიდევ 3 ქართველი პარასპორტსმენი იასპარეზებს. მედლებისთვის ბრძოლაში 30 აგვისტოს ჩაერთვებიან: გიორგი ნიკოლაძე (პარატაეკვონდო, 70 კგ), ვლადიმერ ჭინჭარაული (პარასროლა – R4 პნევმატური შაშხანიდან სროლა სადგამით), დავით ქავთარაძე (პარამძლეოსნობა – F38 – შუბის ტყორცნა). საქართველოს გუნდს უკვე აქვს ერთი მედალი. ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძემ (52კგ) ბრინჯაო მოიპოვა.

მეტი...

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის წილისყრის შედეგები ცნობილია

მონაკოში ჩემპიონთა ლიგის 2024/2025 წლების სეზონი პირველი ეტაპის წილისყრა ჩატარდა. წელს ტურნირი ახალი ფორმატით გაიმართება. ისტორიაში პირველად ძირითად ეტაპზე 36 გუნდი ითამაშებს. კლუბები რეიტინგის მიხედვით 4 კალათში გადანაწილდნენ. თითოეული გუნდი რვა მატჩს გამართავს და თითოეული კალათიდან 2 მოწინააღმდეგეს დაუპირისპირდება. ასევე აღარ იქნება საპასუხო მატჩები – გუნდები ერთმანეთს ამ ეტაპის ფარგლებში მხოლოდ ერთხელ შეხვდებიან. გურამ კაშიას „სლოვანის“ მეტოქეები იქნებიან: „მანჩესტერ სიტი“ (შინ), „ბაიერნი“ (სტუმრად), „მილანი“ (შინ), „ატლეტიკო“ (სტუმრად), „დინამო ზაგრები“ (შინ), „სელტიკი“ (სტუმრად), „შტუტგარტი“ (შინ), „ჟირონა“ (სტუმრად). ოთარ კიტეიშვილის „შტურმის“ მეტოქეები იქნებიან: „ლაიპციგი“ (შინ), „დორტმუნდი“ (სტუმრად), „ბრიუგე“ (შინ), „ატალანტა“ (სტუმრად), „სპორტინგი“…

მეტი...

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება

30 აგვისტოდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ-დასავლეთიდან, სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული. ინფორმაციას air.gov.ge ავრცელებს. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, ჰაერის ხარისხი ყველაზე ცუდი ამ ეტაპზე ქ. რუსთავში მეგობრობის გამზირი #35ა -ზე არსებულ სადგურზე ფიქსირდება. 101.68 PM10 მკგ/მ3 (PM10 – ეს არის ჩასუნთქვადი/ინჰალაციური ნაწილაკები, რომელთა დიამეტრი არის 10 მიკრონი (იგივე მიკრომეტრი) ან უფრო ნაკლები. საქართველოში PM10-ის ზღვრულად დასაშვები ნორმა არის 50 მკგ/მ3). რაც შეეხება თბილისს აქ ჰაერის ცუდი ხარისხი ძირითადი…

მეტი...

,,სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ საქართველოს ტრაექტორიით, რომელიც ევროკავშირს შორდება” – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეშფოთებულები არიან საქართველოს ტრაექტორიით, რომლითაც ქვეყანა ბლოკის წევრობას შორდება. ამ თემაზე მან გუშინ ბრიუსელში მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. ,,ჩვენ ასევე მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება, სადაც სულ უფრო მეტად გვაშფოთებს ამ ქვეყნის ტრაექტორია, რომელიც ევროკავშირს შორდება”, – აღნიშნა დიპლომატმა.

მეტი...

,,დაშავებული არავინაა, კომერციული ფართი შენდებოდა” – ახალი დეტალები დიდი დიღმიდან

თბილისში, დიდ დიღომში, გვიან ღამით, მშენებარე შენობის სართული ჩამოინგრა. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა თინათინის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე კომერციული ფართი „ფრესკო“ შენდებოდა. საბედნიეროდ, შენობაში არავინ იყო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

იაპონიაში ევაკუირებულია მილიონამდე ადამიანი – არის მსხვერპლიც

იაპონიაში, ქალაქ გამაგორში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი ჩამარხა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა. იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ქარიშხლის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ქვეყნის ხელისუფლებამ 4 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა. შემთხვევის შედეგად ელექტროენერგია 160 000-ზე მეტ აბონენტს არ მიეწოდება. გაუქმებულია 800-ზე მეტი შიდა ფრენა, ძლიერი წვიმის გამო შეჩერებულია რკინიგზის მუშაობაც.

მეტი...

,,უკრაინისთვის რუსული გაყინული აქტივების გადაცემა ჩვენი ფულის ქურდობაა” – პესკოვი

,,უკრაინისთვის რუსული გაყინული აქტივების გადაცემა ჩვენი ფულის ქურდობაა”, – ამბობს კრემლის პრეს-სპიკერი, დმიტრი პესკოვი. ,,უკრაინისთვის რუსული გაყინული აქტივების გადაცემა უკანონო ქმედებაა, რომელსაც იურიდიული შედეგები აუცილებლად ექნება. ეს სხვა არაფერია, თუ არა უკანონო ექსპროპრიაცია, უბრალო ენით რომ ვთქვათ, ეს ჩვენი ფულის ქურდობაა”, – აღნიშნა პესკოვმა.

მეტი...

,,ეს უბრალოდ დროის ფუჭად კარგვაა, სხვა არაფერი” – კახა კალაძე

„თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი, ამაზე ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ, ვერც ჩვენ და ვერც ქვეყნის მოსახლეობამ. პასუხი რაც ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის წამომადგენელს პარლამეტში, ეს იყო „იმიტომ“! ეს არის სამწუხარო რეალობა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც მას სალომე ზურაბიშვილის მიერ გამჭვირვალობის კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე ჰკითხეს. „ეს უბრალოდ დროის ფუჭად კარგვაა, სხვა არაფერი, იმიტომ რომ აღნიშნული კანონპროქტი, რომელიც ითვალისწინებს და მოითხოვს მხოლოდ გამჭვირვალობას, როგორ შეიძლება იყოს ცუდი, ეწინააღმდეგებოდეს ან ევროპულ კონსტიტუციას ან ევროპულ ღირებულებებს, წარმოუდგენელია. ეს არის უბრალოდ იმ ბინძური კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ბოლო…

მეტი...

,,საპატრიარქო არის დამოუკიდებელი და ეს დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს” – კახა კალაძე

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, შეუთანხმებლად არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. „ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა, არ იქნება არანაირი ნაბიჯი გადადგმული, ვიდრე საბოლოო შეთანხმება არ იქნება. თქვენ იცით, რომ საპატრიარქო არის დამოუკიდებელი და ეს დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მეტი...

ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ნეაპოლში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. დაკავებულია 36 წლის ქართველი კაცი, რომელიც ქვეყანაში უკანონო ცხოვრების ცხოვრების გამოა ნასამართლევი. მედიის ინფორმაციით, კორსო გარიბალდიში, კაცმა პოლიცია გამოიძახა მაშინ, როცა ცნობილი გახდა, რომ, სავარაუდოდ, ავტობუსის მოლოდინში გაჩერებაზე მდგარ ქალს, მობილური ტელეფონი მოპარეს. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მალევე, ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე იპოვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მეტი...

დიდ დიღომში, მშენებარე შენობის სართული ჩამოინგრა

თბილისში, დიდ დიღომში, გვიან ღამით, მშენებარე შენობის სართული ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...