ბაქოში ვლადიმერ პუტინისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა მიმდინარეობს

ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის „ზაგულბას“ რეზიდენციაში რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „უპირველეს ყოვლისა, მადლობა მოწვევისთვის, ჩვენ დიდი ხანია შევთანხმდით ამ ვიზიტზე და მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ბაქოში“ – განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი ბაქოში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით გუშინ ჩავიდა. ორშაბათს დაგეგმილია პუტინისა და ალიევის მოლაპარაკებები ვიწრო და გაფართოებულ ფორმატებში, რის შედეგადაც რამდენიმე დოკუმენტი გაფორმდება.  

მეტი...

ბუდუ ზივზივაძის გილი გერმანიის თასზე

ბუდუ ზივზივაძემ გერმანიაში გოლი ისევ გაიტანა და „კარლსრუეს“ „ლოტეს“ დამარცხებაში დაეხმარა. გერმანიის თასის 1/32-ფინალში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო. მან მოედანზე 72 წუთი დაჰყო და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. პირველივე ტაიმში სტუმრები კომფორტული უპირატესობით დაწინაურდნენ – 2:0. ზივზივაძემ საგოლე გადაცემა 21-ე წუთზე შეასრულა, მისი პასით მეტოქის კარი მარვინ ვანიცეკმა აიღო, ხოლო თავად გოლი 69-ე წუთზე გაიტანა. გერმანული პრესა ქართველი ეროვნული თავდამსხმელის შესახებ ბევრს წერს. მედიაში აღნიშნავენ, რომ ზივზივაძემ სეზონი წარმატებით დაიწყო.  

მეტი...

უკრანის პირველმა ლედიმ ტერიტორიული დათმობების წინადადება დრაკონის შესახებ ზღაპარს შეადარა

“მხოლოდ ადამიანებს, რომლებსაც არაფერი და არავინ დაუკარგავთ ამ ომში, შეუძლიათ შესთავაზონ უკრაინას მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიის დათმობა”- ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ბრიტანული „დეილი მეილს“ განუცხადა, როდესაც მას ჰკითხეს ტერიტორიული დათმობების სანაცვლოდ დაზავების შესაძლებლობის შესახებ. „ჩემი რეაქცია, ისევე როგორც ბევრი უკრაინელის, არის ის, რომ ასეთი რამ მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ შემოგვთავაზოს, რომლებსაც არაფერი და არავინ დაუკარგავთ ამ ომში, და ადამიანებს, რომლებსაც სურთ, ეს კანიბალი და მისი მონსტრები დაამშვიდონ“ – აღნიშნა მან. უკრაინის პრეზიდენტის მეუღლემ ტერიტორიული დათმობების წინადადება დრაკონის შესახებ ზღაპარს შეადარა, რომლის მიხედვითაც, ურჩხულს ყოველწლიურად სწირავდნენ გოგონას, რათა ქალაქი…

მეტი...

“უკრაინის ქვედანაყოფები კურსკის მიმართულებით გადაჯგუფდებიან, რათა შეტევა ახალი მიმართულებით დაიწყონ”- რუსული მხარე

“უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები კურსკის მიმართულებით გადაჯგუფდებიან, რათა შეტევა ახალი მიმართულებით დაიწყონ, თუმცა რუსული ძალები სიტუაციას აკონტროლებენ”- ამის შესახებ „ტასს“ სპეცდანიშნულების რაზმის, „ახმატის“მეთაურმა, გენერალ-მაიორმა, აპტი ალაუდინოვმა განუცხადა. „ჩვენთან ვითარება კონტროლირებადია. გუშინ ძალიან მძიმე დღე იყო, მოწინააღმდეგემ რამდენიმე შეტევითი ტალღა განახორციელა. მოწინააღმდეგის დიდი ნაწილი, რომელიც გუშინ გვიტევდა, განადგურებულია. განადგურებულია მათი ტექნიკის ნაწილიც. დღეს ვფიქრობთ, რომ მოწინააღმდეგე გადაჯგუფდება, რათა სცადოს სხვა მხრიდან შემოსვლა“ – განაცხადა ალაუდინოვმა. მისივე ინფორმაციით, რუსული ქვედანაყოფები ყველაფერს აკონტროლებენ, აფიქსირებენ და „მზად არიან მოწინააღმდეგესთან შესახვედრად, იმის მიუხედავად, რას მოიმოქმედებენ ისინი“.  

მეტი...

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი კიევში ჩავა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი აგვისტოში უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას,  სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ცნობისთვის, 2024 წლის ივლისში მოდი მოსკოვს ეწვია და ვლადიმერ პუტინს შეხვდა. რუსეთის დედაქალაქში ყოფნისას ინდოეთის პრემიერმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს „კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას“ და იმედოვნებს, რომ მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტის დარეგულირება სწრაფად მოხდება. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოდის ვიზიტი რუსეთში „უზარმაზარ იმედგაცრუებად და სამშვიდობო პროცესისთვის დარტყმად“ შეაფასა. მოდისა და პუტინის შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ინდოეთის იმ მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება, რომლებიც მოტყუებით აიძულეს, ხელი მოეწერათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტზე და რუსეთის არმიის შემადგენლობაში ფრონტზე…

მეტი...

რუსეთში ჯორჯ კლუნის ფონდი “არასასურველად” გამოაცხადეს

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის – „კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის“ – საქმიანობა „არასასურველად“ გამოაცხადა. უწყების განმარტებით, ფონდი ახორციელებს „რუსეთის დისკრედიტაციისკენ მიმართულ სამუშაოს“ და მხარს უჭერს „ცრუ პატრიოტებს, რომლებმაც დატოვეს ქვეყანა“, ასევე აკრძალული ექსტრემისტული გაერთიანებებისა და ტერორისტული ორგანიზაციების წევრებს. „ჰუმანიტარული იდეების საფარქვეშ ორგანიზაცია ხელს უწყობს რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის სისხლისსამართლებრივი დევნის ინიციატივებს, საჯაროდ ავრცელებს უარყოფით ფსევდოექსპერტულ შეფასებებს უცხოური აგენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ რუსეთის კანონმდებლობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში. „კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის“ 2016 წელს ნიუ-იორკში მსახიობმა ჯორჯ კლუნმა და მისმა მეუღლემ, ადამიანის უფლებათა ადვოკატმა ამალ კლუნმა დააარსეს. ორგანიზაციის ოფიციალური მიზანია…

მეტი...

“მთავარი ამოცანაა, რუსული სამხედრო პოტენციალის განადგურება”- ზელენსკი

“ახლა უკრაინის თავდაცვითი მოქმედებების მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი რუსული სამხედრო პოტენციალის განადგურება და ბუფერული ზონის შექმნა აგრესორის ტერიტორიაზე” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელი დამცველები ყველაფერს აკეთებენ თავიანთი პოზიციების შესანარჩუნებლად. “დღეისთვის კარგი, ჩვენთვის საჭირო შედეგებია ტორეცკის მახლობლად რუსული ტექნიკის განადგურებაში და ეს ყველაფერი უფრო მეტია, ვიდრე უკრაინის დაცვა, ეს არის მთლიანობაში ჩვენი თავდაცვითი მოქმედებების მთავარი ამოცანა – რაც შეიძლება მეტი რუსული პოტენციალის განადგურება და კონტრშეტევითი სამუშაოების მაქსიმუმი. კურსკის რეგიონში ჩვენი ოპერაციის ამოცანაა ბუფერული ზონის შექმნა აგრესორის ტერიტორიაზე” განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

ბულგარეთის პრეზიდენტმა ანტილგბტ კანონს ხელი მოაწერა

ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც კრძალავს „არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის“ შესახებ საგანმანათლებლო პროგრამებს ბულგარულ სკოლებში. ეს გადაწყვეტილება მიღებულია ევროპის საბჭოსა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მოწოდებების მიუხედავად. „ევროაქტივის“ მიხედვით, კანონპროექტი ინიცირებული იყო რადიკალური პრორუსული პარტიის, „აღორძინების“ მიერ და მხარდაჭერილი იქნა GERB-ისა და ასევე პრორუსული მემარცხენე პარტიის, BSP-ის მიერ. ის პარლამენტმა ორი მოსმენით, დაჩქარებული წესით, ერთ დღეში მიიღო და ახლა, პრეზიდენტის თანხმობით, ძალაში შედის. ახალი კანონის თანახმად, ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ეხება „არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას“, ჩაითვლება „პროპაგანდად“. კანონი მწვავე კრიტიკის საგანი გახდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.

მეტი...

“უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით”- “საქსტატი”

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. „საქსტატის“ ცნობით, 2024 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 3.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული ქალებში, ხოლო კაცებში – 2.6 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად, 10.9 პროცენტს და 15.9 პროცენტს შეადგენს. „სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2024 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.4 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.1 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.0 პროცენტული პუნქტით. 2024 წლის II კვარტალში,…

მეტი...

“უმუშევრობის დონე შემცირდა”- “საქსტატი”

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 19.1 ათასი კაცით (2.1%) და 935.8 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 41.3 ათასით გაიზარდა (10.1%) და 451.5 ათასი შეადგინა. „ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 47.2 ათასით (17.7%) და 219.7 ათასი შეადგინა. 2024 წლის II კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან…

მეტი...

კუნძულ მადეირაზე ტყის ხანძარს ებრძვიან

კუნძულ მადეირაზე ტყის ხანძარს ებრძვიან. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დაახლოებით 200 მეხანძრე და 38 მანქანაა ჩართული, თუმცა კუნძულზე არსებული მაღალი ტემპერატურა, დაბალი ტენიანობა და ძლიერი ქარი ცეცხლის ჩაქრობას ართულებს. ამ დროისთვის დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცნობისთვის, კუნძულ მადეირაზე დაახლოებით 250 000 ადამიანი ცხოვრობს.

მეტი...

რუსეთს პრეტენზიები აქვს ბალტიის ზღვაში გაზსადენის აფეთქების გამოძიებასთან დაკავშირებით

რუსეთმა ოფიციალურად მიმართა გერმანიას პრეტენზიებით, ბალტიის ზღვაში გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადისა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის აფეთქების გამოძიებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპასთან ურთიერთობის მესამე დეპარტამენტის დირექტორმა, ოლეგ ტიაპკინმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა. „ამ კუთხით ორმხრივად, მათ შორის ბერლინის მიმართ, ოფიციალურად წარდგენილი იქნა შესაბამისი პრეტენზიები“-აღნიშნა მან და განმარტა, რომ რუსეთის ფედერაცია მოლაპარაკებებს ცდილობს მოქმედი საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად და შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება დასავლეთის რეაქციაზე. შეგახსენებთ, ბალტიის ზღვაში გაზსადენებზე – „ჩრდილოეთის ნაკადსა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე – აფეთქებები 2022 წლის სექტემბრის ბოლოს მოხდა.  

მეტი...

“რა მენაღვლება?!  ჯვარზეც ვიყავი, შავი და თეთრი არაგვიც ვნახე”- ესპანური კლუბის Levante UD- ის წარმომადგენელი

„რა მენაღვლება?!  ჯვარზეც ვიყავი, შავი და თეთრი არაგვიც ვნახე და ხვლიკისფერი სვეტიცხოველიც“- წერს სოციალურ ქსელში ესპანური კლუბის Levante UD-ის პრესსამსახურის წარმომადგენელი, ხავი და საქართველოში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. „ლევანტე“ 2006-დან 2011 წელს დაბადებული ქართველი ფეხბურთელებისთვის სინჯებს დღეიდან იწყებს.  „ლევანტემ“ ამ სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაცია 14 აგვისტოს გაავრცელა.  

მეტი...

ჰამასმა” ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები უარყო

“ჰამასმა” ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებების წინადადება უარყო . ტერორისტულმა ორგანიზაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც “ჰამასი” ისრაელის პრემიერს მოლაპარაკებებში ახალი დაბრკოლებების შემოტანაში ადანაშაულებს. „მას შემდეგ, რაც გავიგეთ შუამავლებისგან, რაც განიხილებოდა დოჰაში მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნეთანიაჰუ შეთანხმების გზაზე დაბრკოლებების შექმნას აგრძელებს”, – წერია ჰამასის განცხადებაში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.   ,,ახლა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის გადამწყვეტი დროა – ენტონი ბლინკენი

მეტი...

რატომ აკურთხებენ ფერისცვალებას ტაძრებში ხილს?

19 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდს უკავშირდება. ამ დღეს, მაცხოვრის დი­დე­ბა, ბრწყინ­ვა­ლე­ბა გა­მო­ცხად­და. ფერისცვალება მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენშიც უნდა მოხდეს ფერისცვალება, ბოროტება სიკეთით შეიცვალოს, სიძულვილი  სიყვარულით, გარდაიქმნას ადამიანის მთელი ბუნება, მისი სული, გონება, სხეული, ყველაფერი შეიცვალოს მასში, ღმერთმა ინებოს რომ ყველას და ყველაფერს ჩვენს ირგვლივ სიკეთისკენ ეცვალოს ფერი. რატომ იკურთხება ხილი ამ დღეს? ეს არის მადლიერების გამოხატვა უფლის წინაშე. ფერისცვალების პერიოდი ხომ სწორედ ის პერიოდია რა დროსაც განსაკუთრებული სისავსით ყველა ხილის ნაყოფის მოპოვება და…

მეტი...

,,ვადაგასული გზააბნეული ტერორისტების კლუბია” – რატი ბრეგაძე

,,კოლექტიური ნაცმოძრაობის” უმისამართოდ მიმოფანტული ანასხლეტების გაერთიანება ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ერთხელ აფეთქებული ხელყუმბარის ნაფლეთებისგან ახლის შექმნის მცდელობა”, – წერს სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. ის ,,კოლექტიურ ნაცმოძრაობას” ვადაგასულ გზააბნეულ ტერორისტების კლუბს უწოდებს. ,,კოლექტიური ნაცმოძრაობის უმისამართოდ მიმოფანტული ანასხლეტების გაერთიანება ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ერთხელ აფეთქებული ხელყუმბარის ნაფლეთებისგან ახლის შექმნის მცდელობა. ვადაგასული გზააბნეული ტერორისტების კლუბი”, – წერს რატი ბრეგაძე Facebook-ზე.

მეტი...

,,ახლა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის გადამწყვეტი დროა – ენტონი ბლინკენი

,,ახლა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის გადამწყვეტი დროა”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრეზიდენტთან, ისააკ ჰერცოგთან შეხვედრისას განაცხადა. „ეს არის გადამწყვეტი მომენტი, ალბათ საუკეთესო, შესაძლოა, უკანასკნელი შესაძლებლობა მძევლების სახლში დასაბრუნებლად, ცეცხლის შეწყვეტის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. მე აქ ვარ პრეზიდენტი ბაიდენის დავალებით, როგორც ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილი, რათა მივაღწიოთ საბოლოო შეთანხმებას“, – განაცხადა ბლინკენმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის ქალაქ თელ ავივში გუშინ ჩავიდა. დღეს ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.

მეტი...

აზერბაიჯანი სომხეთს მისი პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქელბაჯარის რაიონში დისლოცირებული აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, სომხურმა შენაერთებმა ცეცხლი 18 აგვისტოს, დაახლოებით 23:50 საათზე, ავტომატური იარაღის გამოყენებით გახსნეს. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, აზერბაიჯანულმა არმიამ „ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღო აღნიშნულ მიმართულებაზე“.

მეტი...

,,გერმანიის მხრიდან უკრაინისთვის დახმარების შემცირება ფატალური სიგნალი იქნება” – მიხაილ როთი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მმართველი კოალიციის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან (SPD) მიხაილ როთი გერმანიის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, უკრაინის სამხედრო დახმარება არ შეამცირონ. ,,ეს იქნება ფატალური სიგნალი გერმანიის მთავრობის მხრიდან უკრაინის მიმართ, თუ მომავალ ფედერალურ ბიუჯეტში არ იქნება თანხები ახალი სამხედრო დახმარებისთვის”, – აღნიშნა როთმა Funke Mediengruppe-თან ინტერვიუში. მისი თქმით, უკრაინის არმია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პირველად გადავიდა შეტევაზე და ქვეყანას ევროპაში მისი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო მოკავშირის, გერმანიის სრული მხარდაჭერა სჭირდება. „ამის ნაცვლად, სამხედრო დახმარების სამომავლო დაფინანსების შესახებ დებატები ჰგავს გერმანიის მიერ პასუხისმგებლობის ფარულ თავის არიდებას“, – აღნიშნა როთმა. ამასთან, გერმანიაში…

მეტი...

უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე მესამე ხიდიც გაანადგურეს

უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე მესამე ხიდიც გაანადგურეს. ინფორმაცია რუსულ ტელეგრამარხებსა და უკრაინულ მედიაში ვრცელდება. ამ დროისთვის, ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ძლიერი დარტყმა რუსების ლოგისტიკისთვის, იმ ძალებისთვის რომლებიც მდინარესა და უკრაინის საზღვარს შორის არიან განლაგებული. ახლა მათი მომარაგება მხოლოდ დროებითი ხიდით ან ნავებით იქნება შესაძლებელი. თუ მესამე გადასასვლელის განადგურება დადასტურდა, მაშინ სამხრეთით მდებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები აღმოჩნდებიან ალყაში. ალყაშიმოქცეული ტერიტორიის მიახლოებითი ფართობი იქნება თითქმის 700 კვ.კმ. Z-სამხედრო კორესპონდენტმა რომანოვმა განაცხადა, რომ „სიტუაცია საშიშია და მოითხოვს რილსკის და ლგოვის ევაკუაციას, სანამ გვიან არ არის“.

მეტი...

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში წირვა ჩატარდება. ფერიცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ სამი მოციქული: პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა, თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი იესოსთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს თავს ელვარე ღრუბელი დაადგა და ხმა ჩაესმათ: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული…

მეტი...

ესპანეთში კაცი საფეხბურთო მოედანზე მოთამაშე ბავშვებს თავს დაესხა – მოკლულია 11 წლის ბიჭი

ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში, უცნობი კაცი ფეხბურთის მოედანზე ბავშვებს თავს ცივი იარაღით დაესხა. თავდასხმის შედეგად 11 წლის ბიჭი დაიღუპა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბავშვები სპორტკომპლექსში ფეხბურთს თამაშობდნენ. უცნობი კაცმა ბავშვებს რამდენჯერმე დაარტყა, ბავშვებმა ადგილიდან გაქცევა სცადეს, თუმცა დაჭრილი 11 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ცნობილი ხდება, თავდამსხმელმა ინცინდენტის დროს სახეზე შარფი აიფარა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. ამ დროისთვის ეჭვმიტანილის დასაჭერად სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც შვეულმფრენია ჩართული. თავდასხმის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

,,ომს შვებულება არ აქვს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, დააჩქარონ უკრაინისთვის იარაღის მოწოდება. მისი თქმით, გამოცხადებული პაკეტების დროული ლოჯისტიკა აუცილებელია. ,,ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს”, – ამბობს ზელენსკი. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინელმა სამხედროებმა ტორეცკის მახლობლად რუსული ტექნიკა გაანადგურეს, თუმცა , მხოლოდ ერთ დღეში ოკუპანტებმა ტორეცკისა და პოკროვსკის მახლობლად ათობით თავდასხმა განახორციელეს.

მეტი...

ჩოხატაურში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა. ინფორმაციას ,,გურიანიუსი” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ადამიანი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას კი ის გარდაცვლილი დახვდა. ამ დროისთვის, სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...