აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქელბაჯარის რაიონში დისლოცირებული აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, სომხურმა შენაერთებმა ცეცხლი 18 აგვისტოს, დაახლოებით 23:50 საათზე, ავტომატური იარაღის გამოყენებით გახსნეს.
თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, აზერბაიჯანულმა არმიამ „ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღო აღნიშნულ მიმართულებაზე“.