რუსეთს პრეტენზიები აქვს ბალტიის ზღვაში გაზსადენის აფეთქების გამოძიებასთან დაკავშირებით

რუსეთმა ოფიციალურად მიმართა გერმანიას პრეტენზიებით, ბალტიის ზღვაში გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადისა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის აფეთქების გამოძიებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპასთან ურთიერთობის მესამე დეპარტამენტის დირექტორმა, ოლეგ ტიაპკინმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„ამ კუთხით ორმხრივად, მათ შორის ბერლინის მიმართ, ოფიციალურად წარდგენილი იქნა შესაბამისი პრეტენზიები“-აღნიშნა მან და განმარტა, რომ რუსეთის ფედერაცია მოლაპარაკებებს ცდილობს მოქმედი საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად და შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება დასავლეთის რეაქციაზე.

შეგახსენებთ, ბალტიის ზღვაში გაზსადენებზე – „ჩრდილოეთის ნაკადსა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე – აფეთქებები 2022 წლის სექტემბრის ბოლოს მოხდა.

 

მსგავსი თემები