გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მმართველი კოალიციის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან (SPD) მიხაილ როთი გერმანიის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, უკრაინის სამხედრო დახმარება არ შეამცირონ.
,,ეს იქნება ფატალური სიგნალი გერმანიის მთავრობის მხრიდან უკრაინის მიმართ, თუ მომავალ ფედერალურ ბიუჯეტში არ იქნება თანხები ახალი სამხედრო დახმარებისთვის”, – აღნიშნა როთმა Funke Mediengruppe-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, უკრაინის არმია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პირველად გადავიდა შეტევაზე და ქვეყანას ევროპაში მისი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო მოკავშირის, გერმანიის სრული მხარდაჭერა სჭირდება.
„ამის ნაცვლად, სამხედრო დახმარების სამომავლო დაფინანსების შესახებ დებატები ჰგავს გერმანიის მიერ პასუხისმგებლობის ფარულ თავის არიდებას“, – აღნიშნა როთმა.
ამასთან, გერმანიაში უკრაინის ელჩმა ალექსეი მაკეევმა ორი დღის წინ ბერლინს მოუწოდა, კიევს სამხედრო დახმარება არ შეუმციროს.
„ევროპის უსაფრთხოება დამოკიდებულია გერმანიის შესაძლებლობებსა და პოლიტიკურ ნებაზე, განაგრძოს წამყვანი როლის თამაში უკრაინის მხარდაჭერაში“, – აღნიშნა მან Bild am Sonntag-თან ინტერვიუში.