ჰამასმა” ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები უარყო

“ჰამასმა” ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებების წინადადება უარყო . ტერორისტულმა ორგანიზაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც “ჰამასი” ისრაელის პრემიერს მოლაპარაკებებში ახალი დაბრკოლებების შემოტანაში ადანაშაულებს.

„მას შემდეგ, რაც გავიგეთ შუამავლებისგან, რაც განიხილებოდა დოჰაში მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნეთანიაჰუ შეთანხმების გზაზე დაბრკოლებების შექმნას აგრძელებს”, – წერია ჰამასის განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.

 

,,ახლა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის გადამწყვეტი დროა – ენტონი ბლინკენი

მსგავსი თემები