უკრანის პირველმა ლედიმ ტერიტორიული დათმობების წინადადება დრაკონის შესახებ ზღაპარს შეადარა

“მხოლოდ ადამიანებს, რომლებსაც არაფერი და არავინ დაუკარგავთ ამ ომში, შეუძლიათ შესთავაზონ უკრაინას მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიის დათმობა”- ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ბრიტანული „დეილი მეილს“ განუცხადა, როდესაც მას ჰკითხეს ტერიტორიული დათმობების სანაცვლოდ დაზავების შესაძლებლობის შესახებ.

„ჩემი რეაქცია, ისევე როგორც ბევრი უკრაინელის, არის ის, რომ ასეთი რამ მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ შემოგვთავაზოს, რომლებსაც არაფერი და არავინ დაუკარგავთ ამ ომში, და ადამიანებს, რომლებსაც სურთ, ეს კანიბალი და მისი მონსტრები დაამშვიდონ“ – აღნიშნა მან.

უკრაინის პრეზიდენტის მეუღლემ ტერიტორიული დათმობების წინადადება დრაკონის შესახებ ზღაპარს შეადარა, რომლის მიხედვითაც, ურჩხულს ყოველწლიურად სწირავდნენ გოგონას, რათა ქალაქი არ დაეწვა.

„რამდენი ხანი შეგვიძლია ამ დრაკონის გამოკვება? აგრესორი ვიღაცამ უნდა შეაჩეროს! თან ისე შეაჩეროს, რომ მომავალში თავისი აგრესია ვეღარ გამოავლინოს. იმ პოზიციებზე გაჩერება კი, სადაც ფრონტის ხაზი გადის, მას ვერ გააჩერებს. ეს მას მისცემს დროს, რომ ძალა მოიკრიბოს და ერთ, ორ, ათ წელიწადში ახალი ტალღა დაიწყება. ის ბავშვები, ვის გადარჩენასაც ახლა ვცდილობთ… იძულებულნი იქნებიან, ხელში იარაღი აიღონ“- განაცხადა ზელენსკამ.

 

მსგავსი თემები