,,მხარს ვუჭერთ უკრაინულ ძალებს, რომ რუსეთისგან თავდაცვა შეძლონ” – პატელი

,,მხარს ვუჭერთ უკრაინულ ძალებს, რომ რუსეთისგან თავდაცვა შეძლონ”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა. მისი თქმით, სამხედრო ოპერაციის წარმართვა სრულად უკრაინელების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ,,მე მივცემ ნებას ჩვენს პარტნიორებს უკრაინაში, ისაუბრონ საკუთარ სამხედრო ოპერაციებზე. მაგრამ ზოგადად, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინულ სამხედრო ძალებს, რომ შეძლონ დაიცვან თავი რუსეთის თავდასხმებისგან, რომლებიც მათ საზღვარს კვეთენ. საბოლოოდ, გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ როგორ წარმართავს უკრაინა თავის სამხედრო ოპერაციებს, სრულად დამოკიდებულია უკრაინელების გადაწყვეტილებაზე. არაფერი შეცვლილა შეერთებული შტატების პოლიტიკაში საზღვრის მიღმა დარტყმების შესახებ“, – განაცხადა პატელმა.

მეტი...

,,შინდისის გმირების თარიღიც გადაწიეს ერთი დღით გვიან. რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე, ამასაც კი დეტალური გამოძიება სჭირდება” – მდინარაძე

,,შინდისის გმირები თარიღიც გადაწიეს ერთი დღით გვიან. რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე, ამასაც კი დეტალური გამოძიება სჭირდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „პოლიტიკური პასუხი ერთია, ამას ვაკეთებთ მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ სწორედ ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასებაც. ჩაღრმავებული სამართლებრივი შეფასებაც. წლების განმავლობაში 8 აგვისტო იყო 8 აგვისტო, ფილმიც გადაიღეს 08.08.08, მერე რაღაცის გამო გახდა 7. რა არის ეს რაღაცა. შინდისის გმირების ისტორია 11-ში დაიწერა ხომ? იქ ამბები ხდებოდა, სათითაო ეპიზოდის, წამების სიზუსტით გადმოცემის შემთხვევაში ადამიანს არაბუნებრივი…

მეტი...

,,შენს გამო მიყვარდა მთაში სიარული, შეხვედრამდე, ძმაო” – გუგა ქაშიბაძე

,,შენს გამო მიყვარდა მთაში სიარული, შეხვედრამდე ძმაო”, – წერს სოციალურ ქსელში, პლასტიკური ქირურგი გუგა ქაშიბაძე, ქართველი მთამსვლელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ მწვერვალ შხელდაზე, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ალპინისტი 34 წლის არჩილ ბადრიაშვილია. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სპორტსმენი მწვერვალზე მეხის დაცემის შემდეგ გარდაიცვალა. მაშველებმა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს.

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ დააკვირდეს დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც თავის მხრივ აყალბებდნენ საქართველოში არჩევნებს” – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის  სადამკვირვებლო კამპანიაში ჩართულობაზე საუბრობს, რომლის თქმითაც  თითოეული ადამიანი უნდა იყოს დამკვირვებელი არჩევნებზე. მამუკა მდინარაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ იკავებს პრეზიდენტის პოსტს და ყველაზე აქტიური ოპოზიციონერია. „სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ იკავებს პრეზიდენტის პოსტს და ყველაზე აქტიური ოპოზიციონერია. მარტივი ამბავია. არანაირი სადამკვირვებლო საკითხები მას არ აწუხებს და არანაირი რისკები ჩვენს არჩევნებს პრაქტიკულად არ ახლავს. რისკები ახლავს მაგალითად, ISFED-ს,  რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები კვლავ არ გააყალბონ და იმას დააკვირდეს, ერთი თვე არ დაგვიმალოს ISFED-მა სიმართლე, არჩევნების შემდეგ.…

მეტი...

ტრამპმა ჰარისი ყალბი ფოტოს გამოქვეყნებაში დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისმა კონკურენტმა „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისმა ყალბი ფოტოსურათი გამოაქვეყნა. საქმე ეხება ფოტოს, სადაც ადამიანების დიდი რაოდენობა ჰარისს მიჩიგანის აეროპორტში თვითმფრინავთან დახვდა. ტრამპი თვლის, რომ ეს ფოტო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი. ჰარისთან შესახვედრად ბევრად ნაკლები ადამიანი მივიდა, ვიდრე ეს სურათში ჩანს. ტრამპის ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ თვითმფრინავის კორპუსში, რომლითაც ჰარისი ჩაფრინდა მიჩიგანში, ადამიანების ანარეკლი არ ჩანს. კორპუსი მხოლოდ ცარიელ ასაფრენ ზოლს ირეკლავ, რაც იმის ვარაუდის საფუძველს ქმნის, რომ სურათი დამონტაჟებულია. ტრამპის ბრალდებებს მოგვიანებით ჰარისის საარჩევნო შტაბში უპასუხეს.…

მეტი...

„გილოცავ დაბადების დღეს, ნიკო! სანამ აქ ვარ, იცოდე, რომ ყოველთვის მჯერა შენი, სხვა ცხოვრებაში შევხვდებით!“ – ნიკო კვარაცხელიას დის ემოციური მიმართვა

დღეს ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას დაბადების დღეა. ნიკო, რომელიც 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 22 წლის ასაკში მოკლეს, 25 წლის გახდებოდა. ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ნიკოს დის, კატოს ემოციურ მიმართვას, რომლითაც ის ძმას დაბადების დღეს ულოცავს. „ახლა ძალიან ცოტა რამის მჯერა, მაგრამ სანამ აქ ვარ, იცოდე, რომ ყოველთვის მჯერა შენი. სხვა ცხოვრებაში შევხვდებით! გილოცავ დაბადების დღეს, ნიკო! შენი კატო“.

მეტი...

ბაიდენმა აღიარა, რომ მას საარჩევნო კამპანია „დემოკრატებმა“ შეაწყვეტინეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტელეარხ Sky News-თან ინტერვიუში აღიარა, რომ მას საპრეზიდენტო კამპანიის შეწყვეტა „დემოკრატიული“ პარტიის წევრებმა აიძულეს. მისი თქმით, მასზე განსაკუთრებით იმოქმედა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის ნენსი პელოსის აზრმა, რომელიც მრავალი „დემოკრატის“ მსგავსად თვლიდა, რომ ის საარჩევნო რბოლას უნდა ჩამოშორებულიყო. „მრავალი ჩემი კოლეგა-დემოკრატი წარმომადგენელთა პალატიდან და სენატიდან თვლიდა, რომ მე რბოლის დროს მათ ზიანს მივაყენებდი. მე ეს თემა მაწუხებდა. მე რომ დავრჩენილიყავი რბოლაში, მაშინ თქვენ მე ინტერვიუს ჩამომართმევდით და მკითხავდით, თუ რატომ თქვა ნენსი პელოსიმ ასე და სხვა მრავალი“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მეტი...

ლონდონში დანით შეიარაღებულმა პირმა ქალი და ბავშვი დაჭრა

ლონდონში მამაკაცმა ბავშვი და ქალი დაჭრა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ლონდონში, ლესტერის მოედანზე დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 11 წლის გოგონა და 34 წლის ქალი დაჭრა. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა, ხოლო დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...

პრეზიდენტმა ეთნომუსიკოლოგები ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეები ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ქართული ფოლკლორის განვითარებასა და საზღვარგარეთ მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ეთნომუსიკოლოგები ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეები სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდოები საქართველოს პრეზიდენტმა ედიშერ გარაყანიძის შვილიშვილს გიორგი გარაყანიძესა და გიორგი (გიგი) გარაყანიძის მეუღლეს მაგდა კევლიშვილს გადასცა. „მინდა ვთქვა, რომ გამორჩეული მომენტია, როდესაც ორ ადამიანს ვაჯილდოებთ, რომლებიც გარდაცვლილები არიან. საკმაოდ ტრაგიკული ოჯახია, არავინ დარჩა, ყოველ შემთხვევაში, მამა, შვილები, დედა – ოჯახი, რომელიც სრულიად ქართულ ფოლკლორთანაა დაკავშირებული. ეს კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ფოლკლორს რომ…

მეტი...

ძლიერი წვიმის შედეგად, ბათუმის ქუჩები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად, ბათუმის ქუჩები დაიტბორა. ფოტო და ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ მანქანებს გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება უჭირთ, სოციალურ ქსელში ვრცელდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ დატბორილია ინასარიძისა და გორგილაძის ქუჩები.

მეტი...

ბათუმის აეროპორტში, ალმატი-ბათუმის რეისზე, თვითმფრინავი ვერ ჯდება

ბათუმის აეროპორტში, ალმატი-ბათუმის რეისზე, თვითმფრინავი ვერ ჯდება. მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობაა. ბათუმში ამ წუთებშიც ძლიერი წვიმაა. Flight Radar-ზე ჩანს, რომ თვითმფრინავმა ქალაქს არაერთი წრე დაარტყა, გადაუფრინა ურეკსაც, თუმცა, დაჯდომა ვერ მოახერხა.

მეტი...

კურსკის გუბერნატორი ამბობს, რომ უკრაინას ოლქის 28 სოფელი აქვს დაკავებული

კურსკის გუბერნატორი, ალექსეი სმირნოვი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ოლქის 28 სოფელი აქვს დაკავებული. ამის შესახებ მან პუტინთან თათბირისას განაცხადა. სმირნოვი ამბობს, რომ რეგიონში კვლავ რთული სიტუაციაა. იგი ამტკიცებს, რომ უკრაინელები კურსკის ოლქში 12 კილომეტრზე არიან შეჭრილები, ფრონტი კი 40 კილომეტრზეა გაშლილი. მისივე თქმით, უკრაინელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის 2 000 მოქალაქე რჩება.

მეტი...

ათენთან ახლოს ტყის ხანძრებს ებრძვიან

ათენთან ახლოს ტყის ხანძრებს ებრძვიან. ამ დროისთვის ხანძარი უკონტროლოა და სალიკვიდაციო სამუშაოებში ბერძენი სამხედროებიც ჩართნენ. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ჯარისკაცები აღმოსავლეთ მაკედონიიდან, პელოპონესიდან და ცენტრალური საბერძნეთიდან გამთენიას ჩავიდნენ. ,,ცეცხლი უკონტროლო და უკიდურესად აგრესიულია. ის მუდმივად იცვლის მიმართულებას და ეს პრობლემებს უქმნის როგორც სახმელეთო ძალებს, ასევე საჰაერო ძალებს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

სამეგრელოში მანქანა ქვეითს დაეჯახა

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. დაღუპული 62 წლის კაცია და ის ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ გაქცეულა და საპატრულო პოლიციას ადგილზე დახვდა. ამჟამად ის განყოფილებაშია გადაიყვანილი და სამართალდამცველების შეკითხვებს პასუხობს.

მეტი...

უკრაინაში დაღუპულ ბონდო გაგნიძეს სამშობლოში 14 აგვისტოს ჩამოასვენებენ

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ გმირს, ბონდო გაგნიძეს, საქართველოში 14 აგვისტოს, 05:00 საათზე ჩამოასვენებენ. ბონდო გაგნიძე ომის დაწყების პირველივე დღიდან ოკუპანტების წინააღმდეგ ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. ის ლუგანსკის მიმართულებით მებრძოლი 67-ე ბატალიონის მეორე დანაყოფის წევრი იყო. ის ლუგანსკის მისადგომებთან მტრის მასშტაბურ საჰაერო დაბომბვაში მოყვა. თანამებრძოლებმა დაბომბვის ადგილიდან მისი ცხედრის გამოსვენება ორი დღის შემდეგ მოახერხეს. 47 წლის ქართველ მეომარს თანამებრძოლებმა და მოქალაქეებმა პატივი კიევის საკათედრო ტაძარში მიაგეს.

მეტი...

,,თქვენი ხელის გაქნევა „ნაცმოძრაობის“ წევრების წინააღმდეგ, „ნაცების“ წისქვილზე ასხამს წყალს” – მამუკა მდინარაძე

,,მე მინდა ყველა ადამიანს მოვუწოდო, თქვენი ყველა ხელის გაქნევა „ნაცმოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენლის წინააღმდეგ, „ნაცების“ საქმეს ემსახურება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძე ნიკა მელიაზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა. „შეიძლება ვიღაცა გულწრფელად გაბრაზებული იყოს, ამასაც გამოკვლევა სჭირდება, მაგრამ ეს მათ საქმეს აკეთებს. რა ემოციაც არ უნდა გამოძრავებდეთ, რაც არ უნდა გამწარებულები იყოთ, ყველას მივმართავ აბსოლუტურად, თუკი მათ წინააღმდეგ ხელს გაიქნევთ ეს მათ გამოადგებათ, როგორც ახლა გამოადგათ. საერთოდ ჩამკვდრები იყვნენ, არაფერი ხდებოდა, წინ და უკან დაბოდიალობდნენ და ყველა მათგანი, გარდა „ნაცმოძრაობისა“,…

მეტი...

VIDEO: ,,ასე ღირსეულად, დატირებით გამოაცილა სვანეთმა არჩილი” – დაღუპული მთასვლელის გადმოსვენების კადრები

მეხანძრე-მაშველებმა დაკარგული მთამსვლელის ცხედარი კლდოვან ფერდობზე იპოვეს. არჩილი ბარდიაშვილი სვანებმა, სვანური დატირებით, ღირსეულად გამოაცილეს უკანასკნელად სვანური მთებიდან. „ასე ღირსეულად გამოაცილა სვანეთმა არჩილი… სვანური ზარი… სვანური დატირება… დედას შვილი გამოატანეს ბიჭებმა…“, – წერენს სოციალურ ქსელში, სადაც არჩილის გადმოსვენების კადრებია გადაღებული.

მეტი...

,,ახლა ჩემი რეკორდით მთელი მსოფლიო გაიცნობს სად არის საქართველო, ეს ჩაიწერება გინესების წიგნშიც” – ნინო სალუქვაძე

,,ახლა ჩემი რეკორდით მთელი მსოფლიო გაიცნობს სად არის საქართველო”, – ამის შესახებ ნინო სალუქვაძემ პარიზის ოლიმპიადიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ განაცხადა. ,,ჩემთვის საამაყო იყო ის, რომ გავუთანასწორდით მამაკაცებს ქალები. მხოლოდ ერთი კაცია კანადელი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა 10 ოლიმპიადაზე, ახლა ჩემი რეკორდით მთელი მსოფლიო გაიცნობს სად არის საქართველო. ეს ჩაიწერება გინესების წიგნშიც. ვიმედოვნებ, რომ მე-11 ოლიმპიადაზე წავალ მხოლოდ მწვრთნელის ამპლუაში და გავყვები არა ერთს, არამედ რამდენიმე ტყვიის მსროლელს და აუცილებლად გამოერევიან ქალბატონებიც, რომლებიც აიღებენ მედლებს”, – განაცხადა ნინო სალუქვაძემ.

მეტი...

მაშველებმა საცხოვრებელი კორპუსის გაუქმებულ სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის გაუქმებულ სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინეს. მაშველებმა მეექვსე სართულზე, ერთ-ერთი ბინის კედელი მეპატრონის თანხმობით გამოტეხეს და კნუტი უსაფრთხოდ გამოიყვანეს. საბედნიეროდ, ეს შემთხვევა მისთვის იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან ამის შემდეგ, ის ამავე ოჯახში იცხოვრებს. შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424.

მეტი...

„ცოცხალ ლეგენდებს ვერ იტევს მიწა! შხელდამ ჩაიხუტა გულში“ – დაღუპულ მთამსვლელს ემშვიდობებიან

მწვერვალ შხელდაზე, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ალპინისტი 34 წლის არჩილ ბადრიაშვილია. ახალგაზრდა სპორტსმენი მწვერვალზე მეხის დაცემის შემდეგ გარდაიცვალა. ახალგაზრდა ალპინისტის ტრაგიკულ გარდაცვალებას უამრავი ადამიანი ეხმიანება: „ცოცხალ ლეგენდებს ვერ იტევს მიწა! არჩილ ბადრიაშვილი – საქართველოს საუკეთესო ალპინისტი! ოქროს წერაყინის მფლობელი, პირველი ადამიანი არაერთ მწვერვალზე, ჰიმალაის მწვერვალებზე ახალი მარშუტების ავტორი- მსოფლიო დონის მთამსვლელი მიიბარა სვანეთის შხედლდამ! მთასავით დიდებული და სუფთა ბიჭი იყო არჩილი, საიმედო და საამაყო! ვინ მოთვლის რამდენჯერ სიამაყით გავმართულვართ წელში არჩილის მიღწევების გამო! კიდე ბევრჯერ უნდა გვეამაყა და მოგვეყოლა რომ ლეგენდა გვყავდა, თანაც ცოცხალი!!! შხელდამ ჩაიხუტა გულში, ნაპრალმა ჩაჰკიდა ხელი,…

მეტი...

პროკურატურამ ატენში მომხდარზე გდდ-ის ინსპექტორსა და კიდევ ერთ პირს ბრალი დაუმძიმა

საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს, დაზარალებულის გარდაცვალების გამო ბრალდება დაუმძიმა. ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დ.რ-მ და ი.ბ.-მ ჯგუფურად, დაზარალებულს თავისა და სხეულის არეში ჯანმრთელობის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგად დაზარალებული 11 აგვისტოს გარდაიცვალა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების პირველ ეტაპზე ბრალდება დ.რ.-ს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), ხოლო ი.ბ.-ს დაუსწრებლად სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ…

მეტი...

სოფელ დიღომში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

სოფელ დიღომში 30 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გიორგი ქობულაშვილს დანით სასიკვდილო ჭრილობები თანასოფლელმა საკუთარ სახლთან მიაყენა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებას წინ შელაპარაკება უძღოდა. დამნაშავე გაქცეულია, მას პოლიცია ეძებს. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მეტი...

რიკოთის უღელტეხილზე ახალი, 1800 მ-იანი გვირაბი გაიხსნა

რიკოთის უღელტეხილზე ახალი, 1800 მ-იანი გვირაბი გაიხსნა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს და წერს, რომ გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა. ,,ძველ გვირაბში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. განახლდება გზის საფარი, გამოიცვლება სანათები, დამონტაჟდება საგზაო უსაფრთხოების აუცილებელი სისტემები ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს რიკოთის ახალი ჩქაროსნული გზის 36 კმ-ით, რომელიც მოიცავს 77 ხიდსა და 43 გვირაბს. რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, 52 კმ სიგრძის 4 ზოლიანი, ჩქაროსნული გზა 51 გვირაბი და 97 ხიდი შენდება. რიკოთის 51 გვირაბიდან 50 გვირაბი და 97 ხიდიდან 89 ხიდი უკვე აშენებულია. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს,…

მეტი...

,,არანაირი ზღვარი არ არსებობს, პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები” – კახა კალაძე

,,არანაირი სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს საქართველოში. არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ არიან ჩართული საარჩევნო კამპანიაში”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან. მისი თქმით, არსებობს მხოლოდ კონკრეტული ძალა, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესს ატარებს. „არანაირი სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი არ არსებობს საქართველოში. არანაირი ზღვარი არ არსებობს. პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები. პირდაპირ მოწოდებებს აკეთებდნენ, რომ ხელისუფლება უნდა გადადგეს და ა.შ. ხომ გვახსოვს ეს ყველაფერი?! რევოლუცია ჰქონდა არასამთავრობო სექტორს დაანონსებული. დღეს არ არსებობს ეს ზღვარი. არის კონკრეტული ძალა, რომელიც მოღალატეებითაა დაკომპლექტებული, იმიტომ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებენ, სამშობლო არ აინტერესებთ. რასაც…

მეტი...

,,ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის შევეწინააღმდეგები, ოპოზიციისგან განსხვავებით” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მისთვის ყველა სახის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში აწარმოონ. ამის შესახებ მან კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტის შეფასებისას განაცხადა. „როგორ შეიძლება ძალადობა წაახალისო ან რაიმე მისასალმებელი კომენტარი გააკეთო? კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის ქმედებები ისევე, როგორც ის სპეკულაციები, რომლის შესახებაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს, ეს იყო მმართველი გუნდის ორგანიზებული. დღეს ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თავისუფალ, მშვიდ გარემოში აწარმოოს საკუთარი საარჩევნო კამპანია. ასეთი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის შევეწინააღმდეგები…

მეტი...

ვინ იყო 25 წლის გოგო, რომელიც სენაკში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

სენაკში მომხდარ ავარიას 25 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. ოთხი ადამიანი დაშავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „ჯიპის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად, 25 წლის გოგო დაიღუპა. როგორც ირკვევა, დაღუპული 25 წლის რუსკა ინალიფაა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებული ოთხი ადამიანი, სხვადასხვა სახის დაზიანებებით, კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ცნობით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ორის კი, შედარებით, მსუბუქი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

,,ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია” – კახა კალაძე პრეზიდენტის მოხალისე დამკვირვებლის კამპანიაში ჩართვაზე

„კოლექტიური ნაცმოძრაობა“, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით, არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც თავიდანვე მარცხისთვის არის განწირული“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოხალისე დამკვირვებლის კამპანიაში ჩართვის შესახებ ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ქვეყნის მოსახლეობა ამ რადიკალურ დაჯგუფებას პასუხს საპარლამენტო არჩევნებზე გასცემს. „ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია. წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი ფაქტები ყოველთვის ხდება. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით, არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც თავიდანვე მარცხისთვის არის განწირული. საქართველოში რადიკალიზმი ვერასდროს გაიმარჯვებს. ვერ გაიმარჯვებენ ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან. ვერ გაიმარჯვებს ვერცერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც მომხრეა, რომ ქვეყანაში გაჩაღდეს ომი სხვა ქვეყნის…

მეტი...

მეხანძრე-მაშველებმა დაკარგული მთამსვლელის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს. შსს-ს ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეც-ტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

მეტი...

,,ბევრმა სამამულო ნოუ-ჰაუმ უკვე დაადასტურა თავისი ეფექტიანობა ბრძოლის ველზე” – პუტინი

,,შეიარაღების სფეროში ბევრმა რუსულმა ,,ნოუ-ჰაუმ”, რომელსაც ანალოგი არ აქვს, უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა ბრძოლის ველზე”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არმია-2024 ფორუმის მონაწილეებისადმი მისასალმებელ ვიდეომიმართვაში. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბევრმა სამამულო ნოუ-ჰაუმ და უანალოგო ინოვაციურმა გადაწყვეტილებამ უკვე დაადასტურა თავისი ეფექტიანობა ბრძოლის ველზე. ამასთან, მათი ძირითადი, საბაზისო მახასიათებლები მუდმივად იხვეწება და სრულყოფილი ხდება. კონსტრუქტორების, ინჟინრების, მეცნიერების, თავდაცვის ქარხნების მუშათა კოლექტივების მუშაობა აქტიურად გრძელდება სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს მიღებული საბრძოლო გამოცდილების გათვალისწინებით“, – განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო-სამრეწველო საქმიანობა აქტიური მხარდაჭერას იღებს მცირე ბიზნესის, საზოგადოებრივ-პატრიოტული ორგანიზაციების, მოხალისეთა მოძრაობისა…

მეტი...

ბათუმში ე.წ. ჭაჭის კოშკს დაანგრევენ

,,ბათუმელების” ცნობით, შპს ,,რივიერამ” ბათუმის მერიას ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ არსებული სკვერის კონცეფცია წარუდგინა. საკითხი სხდომაზე ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, გიორგი წანაწყენიშვილმა გაიტანა. მისი ინფორმაციით, ე.წ. ჭაჭის კოშკს დაანგრევენ. ,,ჭაჭის თაუერის” 2012 წელს აშენდა და მშენებლობაში ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან თავის დროზე 810 055 ლარი დაიხარჯა. საკრებულოს 2024 წლის 9 აგვისტოს დადგენილების მიხედვით, სკვერის კონცეფცია მოიცავს ე.წ. ,,ბურუნ-თაბიეს” ტერიტორიას, რომელიც ერთი მხრიდან ნავსადგომსა და გოგებაშვილის ქუჩას შორის არის მოქცეული, ხოლო მეორე მხრიდან – ბულვარსა და ე.წ. ,,ჭაჭის კოშკის” სკვერს შორის. დადგენილების მიხედვით, „დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმა ითვალისწინებს…

მეტი...

უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში 20-ზე მეტი კადიროველი დაატყვევეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების პროექტის, Хочу жить ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში დაახლოებით ოცზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს. „ისინი ცდილობდნენ გაქცევას, რათა არ დატყვევებულიყვნენ, რადგან რამზან კადიროვმა ერთხელ თქვა, რომ ახმატის მებრძოლები არ ნებდებიან“, – ნათქვამია ვიდეოს აღწერაში. ამ პოსტის გამოქვეყნებამდე რამდენომე წუთით ადრე, კადიროვი ამტკიცებდა, რომ ახმატის მებრძოლებმა, 810-ე ცალკეულ ბრიგადასთან ერთად, „უკრაინული ტექნიკის კოლონა და სამხედროები გაანადგურეს“. მას დატყვევებულების შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.  

მეტი...

,,უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა ნიკა მელიაზე” – მიხეილ სააკაშვილი

ნიკა მელიაზე მომხდარ თავდასხმას მესამე პრეზიდენტი ეხმაურება და შევარდნაძისა და აბაშიძის პერიოდის თავდასხმებს ადარებს: ,,რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო, პოსტვს თანხლებით, ნიკა მელიაზე. ზუსტად ამას აკეთებდნენ შევარდნაძე, მამალაძე და ასლან აბაშიძე 2003-ში. ივანიშვილი აპირებს ყველას გადაუჯოკროს. ჩვენ კი მეტად ორგანიზებული და ერთიანი უნდა ვიყო ვიდრე ოდესმე, არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც. ივანიშვილის გეგმაა სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაცია, არ უნდა გავაკეთებინოთ!”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.  

მეტი...

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა სასაზღვრო რაიონიდან ევაკუაციის დაწყება გამოაცხადა

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა, კრასნოიარუჟსკის სასაზღვრო რაიონიდან, რომელიც კურსკის ოლქთან მდებარეობს, მოსახლეობის ევაკუაციის დაწყება გამოაცხადა. მისი თქმით, საჭირო ტრანსპორტი უკვე გაგზავნილია და ადგილობრივებს „უსაფრთხო ადგილას გადაიყვანენ“. რუსი სამხედრო ბლოგერები გუშინ ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ კრასნოიარუჟსკის რაიონის სასაზღვრო სოფელ კოლოტილოვკაზე უკრაინულმა შენაერთებმა თავდასხმა განახორციელეს. პარალელურად, ვითარება ამ დრომდე დაძაბულია კურსკის ოლქშიც. ბელოვსკის რაიონის ხელმძღვანელი ნიკოლაი ვოლობუევი აცხადებს, რომ გრძელდება მოსახლეობის ნებაყოფლობითი ევაკუაცია.

მეტი...

ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და გივი მაჭარაშვილი სამშობლოში 13 აგვისტოს დაბრუნდებიან

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და ვერცხლის მედალოსანი გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიადიდან სამშობლოში 13 აგვისტოს, 03:10 წუთზე დაბრუნდებიან.  ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. „მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ 13 აგვისტოს, 03:10 წუთზე, პარიზის ოლიმპიადიდან სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია, მათ შორის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და ვერცხლის მედალოსანი გივი მაჭარაშვილი. შეგახსენებთ, რომ პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებზე საქართველომ შვიდი მედალი მოიპოვა: სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. აღსანიშნავია, რომ მედლების საერთო რაოდენობით ისტორიაში პირველად საქართველომ 24-ე ადგილი დაიკავა“…

მეტი...

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 16 აგვისტომდე

გარემოს ეროვნული სააგენტო 13-15 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 აგვისტოს დილიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და 16 აგვისტომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) ხვალ დილიდან გამოიდარებს და 16 აგვისტომდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 16 აგვისტომდე უმეტესად…

მეტი...

უკრაინელი მაღალჩინოსანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე 500 000 დოლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა და ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მასშტაბური კორუფციული ქსელი გამოააშკარავეს, რომელიც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მიერ იყო ორგანიზებული. „უკრაინსკაია პრავდის“ ცნობით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დააკავეს ალექსანდრ ხაილო, რომელმაც 500 000 დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო. გამოძიების მიხედვით, ამ თანხის სანაცვლოდ უკრაინელი მაღალჩინოსანი ლვოვისა და ვოლინის ოლქების სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელ პირებს დაჰპირდა, რომ ფრონტის ხაზზე, კერძოდ, დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქში არსებული მაღაროდან სამთო-მომპოვებელ აღჭურვილობას გადასცემდა.  

მეტი...