ვინ იყო 25 წლის გოგო, რომელიც სენაკში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

სენაკში მომხდარ ავარიას 25 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. ოთხი ადამიანი დაშავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „ჯიპის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შემთხვევის შედეგად, 25 წლის გოგო დაიღუპა. როგორც ირკვევა, დაღუპული 25 წლის რუსკა ინალიფაა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებული ოთხი ადამიანი, სხვადასხვა სახის დაზიანებებით, კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ცნობით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ორის კი, შედარებით, მსუბუქი.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები