,,ბევრმა სამამულო ნოუ-ჰაუმ უკვე დაადასტურა თავისი ეფექტიანობა ბრძოლის ველზე” – პუტინი

,,შეიარაღების სფეროში ბევრმა რუსულმა ,,ნოუ-ჰაუმ”, რომელსაც ანალოგი არ აქვს, უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა ბრძოლის ველზე”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არმია-2024 ფორუმის მონაწილეებისადმი მისასალმებელ ვიდეომიმართვაში.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბევრმა სამამულო ნოუ-ჰაუმ და უანალოგო ინოვაციურმა გადაწყვეტილებამ უკვე დაადასტურა თავისი ეფექტიანობა ბრძოლის ველზე. ამასთან, მათი ძირითადი, საბაზისო მახასიათებლები მუდმივად იხვეწება და სრულყოფილი ხდება. კონსტრუქტორების, ინჟინრების, მეცნიერების, თავდაცვის ქარხნების მუშათა კოლექტივების მუშაობა აქტიურად გრძელდება სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს მიღებული საბრძოლო გამოცდილების გათვალისწინებით“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო-სამრეწველო საქმიანობა აქტიური მხარდაჭერას იღებს მცირე ბიზნესის, საზოგადოებრივ-პატრიოტული ორგანიზაციების, მოხალისეთა მოძრაობისა და მოქალაქეებისგან.

მსგავსი თემები