რიკოთის უღელტეხილზე ახალი, 1800 მ-იანი გვირაბი გაიხსნა

რიკოთის უღელტეხილზე ახალი, 1800 მ-იანი გვირაბი გაიხსნა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს და წერს, რომ გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა.

,,ძველ გვირაბში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. განახლდება გზის საფარი, გამოიცვლება სანათები, დამონტაჟდება საგზაო უსაფრთხოების აუცილებელი სისტემები

ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს რიკოთის ახალი ჩქაროსნული გზის 36 კმ-ით, რომელიც მოიცავს 77 ხიდსა და 43 გვირაბს. რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, 52 კმ სიგრძის 4 ზოლიანი, ჩქაროსნული გზა 51 გვირაბი და 97 ხიდი შენდება. რიკოთის 51 გვირაბიდან 50 გვირაბი და 97 ხიდიდან 89 ხიდი უკვე აშენებულია. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის, განათების სისტემას”, – წერს გზების დეპარტამენტი.

მსგავსი თემები