უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში 20-ზე მეტი კადიროველი დაატყვევეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების პროექტის, Хочу жить ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში დაახლოებით ოცზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს.

„ისინი ცდილობდნენ გაქცევას, რათა არ დატყვევებულიყვნენ, რადგან რამზან კადიროვმა ერთხელ თქვა, რომ ახმატის მებრძოლები არ ნებდებიან“, – ნათქვამია ვიდეოს აღწერაში.

ამ პოსტის გამოქვეყნებამდე რამდენომე წუთით ადრე, კადიროვი ამტკიცებდა, რომ ახმატის მებრძოლებმა, 810-ე ცალკეულ ბრიგადასთან ერთად, „უკრაინული ტექნიკის კოლონა და სამხედროები გაანადგურეს“.

მას დატყვევებულების შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

 

მსგავსი თემები