“რუსეთთან შეთანხმების ხელმოწერა ეშმაკთან გარიგების ტოლფასია” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთთან შეთანხმების ხელმოწერა ეშმაკთან გარიგების ტოლფასი იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ასოშიეთიდ პრესი“ წერს. პოდოლიაკის განცხადებით, შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მხოლოდ დროს მისცემს, გააძლიეროს არმია და დაიწყოს ახალი, ამ ომში პოტენციურად უფრო ძალადობრივი თავი. „თუ გსურთ, ეშმაკთან გარიგების დადება, რომელიც შემდეგ ჯოჯოხეთში ჩაგითრევთ, მაშინ გააკეთეთ ეს. ასეთია რუსეთი“, – განაცხადა პოდოლიაკმა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივაზე კითხვის საპასუხოდ. მისი შეფასებით, რუსეთთან რამე შეთანხმებაზე ხელის მოწერა ნიშნავს ბილეთის გამოწერას ომის გაგრძელებაზე. „თუ დღეს რუსეთთან, რომელიც არ დამარცხდება ომში და არ იქნება სამართლებრივად პასუხისმგებელი მასობრივ დანაშაულებზე, რამეზე მოაწერთ ხელს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ…

მეტი...

რუმინეთში რუსული დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

რუმინეთში რუსული დრონის ფრაგმენტების აღმოჩენასთან დაკავშირებით ნატო აცხადებს, რომ ალიანსის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან მიზანმიმართული დარტყმის ნიშნებს ვერ ხედავს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. „მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს არ აქვს რამე ინფორმაცია, რომელიც მიანიშნებდა ალიანსის ტერიტორიის წინააღმდეგ რუსეთის მიზანმიმართულ დარტყმაზე, ეს ქმედებები არის უპასუხისმგებლო და პოტენციურად საშიში“, – ნათქვამია ნატო-ს პრესსპიკერის განცხადებაში. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინის საზღვართან, დუნაის სანაპიროსთან მდებარე სოფელ პლაურუსთან რუსული დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. რუმინული დასახლება პლაურუ უკრაინულ პორტ იზმაილთან მდებარეობს, რომელზეც რუსეთი დარტყმებს ზედიზედ ორი ღამის განმავლობაში ახორციელებდა. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, 25 ივლისის ღამით უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისთვის…

მეტი...

ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა.  აღნიშნულთან დაკავშირებით, 2024 წლის 24 ივლისით დათარიღებულ მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი. ამავე დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს პრემიერმა მოიწონა პრეზიდენტის განკარგულება ციხელაშვილის გათავისუფლების შესახებ. ინფორმაციისთვის, ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2020 წელს დაინიშნა.  2016-დან 2020 წლამდე ის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრს პოსტს იკავებდა.

მეტი...

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7087 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7087 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7160 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0073 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9406 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9469 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0063 ლარი შეადგინა.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ელისეის სასახლიდან ფოტოებს ავრცელებს  

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში იმყოფება. პრეზიდენტი საფრანგეთში ილიმპიადის გახსის ცერემონიალში მონაწილების მისაღებიდ გაემგზავრა. ფოტოებზე ჩანს ელისეის სასახლე, სადაც სალომე ზურაბიშლილი შვილთან ერთად იმყოფება და პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ხვდება. პრეზიდენტი ,,პარიზი – 2024″ ოლიმპიური თამაშებში მონაწილე ქვეყნების პატივსაცემად გამართულ გალა ვახშამსას ესწრება, რომელიც ლუვრში იმართება. საფრანგეთში იმყოფება პრემიერი ირაკლი კობახიძეც.  

მეტი...

ხანძარი კანადაში – ევაკუირებულია 25 000-მდე ტურისტი და ადგილობრივი

კანადაში, ძლიერმა ხანძარმა ისტორიული ქალაქის, ჯასპერის დიდი ნაწილი სრულად გაანადგურა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ქალაქის ოფიციალური პირების განცხადებით, ცეცხლი კვლავ უკონტროლოა და მეხანძრე-მაშველები რაც შეიძლება მეტი შენობის გადარჩენას ცდილობენ. მედიის ინფორმაციით, დასავლეთ კანადაში, ჯასპერის ნაციონალური პარკის მთავარი ქალაქის ცენტრალური ქუჩები სრულიად გადამწვარია. სახლებისგან და ქუჩაში გაჩერებული მანქანებისგან მხოლოდ ფერფლი დარჩა. ხანძრის შედეგად გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ, რეგიონიდან 20 000 ტურისტის და 5 000 ადგილობრივის ევაკუაცია მოახდინა. ჯასპერის ნაციონალური პარკი, ზაფხულის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ქალაქის შენობების 30-50 პროცენტი სრულად განადგურებულია. ზარალის მაჩვენებელი შესაძლოა გაიზარდოს.

მეტი...

“იმედი მაქვს, ამერიკა გაანადგურებს ირანს, წაშლის დედამიწიდან” – ტრამპი

“ირანელები პრეზიდენტ ტრამპს თუ მოკლავენ, რაც ყოველთვის შესაძლებელია, იმედი მაქვს, რომ ამერიკა გაანადგურებს ირანს, წაშლის მას დედამიწის პირიდან”, – აღნიშნულთან დაკავშირებით,  აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. „თუ ეს არ მოხდება, ამერიკელი ლიდერები ჩაითვლებიან „უგუნურ“ მშიშრებად!” – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა სოციალურ ქსელში გააზიარა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ის კონგრესში გაკეთებული განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ირანელები პრეზიდენტ ტრამპის მოკვლით დაემუქრნენ.

მეტი...

“მსოფლიომ დაინახა, როგორ დაუკრეს ტაში გენოციდურ მკვლელს აშშ-ის კონგრესში” – ერდოღანი

„ამჟამინდელი გლობალური სისტემა, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულთა ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო და დიპლომატიური ინტერესების დასაცავად, ახლა უკვე თავის კურსს იცვლის”, – აღნიშნულთან დაკავშირებით,  თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა  განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ვინც დახოცა დაახლოებით 40 000 ბავშვი, ქალი და მოხუცი, წარმომადგენელთა პალატა ტაშით შეხვდა. „ამჟამინდელი გლობალური სისტემა, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულთა ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო და დიპლომატიური ინტერესების დასაცავად, ახლა უკვე თავის კურსს იცვლის”-განაცხადა  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მისი შეფასებით, სისტემამ დაკარგა პრობლემების გადაჭრის უნარი. “მხოლოდ ახლო წარსულში განვითარებული კრიზისების გადახედვა საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ სისტემა დიდი ხანია,…

მეტი...

ეროვნული გამოცდები დასრულდა

2024 წლის გამოცდების ძირითადი სესიები დღეს, 26 ივლისს დასრულდა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველადი შედეგების მიხედვით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა აბიტურიენტთა დაახლოებით 93%, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე აპლიკანტთა 71%. საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობა მიიღო 79%-მა, მასწავლებელთა გამოცდაზე კი – 84%-მა. იყო გამოცდიდან მოხსნის ერთეული შემთხვევაც დამხმარე მასალის სარგებლობის მცდელობის გამო. „წლევანდელმა გამოცდებმა, ვფიქრობ, წარმატებით ჩაიარა, რაც ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის ორგანიზებაში ჩართული თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა. ნაშრომების გასწორება უკვე დაწყებულია. შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს დასაწყისიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგებით დაიწყება. რაც შეეხება სხვა საგნებს, შედეგები…

მეტი...

„ბაიდენის ადმინისტრაციის სისუსტის გამო, უკრაინას მილიონობით ლტოლვილი ჰყავს“- პომპეო

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განმარტა, თუ როგორი შეიძლება უკრაინასთან დაკავშირებული დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმა“ იმ შემთხვევაში  თუ რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნებში გაიმარჯვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, The Wall Street Journal-ი წერს. აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის განცხადებით, არ არსებობს „არავითარი მტკიცებულება“, რომ რესპუბლიკელი, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებს. „ბაიდენის ადმინისტრაციის სისუსტის გამო, უკრაინას დანგრეული ქალაქები, ასობით ათასი მოკლული, მილიონობით ლტოლვილი ჰყავს, ის გამარჯვებისთვის აუცილებელი საშუალებების გარეშეა დარჩენილი“, – განაცხადა პომპეომ. მისივე განცხადებით, უკრაინის „წარმატების გეგმა“ ტრამპის მომავალი ადმინისტრაციისგან შეიძლება შეიცავდეს შემდეგ პუნქტებს: აშშ-ის ენერგეტიკული პოტენციალის გახსნა, კავშირების აღდგენა და საუდის არაბეთთან,…

მეტი...

“ეს ორი მოთამაშე სიმბოლოა” – ლორენცო და კვარაცხელია „ნაპოლში“ რჩებიან

„ნაპოლის“ პირველი ვარჯიში კასტელ დი სანგროში გაიმართა. სატრანსფერო ჭორების მიუხედავად ჯოვანი დი ლორენცო და ხვიჩა კვარაცხელია გუნდში რჩებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „არეა ნაპოლი“ ავრცელებს. „დღეს „ნაპოლიმ“კასტელ დი სანგროს ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართა. გუნდის მწვრთნელის, ანტონიო კონტეს განკარგულებაში ყველა ის მოთამაშე იმყოფებოდა, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს. ყურადღების ცენტრში იყვნენ ჯოვანი დი ლორენცო და ხვიჩა კვარაცხელია, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში სატრანსფერო ჭორების ცენტრში იყვნენ. თუმცა კლუბი ყოველთვის კატეგორიულად წინააღმდეგი იყო მათი შესაძლო გასხვისების. კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ამას არც განიხილავდა. ის ანტონიო კონტეს უკვე დაჰპირდა, რომ ორივე ფეხბურთელი ახალი პროექტის მონაწილე იქნება. დი ლორენცოც და კვარაცხელიაც გუნდს ცუდი…

მეტი...

ბულგარეთში პიროტექნიკის ქარხანა აფეთქდა-არის მსხვერპლი

ბულგარეთში, პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთმა ადამიანმა კი სერიოზული დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებასა და მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევა დედაქალაქ სოფიის  მახლობლად გუშინ საღამოს მოხდა. აფეთქებები პიროტექნიკის ქარხანაში ხანძარმა გამოიწვია.

მეტი...

რუსეთში ნავთობის და გაზის საბადოს აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში, ნავთობისა და გაზის ერთ-ერთ საბადოზე აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი და დაშავებულია შვიდი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ დაღუპული და დაშავებულები კონტრაქტორი ორგანიზაციის თანამშრომლები არიან, დაშავდა ასევე საწარმოს ორი თანამშრომელი. საგამოძიებო კომიტეტი საქმეს იძიებს სამრეწველო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით.

მეტი...

ბარაკ ობამამ კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი

“ბიბისის“ ინფორმაციით, აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი. ბარაკ და მიშელ ობამებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ჰარისს აქვს „ხედვა, ხასიათი და ძალა, რასაც ამჟამინდელი კრიტიკული მომენტი მოითხოვს“. „კვირის დასაწყისში მე და მიშელმა დავურეკეთ ჩვენს მეგობარს, კამალა ჰარისს. ვუთხარით, რომ ვფიქრობთ, ის გახდება შეერთებული შტატების ფანტასტიკური პრეზიდენტი, რომ აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ნოემბერში მან გაიმარჯვოს. ვიმედოვნებთ, რომ შემოგვიერთდებით“- დაწერა ბარაკ ობამა სოციალურ ქსელში.​

მეტი...

„საფრანგეთის რკინიგზაზე განხორციელებული საბოტაჟის უკან ირანი დგას“- ისრაელ კაცი

„საფრანგეთის რკინიგზაზე განხორციელებული საბოტაჟის უკან ირანი დგას“ – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ისრაელ კაცი აცხადებს, მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ საფრანგეთი უკვე გააფრთხილეს. „ისრაელის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ კვირაში მე უკვე გავაფრთხილე ჩემი კოლეგა სტეფან სეჟურნე, რომ ირანელები გეგმავენ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის დელეგაციისა და ღონისძიებაში მონაწილეებზე. მათი შეთქმულების ჩაშლის მიზნით, აუცილებელია გაძლიერებული ზომების მიღება. თავისუფალმა სამყარომ უნდა შეაჩეროს ირანი ახლა, ვიდრე გვიანი არ არის“ – წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

მეტი...

“რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემა უპასუხოდ არ დარჩება”- პესკოვი

“რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს ევროკავშირის მიერ რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას.  ამის შესახებ კრემლის პერესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე შეფასებით, ევროკავშირის ეს ნაბიჯი „უკანონოა“. „ევროკავშირის ასეთი ნაბიჯები უპასუხოდ არ დარჩება. ეს არ არის საბაბი სწრაფი რეაქციისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის საბაბი საპასუხო გააზრებული ქმედებებისთვის. საპასუხო ქმედებები აუცილებლად იქნება, მაგრამ სრულად უნდა იყოს გააზრებული და შეესაბამებოდეს ჩვენს ინტერესებს“ – განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ 1,5 მილიარდ ევროს გადასცემს.

მეტი...

რუსეთში სერგეი შოიგუს მოადგილე დააკავეს

რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სერგეი შოიგუს ყოფილი მოადგილე დიმიტრი ბულგაკოვი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა, რომ ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მისი თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები, რომ დადგინდეს მიზეზები და პირობები, რომლებმაც „ხელი შეუწყო ბულგაკოვის უკანონო საქმიანობას“. შოიგუს მოადგილედ ბულგაკოვი 2010 წელს დაინიშნა.  

მეტი...

ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი გზაზე ხიდი ჩავარდა

ნორიო-ლილოს დამაკავშირებელ ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდი ჩავარდა. შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა. „ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდის დაზიანების გამო საავტომობილო გადაადგილება დროებით შეზღუდულია. საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება თბილისის შემოვლითი გზის მეშვეობით. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”- ნათქვამია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მეტი...

ბრინჯის ტომრებში დამალული ოთხი ტონა კოკაინი აღმოაჩინეს

ესპანეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ ბრინჯის ტომრებში დამალული ოთხი ტონა კოკაინი აღმოაჩინეს. ნარკოტიკი ევროპაში პარაგვაიდან იგზავნებოდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, კონტრაბანდით დატვირთული კონტეინერები ბარსელონის პორტში მიმდინარე წლის დასაწყისში ჩავიდა, თუმცა კოკაინის პარტია ივლისში, კონტეინერების ტრანსპორტირების დროს ტოლედოში აღმოაჩინეს. ესპანეთის პოლიციის პრესსამსახურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ესპანეთში რვა პირია დაკავებულია, ორი კი – პარაგვაიში.  

მეტი...

სასამართლომ პატიმრობაში დატოვა „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ კიდევ ერთი მოწინააღმდეგე

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მოწინააღმდეგე19 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატმა მოსამართლეს 3000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკამყოფილა. სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ აქციაზე ბიჭმა ქვა ესროლა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელს, რის შედეგადაც მან დაზიანება მიიღო. “ბრალდების მხარის პოზიცია არის, რომ აღნიშნულ ადამიანს რომ ხელი დაულურჯდა, თურმე 7 წლამდე პატიმრობა ეკუთვნის აღნიშნულ ადამიანს, არა არსებობს ამ საქმეში მტკიცებულებები” – აღნიშნა  ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.

მეტი...

ბათუმში კაცი დაჭრეს

ბათუმში კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ორივე მამაკაცი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, ჩხუბის დროს კი ერთ-ერთმა სახლიდან საფანტის თოფი გამოიტანა და მეზობელს ესროლა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია და სავარაუდოდ, საავადმყოფოდან დღეს გაწერენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მეტი...

“მივმართავ ახალგაზრდებს, უნდა გადაყლაპოთ, რომ ამ ნაბიჭვრებმა გამოგიყენეს?!“- ირაკლი ზარქუა

“მივმართავ ახალგაზრდებს, ვინც რუსი ტურისტების ავტობუსს კვერცხებს ესროდით და გულახდილად გჯეროდათ იმის, რაც რადიკალებმა გითხრეს – ქართული ხომ იცით? მეხსიერება ხომ გაქვთ? მათ ახლა პოზიცია შეცვალეს და ეს უნდა გაატაროთ?! უნდა გადაყლაპოთ, რომ ამ ნაბიჭვრებმა გამოგიყენეს?! მათი პირადი ინტერესებისთვის როგორ აგაბურთავეს და ახლა რა – ჩუმად ხართ?! ბიჭებო, ეს სწორი არ არის! – ხვალ, ზეგ ამათი როგორ უნდა დაიჯეროთ?! – ეს მიმართვა პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა. ზარქუას მტკიცებით, ოპოზიციამ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე საკუთარი რიტორიკა შეცვალა, “რადგან მათ ამის გამო ხალხისგან სახეში ალიყური მოხვდათ”. “ამ რადიკალებს სირცხვილის ნატამალიც არ…

მეტი...

ევროკავშირმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული 1,5 მილიარდი ევრო გადასცა

ვროკავშირმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის პირველი ტრანში 1.5 მილიარდი ევრო გადასცა. ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს. „კრემლის ფულისთვის უკეთესი სიმბოლო და უკეთესი გამოყენება არ არსებობს, ვიდრე უკრაინა და მთელი ევროპა საცხოვრებლად უფრო უსაფრთხო ადგილად აქციოს“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას და თანხა უკრაინის თავდაცვისთვის და აღდგენისთვის არის განკუთვნილი.    

მეტი...

ევაკუაციის შემდეგ საფრენგეთში, ბაზელ-მიულუზის აეროპორტში მუშაობა განახლდა

ევაკუაციის შემდეგ, საფრანგეთში, ბაზელ-მიულუზის აეროპორტმა მუშაობა განაახლა.  აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას აეროპორტი ავრცელებს. საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე მდებარე ბაზელ-მიულუზის აეროპორტში ევაკუაცია ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, თუმცა აეროპორტის განცხადებით, ფრენები უკვე განახლდა. როგორც აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მგზავრების ევაკუაცია უსაფრთხოების მიზნით გახდა საჭირო.      

მეტი...

“კეზერაშვილს აქვს მიღებული გარანტიები, უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ”- პრემიერი

„კეზერაშვილს აქვს მიღებული გარანტიები, იმის სანაცვლოდ, რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის შემაშფოთებელი მოვლენა“-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ  ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ “გლობალური ომის” პარტია აძლევს თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას ევროპაში კეზერაშვილს, ამის სანაცვლოდ მას ევალება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება. „კეზერაშვილის მეშვეობით დიდი ხანია ფინანსდება პოლიტიკური პროცესების ოპოზიციური ნაწილი საქართველოში, მათ შორის, საარჩევნო პროცესები. ეს არ არის ახალი მოვლენა. მას აქვს მიღებული გარანტიები, იმის სანაცვლოდ, რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის ასევე საკმაოდ შემაშფოთებელი მოვლენა, თუმცა მასაც არ…

მეტი...

“გვაქვს მოლოდინი, ოლიმპიადაზე ქართული დროშა ძალიან ბევრჯერ იქნება პედესტალზე”- წულუკიანი

„პარიზის ოლიმპიადაზე გვაქვს მოლოდინი ძალიან ბევრი ოქროს და ყველა სინჯის მედლის, ასევე  მოლოდინი გვაქვს, რომ ქართული დროშა ძალიან ბევრჯერ იქნება პედესტალზე და ქართული ჰიმნი რაც შეიძლება ხშირად შესრულდება“ – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოს ყველაზე დიდი შედეგი ჰქონდა ტოკიოს ოლიმპიადაზე, თუმცა ახლა არის მოლოდინი, რომ ოლიმპიელები პარიზის ოლიმპიადაზე უკეთეს შედეგებს დადებენ. „დღემდე ჩვენ ყველაზე დიდი შედეგები ისტორიულად გვქონდა ოლიმპიადაზე ტოკიოში, მაგრამ ჩვენი მოლოდინი არის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ჩვენი ოლიმპიელები კიდევ უკეთეს შედეგებს დადებენ, ვიდრე ეს იყო ტოკიოში. მოლოდინი გვაქვს ძალიან ბევრი…

მეტი...

“საფუძველი გვაქვს,რაც შეიძლება მეტი მედალი მოვიგოთ და მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე”- კობახიძე

“ყველანაირი სასტარტო საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მედალი მოვიგოთ და მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე” –  ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ  ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა. მთავრობის მეთაურმა ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვა. „დღეს გაიხსნება ოლიმპიადა, 26 რიცხვში. 26 კარგად გვაქვს დაცდილი, აქედან გამომდინარე, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ოლიმპიადა იქნება სარეკორდო ჩვენთვის, მოპოვებული მედლების თვალსაზრისით. გვყავს არაჩვეულებრივი გუნდი, რომ გადახედოთ შემადგენლობას, საუკეთესო შემადგენლობაა ჩვენიო სპორტსმენების, რომლებიც ჩამოვიდნენ პარიზში ოლიმპიადაზე. აქედან გამომდინარე, ყველანაირი სასტარტო საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მედალი მოვიგოთ, რაც შეიძლება მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე. ყველა ჩვენს სპორტსმენს ვუსურვებ გამარჯვებას“- განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

“ოპოზიციამ გადაწყვიტა,წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული“- ირაკლი კობახიძე

„ოპოზიციამ გადაწყვიტა, წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული“, ხალხს არაფერი ავიწყდება, მატყუარა პოლიტიკოსებს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ პრორუსები გახდნენ. „ოპოზიციამ გადაწყვიტა, წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული“. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ პრორუსულ ხელისუფლებად გვაცხადებდნენ იმის გამო, რომ არ დავაწესეთ სანქციები, ვიღებდით რუს ტურისტებს საქართველოში და ა.შ. ახლა რის გამოც გვაცხადებდნენ ჩვენ პრორუსულ ხელისუფლებად, იმას საუბრობენ თავად. საუბრობენ, რომ უნდა ვიყოთ ხელგაშლილი რუსი ტურისტების მიმართ, არ უნდა დავაწესეთ სანქციები რუსეთის მიმართ და ა.შ. დღეს ალბათ ყველამ მოისმინა პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი…

მეტი...

„ლევილის მამულში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წლის ბოლომდე დასრულდება“- პრემიერი

„ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა, ლევილში 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მომავალი თაობებისთვის მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება ის სამუშაოები, რომელიც ახლა ლევილში მიმდინარეობს. „ჩამოვედით ლევილის მამულში, სადაც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა. რა თქმა უნდა, მამულის რეაბილიტაცია არის ძალიან მნიშვნელოვანია. 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ უნდა შევუნახოთ მომავალ თაობებს ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა და ამას ემსახურება სამუშაოები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს“ – განაცხადა…

მეტი...

„წვიმა, ელჭექი და სეტყვა“- მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახელობას აფრთხილებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. მათივე ცნობით, 28 ივლისს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო.  

მეტი...

ორი კვირის წინ გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მტკვარში იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტში ორი კვირის წინ დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი მაშველებმა მდინარე მტკვარში იპოვეს. 33 წლის გიორგი ჯანეზაშვილი სოფელ ქვახვრელის მიმდებარედ, მდინარესთან 13 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარებიდან თითქმის ორი კვირის განმავლობაში, ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობდა. მაშველებმა ცხედარი კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ მეტეხის სიახლოვეს, მდინარეში იპოვეს.    

მეტი...

თელავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს  ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ორ პირს ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 24 ივლისს ბრალდებული თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებულ ორ ცეცხლსასროლ იარაღს. მას ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ…

მეტი...

„დათვი შეგვხვდა“- სვანეთში დაკარგული ახალგაზრდების პირევლი კომენტარი

გოგიტა ფარჯიანმა  და გიორგი გვიჩიანმა სამშვიდობოს გასვლა საკუთარი ძალებით მოახერხეს. ისინი ახლა ლენტეხში არიან. ოჯახებთან შეხვედრის შემდეგ ჩვენებას სამართალდამცავებს მისცემენ. როგორც თავად ყვებიან, ორდღიანი მარშრუტის ნაცვლად ხუთი დღე იარეს. “უბრალოდ გეგმები შეგვეცვალა და ორდღიანი მარშრუტის  ნაცვლად ვიარეთ 5 დღე. დათვი შეგვხდა, მაგრამ გვერდი ავუარეთ. ქედზე უფრო მარტივად. უბრალოდ ახლა უკვე მჭირდება ახლობლებთან დარეკვა, რომ ვუთხრა, რომ ყველაფერი რიგზეა” – ამბობს გიორგი გვიჩიანი.   „ვიპოვეთ ორივე ცოცხალია“- სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს

მეტი...

„ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიის 25% დარჩება რუსეთის კონტროლის ქვეშ“- ელჩი

თურქეთში უკრაინის ელჩმა, ვასილ ბოდნარმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიის 25% რუსეთის კონტროლის ქვეშ დარჩება. ამის შესახებ მან „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცახდა. „ბევრმა ქვეყანამ შემოგვთავაზა ცეცხლის შეწყვეტის იდეა, მაგრამ არავინ ფიქრობს, თუ რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიის 25% დარჩება რუსეთის კონტროლის ქვეშ. ეს ასევე ნიშნავს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმების განახლებისთვის თავის შესაძლებლობებს გააძლიერებს“- განაცხადა ბოდნარმა. ელჩი ამბობს, რომ რუსული ოკუპაციის პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც უკრაინაში ორ წელზე მეტია გრძელდება, მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვით საერთაშორისო სამართლის მიხედვით არის შესაძლებელი.  

მეტი...

მიმდინარე წელს საქართველოდან 14,2 ტონა ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა

მიმდინარე წლის მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 14,2 ტონა ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს ოთხი პროცენტით (13,7 ტონა) აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ცხრა პროცენტით გაზრდილია ექსპორტით მიღებული შემოსავალიც, რომელმაც 16,2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. „აღსანიშნავია, რომ შარშან, ანალოგიურ პერიოდში, ატმით და ვაშლატამათი მიღებული შემოსავალი 14,8 მილიონი აშშ დოლარი იყო. ასევე, ხუთი პროცენტით გაზრდილია ატმის ღირებულებაც რომელმაც, ბოლო მონაცემებით, კილოგრამზე 1.14 აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წელიწადში, ატმის და ვაშლატამას ექსპორტმა 170 ათას ტონას გადააჭარბა;…

მეტი...

 „მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, „მთავარი არხის“ ჟურნალისტის და ოპერატორის მიმართ განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე დაკავებული იქნა 2 ადამიანი. “ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 25 ივლისს, დილის საათებში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ვლადიმერ მენაბდე და ოპერატორი მანუჩარ მჟავანაძე   ლანჩხუთის მუნიციპალიტეტ სოფელ სუფსაში, ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდნენ, რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა ვ.ი-მ,  მათ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამავე დროს ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვ.ი-ს ძმამ ა.ი-მ, რომელმაც რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც ვლადიმერ მენაბდემ განიცადა ფიზიკური ტკივილი…

მეტი...