„საფრანგეთის რკინიგზაზე განხორციელებული საბოტაჟის უკან ირანი დგას“- ისრაელ კაცი

„საფრანგეთის რკინიგზაზე განხორციელებული საბოტაჟის უკან ირანი დგას“ – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ისრაელ კაცი აცხადებს, მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ საფრანგეთი უკვე გააფრთხილეს.

„ისრაელის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ კვირაში მე უკვე გავაფრთხილე ჩემი კოლეგა სტეფან სეჟურნე, რომ ირანელები გეგმავენ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის დელეგაციისა და ღონისძიებაში მონაწილეებზე. მათი შეთქმულების ჩაშლის მიზნით, აუცილებელია გაძლიერებული ზომების მიღება. თავისუფალმა სამყარომ უნდა შეაჩეროს ირანი ახლა, ვიდრე გვიანი არ არის“ – წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები