ბათუმში კაცი დაჭრეს

ბათუმში კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ორივე მამაკაცი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, ჩხუბის დროს კი ერთ-ერთმა სახლიდან საფანტის თოფი გამოიტანა და მეზობელს ესროლა.

დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია და სავარაუდოდ, საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი თემები