“მივმართავ ახალგაზრდებს, უნდა გადაყლაპოთ, რომ ამ ნაბიჭვრებმა გამოგიყენეს?!“- ირაკლი ზარქუა

“მივმართავ ახალგაზრდებს, ვინც რუსი ტურისტების ავტობუსს კვერცხებს ესროდით და გულახდილად გჯეროდათ იმის, რაც რადიკალებმა გითხრეს – ქართული ხომ იცით? მეხსიერება ხომ გაქვთ? მათ ახლა პოზიცია შეცვალეს და ეს უნდა გაატაროთ?! უნდა გადაყლაპოთ, რომ ამ ნაბიჭვრებმა გამოგიყენეს?! მათი პირადი ინტერესებისთვის როგორ აგაბურთავეს და ახლა რა – ჩუმად ხართ?! ბიჭებო, ეს სწორი არ არის! – ხვალ, ზეგ ამათი როგორ უნდა დაიჯეროთ?! – ეს მიმართვა პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას მტკიცებით, ოპოზიციამ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე საკუთარი რიტორიკა შეცვალა, “რადგან მათ ამის გამო ხალხისგან სახეში ალიყური მოხვდათ”.

“ამ რადიკალებს სირცხვილის ნატამალიც არ შერჩათ. ჩვენ ოპოზიციის ამაზრზენ მოქმედებებს, რაც მათ ახასიათებთ, კარგად ვხედავთ – ჯერ მიტინგებს გვიწყობდნენ, რუსეთს სანქციები დაუწესეთ და ფრენები გააუქმეთო, მაგრამ დღეს როგორი შეცვლილი რიტორიკა აქვთ?! რა დონეზე უნდა დაეცე, რომ რიტორიკა ასე შეცვალო – ლაკა, მაინტერესებს, აეროპორტში ახალგაზრდები რომ მიიყვანე და არბენინებდი: ფრენები უნდა შეწყდესო, ახლა როგორ არის?! გვარამიამ თქვა, ჩვენ რუს ტურისტებზე პრობლემა არ გვქონიაო – შეიცვალეთ პოზიცია?! სამარცხვინოები ხართ!

მინდა ახალგაზრდებს მივმართო, ვინც იქ იდექით, ტურისტების ავტობუსს კვერცხებს ესროდით და მართლა გულახდილად გჯეროდათ, რაც გითხრეს – სადა ხართ ბიჭებო? ვინც იმ სიცხეში მიგიყვანათ, კვერცხები გასროლინათ და შემდეგ ჯარიმებიც გადაიხადეთ, ამ ორგანიზატორებმა ახლა პოზიცია შეცვალეს და ამბობენ, ჩვენ რუსი ტურისტების წინააღმდეგი როდის ვიყავითო – რუსული ფულიც კარგია და დახარჯონო, ფრენებიც კარგია და ჩვენი ექსპორტიც უნდა გავიდესო…მათ ახლა პოზიცია შეცვალეს და ეს უნდა გაატაროთ?!“- ამბობს ზარქუა.

 

მსგავსი თემები