„ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიის 25% დარჩება რუსეთის კონტროლის ქვეშ“- ელჩი

თურქეთში უკრაინის ელჩმა, ვასილ ბოდნარმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიის 25% რუსეთის კონტროლის ქვეშ დარჩება. ამის შესახებ მან „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცახდა.

„ბევრმა ქვეყანამ შემოგვთავაზა ცეცხლის შეწყვეტის იდეა, მაგრამ არავინ ფიქრობს, თუ რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიის 25% დარჩება რუსეთის კონტროლის ქვეშ. ეს ასევე ნიშნავს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმების განახლებისთვის თავის შესაძლებლობებს გააძლიერებს“- განაცხადა ბოდნარმა.

ელჩი ამბობს, რომ რუსული ოკუპაციის პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც უკრაინაში ორ წელზე მეტია გრძელდება, მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვით საერთაშორისო სამართლის მიხედვით არის შესაძლებელი.

 

მსგავსი თემები