რუსეთში სერგეი შოიგუს მოადგილე დააკავეს

რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სერგეი შოიგუს ყოფილი მოადგილე დიმიტრი ბულგაკოვი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა, რომ ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მისი თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები, რომ დადგინდეს მიზეზები და პირობები, რომლებმაც „ხელი შეუწყო ბულგაკოვის უკანონო საქმიანობას“.

შოიგუს მოადგილედ ბულგაკოვი 2010 წელს დაინიშნა.

 

მსგავსი თემები