,,ვაფასებ საქართველოს ევროპულ არჩევანს და იმ პროგრესს, რომელსაც მათ მიაღწიეს” – ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი

ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრმა, იანოშ ბოკამ დამსახურებაზე დაფუძნებული გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და შეაქო საქართველო ევროინტეგრაციის გზისადმი ერთგულებისა და პროგრესისთვის. „ჩვენ შევინარჩუნებთ თანმიმდევრულ და დამსახურებაზე დაფუძნებულ გაფართოების პოლიტიკას გაწევრიანების გზაზე მყოფი ყველა ქვეყნის მიმართ. გაფართოება ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოლიტიკაა. ამ ხელსაყრელი ტენდენციის შესანარჩუნებლად აუცილებელია დამსახურებაზე დაფუძნებული, დაბალანსებული და სანდო გაფართოების პოლიტიკის შენარჩუნება“, – აღნიშნა ბოკამ. მან ასევე განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოს ერთგულებას ევროპული გზისადმი და იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყანამ გადადგა. „მე ასევე ვაფასებ საქართველოს ევროპულ არჩევანს და იმ პროგრესს, რომელსაც მათ მიაღწიეს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი დიალოგის…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიებას ჩვენება ალი ხანგოშვილმა და გიორგი კუშტანაშვილმა მისცეს

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით, კიდევ რამდენიმე ადამიანი გამოიკითხება. ალი ხანგოშვილმა და გიორგი კუშტანაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა, უკომენტაროდ დატოვეს. გამოძიების დეტალებზე და გამომძიებლების მხრიდან დასმულ კითხვებზე, არც ადვოკატმა ისაუბრა. სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით 3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, უბრალოდ, უხერხულია, როდესაც ვსაუბრობთ იმ თანხებზე და იმ ქვეყნების დახმარებაზე, რომლებიც დაასახელეთ” – კახა კალაძე

„ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით 3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. უხერხულია, როდესაც ვსაუბრობთ იმ თანხებზე და ქვეყნებზე, რომელიც დაასახელეთ“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას დასავლელი პარტნიორების მხრიდან გრანტების შეჩერებაზე. მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნებს მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს და უხერხულია იმ თანხების შეხსენება, რომლის მოცულობას ბევრად აღემატება ერთი ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული ხარჯები. „მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა უფრო მეტი ღირს, ვიდრე, ვთქვათ, 12 წლის განმავლობაში 30 მილიონი. ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით 3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. უბრალოდ, უხერხულია, როდესაც ვსაუბრობთ იმ თანხებზე და იმ ქვეყნებზე,…

მეტი...

,,დემოკრატიის ინდექსით საქართველოს დაწინაურება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სწორი და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია” – კალაძე

„შედეგები და ეს სტატისტიკები საუბრობს ყველაფერზე, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით, აბსოლუტური წინსვლა გვაქვს ყველაფერში“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ ახალ კვლევაზე ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც საქართველო დემოკრატიის ინდექსით მნიშვნელოვნად არის დაწინაურებული. „ხელშესახები შედეგები გვაქვს მიღებული და ეს გამოწვეულია იმ სწორი პოლიტიკით, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებს, იმ პრაგმატული პოლიტიკით რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს, რისთვისაც კრიტიკის ქარცეცხლში გაახვიეს რადიკალებმა თავიანთი, თითქოს, არასამთავრობოებით, რომლებსაც ეხმარებოდნენ ჩვენი, ვითომ, დასავლელი მეგობრები. ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი? დღეს უკვე შეცვლილი რიტორიკა აქვთ და ზუსტად ამ პოლიტიკის…

მეტი...

,,არა მგონია ევროპული ორიენტაცია მე და ჩემს მოსამართლეებს თქვენზე ნაკლები გვქონდეს” – მერაბ ტურავა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას თქმით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული სამივე სარჩელი გაერთიანდება და მათ განხილვას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება. ,,პრეზიდენტის და არასამთავრობოების უკვე გაერთიანებულ სარჩელს შეუერთდება დეპუტატების სარჩელიც. დაჩქარებულად ვერ განიხილება, ერთი თვე დასჭირდება ალბათ. ჩვენ სარჩელი არა მხოლოდ უნდა წავიკითხოთ, არამედ შედარებითი სამართლებრივი კვლევა უნდა ჩავატაროთ, რასაც მინიმუმ რამდენიმე კვირა, ერთი თვე მაინც დასჭირდება. ვადებს განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ეს სარჩელები არ განიხილება კოლეგიაში. ორი სარჩელი განხილვის პროცესშია, ვადა არ გადაიწევა. გადაწყვეტილება მიღებული იქნება და მოსამართლეები შეიკრიბებიან ისე, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს. როდის შეიკრიბებიან…

მეტი...

,,არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გაფუჭდეს” – კახა კალაძე

„არანირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები გაფუჭდეს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ის კანონები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, არც ანტიდასავლურია და არც საქართველოს ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება. „ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გადაედგას ანტიდასავლური, ანტოევროპული ან ანტიდემოკრატიული ნაბიჯი. რუსული კანონი არ არსებობს, ეს არის ტყუილი. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაზე, რაც ძალიან კარგად იცით. ე.წ. რუსული კანონი, რასაც თქვენ ეძახით, არის თავსმოხვეული და საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს რუსულთან. ეს არის ქართული…

მეტი...

,,ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველანი არჩევნებზე მისვლისთვის, ხმებისთვის ბრძოლისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. მოქალაქეებს მიმართა მიხეილ სააკაშვილმა და თქვა, რომ ხელისუფლებას არჩევნები წაგებული აქვს და ხალხი უნდა მოემზადოს ხმების დაცვისთვის. ,,მათ უნდათ, ისე როგორც ვენესუელაში მოხდა გუშინ, შეიყვანონ მთელი ხალხი ბუტკაში, ოღონდ მინდა ვუთხრა ივანიშვილს, რომ მის ბუტკაში ქართველი ხალხი აღარ ეტევა, ძალიან ბევრია უკვე უკმაყოფილო და აზრზე მოსული. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველანი არჩევნებზე მისვლისთვის, არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ხმებისთვის ბრძოლისთვის”, – თქვა მიხელ სააკაშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებულ შედეგებს გამოაცხადებს. მან ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა და თქვა, რომ არც ერთ სხვა შედეგს არ მიიღებენ და…

მეტი...

,,თარგამაძემ რაღაც მოხაზა კეზერაშვილთან ერთად, მაგაზე მაკეთებინებთ კომენტარს?” – კახა კალაძე

„მოგებული გქონიათ არჩევნები და ეგ არი. რატომ სვამთ შეკითხვებს და რატომ ნერვიულობთ? მაგ სიმართლით იაროს ოპოზიციამ და ყველა რადიკალმა“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას „ედისონ რისერჩის“ უახლეს კვლევებთან დაკავშირებით. კახა კალაძე ეჭვს გამოთქვამს „ედისონ რისერჩის“ კვლევის იმ ნაწილთან დაკავშირებითაც, რომელშიც ასახალია გამოკითხულთა დამოკიდებულება სოციალური საკითხების მიმართ. მისი თქმით, 2012 წლიდან ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, თუმცა სიღარიბე რჩება, როგორც გამოწვევა. „თარგამაძემ რაღაც მოხაზა კეზერაშვილთან ერთად, მაგაზე მაკეთებინებთ კომენტარს? არ მჭირდება კეზერაშვილის და თარგამაძის ნაწერები. ყოველდღიურად ვხვდები ხალხს, ყოველდღიურად დავდივარ თბილისში, ასევე, პარტიული ღონისძიებებით მოვიარე მთელი საქართველო, ყველა რაიონსა…

მეტი...

2 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. დედაქალაქში – თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 31 ივლისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებს ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 ივლისის დღის ბოლოდან 1 აგვისტოს დილამდე დროგამოშვებით იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 30 ივლისის დღის ბოლოდან 1 აგვისტოს დილამდე დროგამოშვებით იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29…

მეტი...

,,ერდოღანი სადამ ჰუსეინის გზას მიჰყვება, გაიხსენოს იქ როგორ დასრულდა” – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთს შეუძლია ისრაელში შევიდეს, რათა პალესტინელებს დაეხმაროს ოფიციალური ისრაელი გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაწერა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი სადამ ჰუსეინის გზას მიჰყვება. ,,ერდოღანი სადამ ჰუსეინის გზას მიჰყვება და ისრაელზე თავდასხმით იმუქრება. უბრალოდ გაიხსენოს რა მოხდა იქ და როგორ დასრულდა”, – დაწერა ისრაელ კაცმა X-ზე.

მეტი...

გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაუქმებლად ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს

დღეს, 29 ივლისს, გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა მიმართეს. სარჩელს ხელს 38 დეპუტატი აწერს. ეს მესამე სარჩელია, რომელიც კანონის გასაუქმებლად საკონსტიტუციოში შევიდა, მანამდე სასამართლოს მიმართა პრეზიდენტმა და არასამთავრობო სექტორმა. როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, მოლოდინი არ აქვთ, რომ სასამართლო საქართველოს კონსტიტუციით იხელმძღვანელებს და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთას არ დაექვემდებარება, მაგრამ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ოპოზიციის სახელით, საზოგადოების სახელით ამ ბერკეტების გამოყენებითაც შეეწინააღმდეგონ გამჭვირვალობის კანონს. ,,ეს კანონი უნდა შეჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შეუქცევადი ზიანი მიადგეს ამ ქვეყანას. კანონის სრულფასოვანი ამოქმედება, სანქციების ამოქმედება იწყება 3 სექტემბრიდან, ამიტომ ვფიქრობთ,…

მეტი...

კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან 23 წლის გოგო გაიტაცეს

კახეთში, სოფელ კაბალიდან, დღეს დილით 23 წლის გოგო გაიტაცეს. ,,ოთხნი იყვნენ, მოცვივდნენ და გოგო მანქანაში ჩატენეს. გოგოც და მისი ბებიაც წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ. გოგომაც და ბებიამაც სხეულის დაზიანებები მიიღეს. ვიცით იმ მანქანის მოდელი და ნომერი, რომლითაც გაიტაცეს. პოლიციასაც შევატყობინეთ, თუმცა ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს. ჩვენი ძალებით გავიგეთ ავტომობილის სავარაუდო სამყოფელი. პოლიციას ესეც ვუთხარით. ახლაც გამოკითხვაზე ვართ პოლიციაში”, – ამბობს გადაცებული გოგოს ბიძა ,,რადიო თავისუფლებასთან”. გატაცებულ ქალს პოლიცია ეძებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მეტი...

ოლენივკაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას თბილისში პატივი მიაგეს

ოლენივკას ტერაქტიდან, რომლის დროსაც იზოლატორის დაბომბვას 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი წელი გავიდა. აფეთქების შედეგად დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი. თბილისში, პარლამენტთან დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აქცია გაიმართა. ადგილზე საქართველოში მცხოვრები უკრანელები და ქართველი სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. სოფელი ელენივკა პრორუსული ძალების კონტროლის ქვეშ იყო 2014 წლიდან, როდესაც ომი დაიწყო უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში. ,,რუსებს, მათთვის დამახასიათებელი ღალატით, არ აინტერესებთ ყველა ეს პუნქტი. ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის აპოგეა იყო 53 უიარაღო აზოველის სიკვდილით დასჯა ოლენოვკაში. ორი წლის წინ ძილში მოღალატეობით მოკლეს რუსების მიერ ორგანიზებულ ტერორისტულ თავდასხმაში კოლონიის ყაზარმებში”, – დაწერა…

მეტი...

გუდაურის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა

2022 წლის 29 ივლისს, გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა. მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ჯგუფი პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულების დასახმარებლად მიფრინავდნენ, რა დროსაც, ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ყველა მათგანი ადგილზე დაიღუპა. მფრინავი ზაზა ლორია, მფრინავი დიმიტრი ქააძე, მფრინავი ლევან ჩოხელი, მფრინავი ანდრო ქუჯოშვილი, მაშველი კახა ტორჩინავა, მაშველი გიორგი მარგიანი, ექიმი ქეთევან გულაღაშვილი და ექიმი გიორგი ვენეცკი ის ადამიანები არიან, რომლებმაც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი გაწირეს. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამაშველო ოპერაციისას ტრაგიკულად დაღუპული 8 პირი სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა.

მეტი...

შავიზღვისპირა კურორტებზე საზოგადოებრივი კვების 10 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო შავიზღვისპირა კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს. უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები, როტაციის პრინციპით, ტურისტებით დატვირთულ რეგიონებში – გურიასა და აჭარაში – ურეკში, შეკვეთილში, ბათუმში, ქობულეთში, გონიოში, კვარიათში, სარფსა და მაღალმთიან აჭარაში კაფე-ბარებს, რესტორნებს, სასტუმროების კვების ბლოკებს, საცხობებსა და სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი უკვე განხორციელდა 150-მდე ბიზნესოპერატორთან. მათივე ცნობით, ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა 10 ობიექტში, რის გამოც გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები – ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე. ,,შემოწმების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სურსათის ვადებს, ეტიკეტირებას, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს,…

მეტი...

ქედაში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ,,ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე სასწრაფოს ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

,,ინტენსიურად წვიმდა. დღევანდელი მდგომარეობით, ხარაჩო საკურთხევლის აბსიდს აცილებულია” – რა ვითარებაა გელათში

,,ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი გელათში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: ,,ახლა დავბრუნდით გელათიდან. ინტენსიურად წვიმდა. დღევანდელი მდგომარეობით, ხარაჩო საკურთხევლის აბსიდს აცილებულია და მასზე მოწყობილი ტენტი აბსიდის გადახურვის ქვედა ნიშნულიდან დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლეზე გარკვეულ ფართობზეა მოწყობილი, კედელი არ აქვს, შესაბამისად, კრამიტის ფენილის მხოლოდ ნაწილობრივი დაფარვის საშუალებას იძლევა. კიდევ ერთხელ! ახლის მოწყობამდე, კრამიტის ფენილის ღია ცის ქვეშ მიტივება ფატალური შეცდომა იყო! როგორც არ მორჩეს კონსტრუქციის მოწყობა სრული გადახურვის ჩათვლით, ამ 26 დღიან ეპიზოდს ვერაფერი გამოასწორებს, რამდენიმე დღე უხვნალექიანი ამინდით გამოწვეული გაზრდილი რისკების გამო საკურთხევლის კონქის მოზაიკაზე! რაც იქ ახლაა…

მეტი...

საფრანგეთში 96 დეპარტამენტიდან 39-ში განგაშის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა

საფრანგეთში ექსტრემალური სიცხის პერიოდია. მეტეოროლოგები 40 გრადუს ცელსიუს ტემპერატურას ვარაუდობენ. 96 დეპარტამენტიდან 39-ში განგაშის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა. საფრანგეთის მეტეოროლოგიური სააგენტოს Météo France-ის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ დეპარტამენტებში ორშაბათს ტემპერატურა ჩრდილში 40 გრადუსამდე მოიმატებს. სააგენტო იყენებს ამინდის გამაფრთხილებელი სისტემის ოთხ დონეს, ნარინჯისფერი დონე მეორეა ადგილზეა უმაღლესი წითელი დონის შემდეგ. მიმდინარე კვირაში სიცხის ტალღა სამხრეთიდან საფრანგეთის ჩრდილოეთ რეგიონებში გავრცელდება და რამდენიმე დღე გაგრძელდება. Météo France მოსახლეობას ურჩევს დალიონ წყალი და დარჩნენ სახლში, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ხანდაზმულ ადამიანებს.

მეტი...

რუსეთის საზღვაო ძალების აღლუმზე არ იყო გემები, რომლებიც უკრაინამ დაზიანებულად, ან განადგურებულად გამოაცხადა – BBC

BBC-ის რუსულენოვანი ბიუროს ცნობით, რუსეთის საზღვაო ძალების დღისადმი მიძღვნილ მთავარ აღლუმზე, რომელიც სანკტ-პეტერბურგში გაიმართა, არ გამოჩენილა არც ერთი გემი, რომელიც უკრაინის არმიის სარდლობამ განადგურებულად, ან დაზიანებულად გამოაცხადა. საერთო ჯამში, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინელი სამხედროები ოკუპანტების 20-ზე მეტ გემს დაესხნენ თავს. რომელთაგან სულ მცირე შვიდი განადგურდა. 28 ივლისს, სანკტ პეტერბურგში გამართული საზღვაო აღლუმის ტრანსლირებისას, რუს მაყურებელს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მხოლოდ ორი ხომალდი აჩვენეს. საერთო ჯამში, მასში მონაწილეობა მიიღო ოცდახუთმა მცურავმა ხომალდმა. შედარებისთვის – 2021 წელს, საზღვაო ძალების აღლუმზე ზუსტად ორჯერ მეტი იყო. ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი…

მეტი...

,,ჩამოვაგდეთ რაკეტა და 10-დან 9 ,,შაჰიდი” – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსების მიერ ღამით გაშვებული ათი თავდასხმის დრონიდან 9 და კიდევ ერთი რაკეტა ჩამოაგდეს. უწყების თქმით, ჩამოგდებულია Kh-59/Kh-69 მართვადი რაკეტა. საჰაერო სამიზნეები განადგურდა დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და კიროვოგრადის ოლქებში.

მეტი...

ერდოღანი პალესტინელების მხარდასაჭერად ისრაელში შეჭრით დაიმუქრა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პალესტინელების მხარდასაჭერად ისრაელში შეჭრით დაიმუქრა. „ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ძლიერები, რათა ისრაელმა ვერ შეძლოს ამის გაკეთება პალესტინის მიმართ“, – ამბობს ერდოღანი ღაზაში ჰამასის წინააღმდეგ ომზე. „როგორც ჩვენ შევედით მთიან ყარაბაღში, ისევე როგორც შევედით ლიბიაში, შეიძლება იგივენაირად მოვექცეთ მათ. არაფერია რაც ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენ მხოლოდ ძლიერები უნდა ვიყოთ”, – აღნიშნა ერდოღანმა.

მეტი...

თურქეთის რამდენიმე პროვინციაში ტყის ხანძრებს ებრძვიან – ევაკუირებულია მოსახლეობა

თურქეთის რამდენიმე პროვინციაში ტყის ხანძრებს ებრძვიან. სტიქია ანტალიის, იზმირის და გაზიანთეპის პროვინციაში მძვინვარებს. ხანძრის ქრობაში 8 თვითმფრინავი, 6 შვეულმფრენი და 22 სახანძრო მანქანა მონაწილეობს. თურქეთის სამხრეთით ხანძარი 20 ჰექტარზეა მოდებული. საჭირო გახდა ადგილობრივების ევაკუაცია. საერთო ჯამში ხანძარმა 80 ჰექტარი ტყე გაანადგურა.

მეტი...

“არ მესმის, რატომ სურს უნგრეთს, დარჩეს ორგანიზაციის წევრად, რომელიც ასე ძალიან არ მოსწონთ”- ბარტოშევსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტეოფილ ბარტოშევსკი უნგრეთის პრემიერის მიერ პოლონეთის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს აკრიტიკებს და ევროკავშირისა და ნატო-ში უნგრეთის წევრობის აუცილებლობაზე სვამს კითხვებს. „ნამდვილად არ მესმის, რატომ სურს უნგრეთს, დარჩეს ორგანიზაციის წევრად, რომელიც ასე ძალიან არ მოსწონთ და რომელიც მათ, სავარაუდოდ, ცუდად ექცევა? რატომ არ ქმნის ის ალიანსს პუტინთან და მსგავსი ტიპის ავტორიტარულ სახელმწიფოებთან? ეს ეფუძნება პრინციპს, რომ თუ არ გინდა რომელიმე კლუბის წევრი იყო, ყოველთვის შეგიძლია, ის დატოვო. ეს, რა თქმა უნდა, ამ მომენტში უნგრეთის ანტიევროპული, ანტიუკრაინული, ანტიპოლონური პოლიტიკაა“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. შეგახსენებთ, უნგრეთის…

მეტი...

გერმანიის ფინანსთა მინისტრი თავდაცვის მინისტრს აფრთხილებს

გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტინ ლინდერი აფრთხილებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, რომ შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა, იმაზე მეტის, რაზეც კოალიციური მთავრობა უკვე შეთანხმდა, აღარ მოხდება. ამ თვეში შეთანხმებულმა ბიუჯეტმა თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის იმედგაცრუება გამოიწვია. „ბატონ პისტორიუსს 100 მილიარდი ევრო აქვს, სპეციალური ფონდი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის, რაც არც ერთ მის წინამორბედს არ ჰქონია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მეტი...

გორში, წვიმის შედეგად პირველი სართულები და სადარბაზოები დაიტბორა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა გორში.  ქალაქის რამდენიმე უბანში კერძო სახლების პირველი სართულები და კორპუსების სადარბაზოები დაიტბორა. პრობლემები შეიქმნა  კომბინატის და კვერნაკის დასახლებებში, სადაც მოსახლეობა განვითარებულ მოვლენებს მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხებსა და გაუმართავ საკანალიზაციო სისტემას უკავშირებს. ადგილზე მუშაობს სამაშველო სამსახური, მეხანძრე-მაშველები სახლებიდან წყალს ტუმბავენ.  გორში უკვე რამდენიმე საათია გადაუღებლად წვიმს.

მეტი...

ბათუმის სამშობიაროში ჩვილი დაიღუპა

ბათუმში, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში ჩვილი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ბათუმელები ავრცელებს. ოჯახი ჰოსპიტალის ექიმს ადანაშაულებს. მათი ინფორმაციით, უკვე 41 კვირის ორსულ ქალს სამშობიარო ტკივილები არ დაეწყო. ოჯახი ჩარევას ითხოვდა, თუმცა ექიმი კატეგორიული წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ კი ექოსკოპიამ 26 ივლისს ბავშვის დაღუპვა დააფიქსირა, რის შემდეგაც ქალს ოპერაცია გაუკეთეს. „ისიც ძლივს გადაარჩინეს. ჩვენ გავიგეთ ისიც, რომ ეს ექიმი კლინიკა ბმს-ში მუშაობდა, იქ სამშობიარო ბლოკი დაიხურა. რატომ გააგრძელა მან სხვა კლინიკაში მუშაობა, შენობის გამო ხომ არ იღუპებიან პაციენტები?  ჩვენ დროულ გამოძიებას და ექიმის დასჯას ვითხოვთ“, – აცხადებს დაღუპული ბავშვის მამიდა. შინაგან…

მეტი...

მკვლელობა საჩხერეში, საფეხბურთო მოედანზე -არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ საჩხერის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ივლისს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისაში, საფეხბურთო მოედანზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ბრალდებული 27 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“ -აცხადებს პროკურატურა.

მეტი...

პროკურატურამ ოჯახის წევრის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ცაგერში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება  წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 ივლისს, ცაგერის მუნიციპალიტეტის, სოფელ მახაშში,  ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა ნაჯახის გამოყენებით ყელის არეში დაზიანება მიაყენა ძმას, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ბრალდებული 27 ივლისს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109 ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე…

მეტი...

“არავის არ უნდა მიეცეს უფლება, შეაჩეროს ან შეაფერხოს თავისუფალი სიტყვა” – ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის მოწოდების მიუხედავად, დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიის ღონისძიებების ჩატარებას ღია ცის ქვეშ გეგმავს. პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობის მცდელობის შემდეგ საიდუმლო სამსახურმა ტრამპს ურჩია, რომ შეხვედრები დახურულ სივრცეში ჩაეტერებინა. ტრამპმა თავისი სოციალური მედიის პლატფორმაზე, Truth Social-ზე დაწერა, რომ საიდუმლო სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია აშშ-ის ლიდერების, საარჩევნო კანდიდატებისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების დაცვაზე, დათანხმდა „არსებითად გააძლიეროს“ თავისი ოპერაციები. „მათ შეუძლიათ ამის გაკეთება. არავის არ უნდა მიეცეს უფლება, შეაჩეროს ან შეაფერხოს თავისუფალი სიტყვა ან შეკრება“, – წერს ტრამპი.

მეტი...

“ეს ნამდვილად საიდუმლო სერობა იყო, ოღონდ გაშარჟებული” – დედკანოზი შალვა კეკელია

“რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და შელახვა” – ასე აფასებს დეკანოზი შალვა კეკელია შოუს, რომელიც საფრანგეთში 2 დღის წინ გაიმართა. როგორც ის აღნიშნავს, საიდუმლო სერობის გაშარჟება დაუშვებელია. “ამას მარტო ჩვენ არ ვლაპარაკობთ. მე მოვისმინე ძალიან ბევრი კათოლიკე სასულიერო პირების დამოკიდებულება. ის, რომ ჩვენ მოგვეჩვენა რაღაც და წარმოვისახეთ, რომ საიდუმლო სერობა იყო არა, ეს ნამდვილად საიდუმლო სერობა იყო, ოღონდ – გაშარჟებული. ქრისტიანებისთვის საიდუმლო სერობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ზიარების საიდუმლო დაწესდა და ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული ცხოვრების წესი“ – აცხადებს, დეკანოზი  შალვა კეკელია მისივე შეფასებით, საიდუმლო სერობის გაშარჟება ქრისტიანობისთვის შეურაწყოფის მიყენებას…

მეტი...

პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს

“ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა, უპატივცემულობა გამოგვეხატა რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ”- აღნიშნულთან დაკავშირებით,  პარიზის ოლიმპიადის პრესსპიკერმა ან დეკამპმა განაცხადა. პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს, რადგან ღონისძიების ერთ-ერთმა სეგმენტმა, სახელწოდებით „დღესასწაული”, რომელიც მაგიდასთან მსხდომი მოცეკვავეთა ჯგუფით გაიხსნა, საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. „არასდროს ყოფილა ჩვენი მიზანი, რომ უპატივცემულობა გამოგვეხატა რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ. გახსნის ცერემონიით ვეცადეთ, გამოგვეხატა ტოლერანტობა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მიზანი მიღწეულია. ადამიანებმა ეს შეურაცხმყოფლად თუ მიიღეს, ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ“,- განაცხადა ენ დეკამპმა. ასევე, გახსნის ცერემონიის სამხატვრო ხელმძღვანელის, თომას ჯოლის განცხადებით, რელიგიის შეურაცხყოფა არასდროს ყოფილა მისი განზრახვა. „ჩვენ გვსურდა მრავალფეროვნებაზე საუბარი.…

მეტი...

“რა სჭირთ ბოლო დღეებში ფსევდოლიბერალებს? – რუსეთის მიმართ სანქციებიც კი აღარ მოსწონთ” – მდინარაძე

„ცუდი და ამორალურია რომელიმე განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებების მხარდაჭერა? მკრეხელობაა? მსგავსი რამ “ქართული ოცნების” ყველაზე კონსერვატორ ამომრჩეველსაც არ უთქვამს, ჩვენ მხოლოდ ამორალურ და მომავალი თაობების დამაზიანებელ პროპაგანდას ვებრძვით“ , – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში. მდინარაძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ “ფსევდოლიბერალებმა” ემანუელ მაკრონის მიერ X-ზე გამოქვეყნებული პოსტი არ მოიწონეს, მათ რუსეთის მიმართ სანქციებიც აღარ მოსწონთ „დაორგანიზებული ბულინგი ტელეკომპანია “იმედის” მიმართ: მაკრონმა ლგბტ პირების მიმართ მხარდაჭერა კი არ გამოხატა, უბრალოდ მის მიერ გამოყენებული ფრანგული სიტყვის პირდაპირი თარგმანი “სიამაყეა” და სხვა აზრის ძებნა ამ სიტყვაში, უბრალოდ, ამორალურობააო ოლიმპიადის გახსნიდან გამომდინარე…

მეტი...

ბულგარეთში, პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა

ბულგარეთში, პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ბულგარული მედია ქვეყნის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილას ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირება ხდება. ისინი აფეთქების დროს საწყობში იმყოფებოდნენ. პროკურატურის ცნობით, მსხვერპლთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან ტერიტორიის დათვალიერება ამ დრომდე გრძელდება. შეგახსენებთ, შემთხვევა ბულგარეთის დედაქალაქის მახლობლად მდებარე დასახლება ელინ პელინში 25 ივლისს მოხდა. აფეთქებები პიროტექნიკის ქარხანაში ხანძარმა გამოიწვია.

მეტი...

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, ლიბანი დატოვონ. აღნიშნულთან დაკავშირებით მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდემ განაცხადა. სამინისტრომ უკვე გაუგზავნა შეტყობინება ლიბანში მყოფ ნორვეგიელებს, მალე დატოვონ ქვეყანა და ასევე ურჩევენ, თავი შეიკავონ ისრაელში წასვლისგან. „ღრმად ვარ შეშფოთებული რეგიონში მოვლენების განვითარებით. კონფლიქტის ესკალაცია ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის შესაძლოა, კონფლიქტის გარდამტეხ ნაწილად იქცეს“, – განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, 27 ივლისს გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 12-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 30-მდე ადამიანი. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. ისრაელი მომხდარზე პასუხისმგებლობას…

მეტი...

“ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმ ფაქტს, რომ ომი ფინეთის საზღვრებს უახლოვდება” – შტუბი

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ შტუბი ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარე რუსეთის აეროდრომ „ოლენიაზე“ განხორციელებული თავდასხმის შეფასებისას აღნიშნავს, რომ ფინეთის უსაფრთხოებას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა შტუბი აცხადებს, ფინელები უნდა მიეჩვიონ იმას, რომ ომი ფინეთის საზღვრებს უახლოვდება. „ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმ ფაქტს, რომ უკრაინამ უნდა გამოიყენოს ყველა საშუალება ამ ომის მოსაგებად და ეს ასევე ნიშნავს სხვადასხვა ტიპის დარტყმებს. რუსეთიც გააგრძელებს ჰიბრიდულ დარტყმებს“,-განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა. შტუბის განცხადებით, რუსულ აეროდრომიზე განხორციელებულ იერიშთან დაკავშირებით ესაუბრა ფინეთის პრემიერ-მინისტრს და შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონს. „მთავარი მესიჯი არის ის, რომ ფინეთში შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს. ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ და შეგვიძლია რეაგირება“,…

მეტი...