თურქეთის რამდენიმე პროვინციაში ტყის ხანძრებს ებრძვიან – ევაკუირებულია მოსახლეობა

თურქეთის რამდენიმე პროვინციაში ტყის ხანძრებს ებრძვიან. სტიქია ანტალიის, იზმირის და გაზიანთეპის პროვინციაში მძვინვარებს. ხანძრის ქრობაში 8 თვითმფრინავი, 6 შვეულმფრენი და 22 სახანძრო მანქანა მონაწილეობს.

თურქეთის სამხრეთით ხანძარი 20 ჰექტარზეა მოდებული. საჭირო გახდა ადგილობრივების ევაკუაცია. საერთო ჯამში ხანძარმა 80 ჰექტარი ტყე გაანადგურა.

მსგავსი თემები