გერმანიის ფინანსთა მინისტრი თავდაცვის მინისტრს აფრთხილებს

გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტინ ლინდერი აფრთხილებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, რომ შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა, იმაზე მეტის, რაზეც კოალიციური მთავრობა უკვე შეთანხმდა, აღარ მოხდება. ამ თვეში შეთანხმებულმა ბიუჯეტმა თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის იმედგაცრუება გამოიწვია.

„ბატონ პისტორიუსს 100 მილიარდი ევრო აქვს, სპეციალური ფონდი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის, რაც არც ერთ მის წინამორბედს არ ჰქონია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მსგავსი თემები