,,ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველანი არჩევნებზე მისვლისთვის, ხმებისთვის ბრძოლისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. მოქალაქეებს მიმართა მიხეილ სააკაშვილმა და თქვა, რომ ხელისუფლებას არჩევნები წაგებული აქვს და ხალხი უნდა მოემზადოს ხმების დაცვისთვის.

,,მათ უნდათ, ისე როგორც ვენესუელაში მოხდა გუშინ, შეიყვანონ მთელი ხალხი ბუტკაში, ოღონდ მინდა ვუთხრა ივანიშვილს, რომ მის ბუტკაში ქართველი ხალხი აღარ ეტევა, ძალიან ბევრია უკვე უკმაყოფილო და აზრზე მოსული. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველანი არჩევნებზე მისვლისთვის, არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ხმებისთვის ბრძოლისთვის”, – თქვა მიხელ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებულ შედეგებს გამოაცხადებს. მან ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა და თქვა, რომ არც ერთ სხვა შედეგს არ მიიღებენ და დათანხმდებიან, გარდა ქართველი ხალხის სრული გამარჯვებისა.

მსგავსი თემები