გორში, წვიმის შედეგად პირველი სართულები და სადარბაზოები დაიტბორა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა გორში.  ქალაქის რამდენიმე უბანში კერძო სახლების პირველი სართულები და კორპუსების სადარბაზოები დაიტბორა.

პრობლემები შეიქმნა  კომბინატის და კვერნაკის დასახლებებში, სადაც მოსახლეობა განვითარებულ მოვლენებს მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხებსა და გაუმართავ საკანალიზაციო სისტემას უკავშირებს.

ადგილზე მუშაობს სამაშველო სამსახური, მეხანძრე-მაშველები სახლებიდან წყალს ტუმბავენ.  გორში უკვე რამდენიმე საათია გადაუღებლად წვიმს.

მსგავსი თემები