ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიებას ჩვენება ალი ხანგოშვილმა და გიორგი კუშტანაშვილმა მისცეს

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით, კიდევ რამდენიმე ადამიანი გამოიკითხება.

ალი ხანგოშვილმა და გიორგი კუშტანაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა, უკომენტაროდ დატოვეს. გამოძიების დეტალებზე და გამომძიებლების მხრიდან დასმულ კითხვებზე, არც ადვოკატმა ისაუბრა.

სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.

მსგავსი თემები