პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს

“ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა, უპატივცემულობა გამოგვეხატა რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ”- აღნიშნულთან დაკავშირებით,  პარიზის ოლიმპიადის პრესსპიკერმა ან დეკამპმა განაცხადა.

პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს, რადგან ღონისძიების ერთ-ერთმა სეგმენტმა, სახელწოდებით „დღესასწაული”, რომელიც მაგიდასთან მსხდომი მოცეკვავეთა ჯგუფით გაიხსნა, საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია.

„არასდროს ყოფილა ჩვენი მიზანი, რომ უპატივცემულობა გამოგვეხატა რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ. გახსნის ცერემონიით ვეცადეთ, გამოგვეხატა ტოლერანტობა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მიზანი მიღწეულია. ადამიანებმა ეს შეურაცხმყოფლად თუ მიიღეს, ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ“,- განაცხადა ენ დეკამპმა.

ასევე, გახსნის ცერემონიის სამხატვრო ხელმძღვანელის, თომას ჯოლის განცხადებით, რელიგიის შეურაცხყოფა არასდროს ყოფილა მისი განზრახვა.

„ჩვენ გვსურდა მრავალფეროვნებაზე საუბარი. მრავალფეროვნება ნიშნავს ერთად ყოფნას“,- აღნიშნა ჯოლიმ.

მსგავსი თემები