“ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, ამიტომ ვართ ამაყები” – მდინარაძე

„საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა შეიძლება ყველამ მოინდომოს, რუსეთმაც და სხვამაც, ყველას თავისი ინტერესი აქვს, თან ჩვენნაირ პატარა და მოწყვლად ქვეყანაში, სადაც უამრავი აგენტია, რუბლებით, დოლარებით დაფინანსებული“, – აღნიშნულთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ხელისუფლება ყველა მხრიდან ჩარევას იცილებს თავიდან, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. „ხელისუფლება იმისთვის ხარ, რომ თავიდან აიცილო ჩარევები, რუსეთისგან იქნება თუ სხვა მხრიდან, თავიდან აიცილო საფრთხეები. აბსოლუტურად ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული…

მეტი...

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ჩატარებული რეიდის დროს 7 პალესტინელი დაიღუპა

„დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ჩატარებული რეიდის დროს 7 პალესტინელი დაიღუპა“- ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა რეიდი ქალაქ ტულქარმში განახორციელეს, სადაც ისრაელელი ჯარისკაცები და პალესტინელი მებრძოლები ერთმანეთს ქუჩებში დაუპირისპირდნენ. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაპირისპირებას „ჰამასისა“ და „ფატაჰის“ მებრძოლები ემსხვერპლა. ასევე, სროლის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა.

მეტი...

უკრაინა მოლდოვასთან მოქალაქეების დაბრუნების საკითხს განიხილავს

კიევი კიშინეუსთან უკრაინის იმ მოქალაქეების დაბრუნების საკითხს განიხილავს, რომლებმაც სამხედრო სამსახურის თავის არიდების მიზნით უკრაინა უკანონოდ დატოვეს და მოლდოვაში რჩებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოლდოვაში უკრაინის ელჩმა, მარკო შევჩენკომ განაცხადა. შევჩენკოს განცხადებით, კიევი კიშინეუსთან გარკვეულ დიალოგს აწარმოებს მოლდოვიდან გაწვევის ასაკის უკრაინელების დასაბრუნებლად. როგორც ელჩმა აღნიშნა, უკრიანიდან გაქცეულ პირთა გარკვეულ რაოდენობას მოლდოვაში თავშესაფარი აქვს მიღებული, ნაწილის ადგილსამყოფელი კი გაურკვეველია, ისინი ან მოლოდვის ტერიტორიაზე რჩებიან, ან სხვა ქვეყნებში არიან გადასული. მისი განცხადებით, ასეთი პირების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

მეტი...

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა, თანამდებობა დატოვა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა, კიმბერლი ჩიტლმა თანამდებობა დატოვა. კიმბერლი ჩიტლმა გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. კიმბერლი ჩიტლი პოსტს 13 ივლისს ექსპრეზიდენტსა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის გამო ტოვებს. კიმბერლი ჩიტლი 22 ივლისს კონგრესის ზედამხედველობის კომიტეტში მოსმენაზე იყო დაბარებული. შესავალ სიტყვაში კიმბერლი ჩიტლმა აღნიშნა, რომ საიდუმლო სამსახურმა 13 ივლისს მარცხი განიცადა და სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა, თუმცა თანამდებობიდან წასვლაზე უარს ამბობდა. კონგრესმენთა მხრიდან იყო მოწოდებები, კიმბერლი ჩიტლს თანამდებობა დაეტოვებინა. ინფორმაციისთვის, 13 ივლისს ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ტრამპი დაიჭრა, თუმცა მის…

მეტი...

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკში კიდევ ერთი რუსული “სუ-25” ჩამოაგდეს

უკრაინული მხარის ცნობით, გენერალ მარკ ბეზრუჩკოს სახელობის 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მებრძოლებმა 23 ივლისს კიდევ ერთი რუსული სუ-25 ჩამოაგდეს. ოპერატიულ-სტრატეგიულ ჯგუფი “ხორტიცა” წერს, რომ საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს დონეცკის რეგიონში, პოკროვსკის მიმართულებით. მათივე ცნობით, აღნიშნულმა ბრიგადამ ამ თვეში  მეორე სუ-25 გაანადგურა.

მეტი...

„მზად ვართ ვიმუშავოთ რეგიონის სხვა ქვეყნებთან“ – ოფიციალური ჩინეთის პოზიცია

„გლობალური ეკონომიკური შენელებისა და მიმდინარე გეოპოლიტიკური კონფლიქტების მიუხედავად, აღმოსავლეთ აზია ზოგადად სტაბილურია და რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაცია სტაბილურად პროგრესირებს. ეს რეგიონი დარჩეს განვითარების ძრავად და თანამშრომლობის ჩემპიონად, ეს არის რეგიონის ქვეყნების ხალხის საერთო სურვილი“ – ეს განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. საუბარია იმაზე, რომ საგარეო მინისტრის ვანგ ი ASEAN Plus-ის  (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 10 სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება) საქმეთა მინისტრების შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. ჩინეთს იმედი აქვს, რომ ASEAN Plus საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები ხელს შეუწყობს კონსენსუსის შემდგომ ჩამოყალიბებას და ოქტომბერში აღმოსავლეთ აზიის თანამშრომლობის შესახებ ლიდერების შეხვედრებისთვის პოლიტიკური ნიადაგის და შედეგების…

მეტი...

რუსეთმა დიდი ბრიტანეთის 15 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „შავ სიაში“ მოხვდნენ უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ბრიტანული კერძო კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული არიან უკრაინელი სამხედროების მომზადებაში, სამხედრო სამრეწველო კომპლექსის საწარმოების ხელმძღვანელები, რომლებიც კიევს ეხმარებიან, ასევე ანტირუსული პოზიციის მქონე ექსპერტები და პუბლიცისტები. უწყების ცნობით, სასანქციო სიის გაფართოება ლონდონის აგრესიულ ქმედებებზე რეაგირების ფარგლებში მოხდა. რუსეთის სანქციების სიაში მოხვდა რამდენიმე თავდაცვითი კომპანიის ხელმძღვანელი, ასევე სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის თანამშრომელი ნაიჯელ გულდ-დევისი და გამოცემა „დეილი ტელეგრაფის“ მიმომხილველი.

მეტი...

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა,  დაკავებულია 1 პირი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში, გ.ცაბაძის ქუჩაზე 1993 წელს დაბადებული მ.შ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი –…

მეტი...

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა იქნება

სამხრეთ სამეზობლოში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ხავიერ კოლომინა გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეა პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და მსახურობდა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად. “ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და საჰელის რეგიონები მნიშვნელოვანია ჩვენი ალიანსისთვის. ხავიერ კოლომინას ნატო-ს პარტნიორებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი დანიშვნა კიდევ უფრო გააძლიერებს ნატოს მნიშვნელოვან მუშაობას სამხრეთში”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. განცხადების მიხედვით, კოლომინა იქნება პასუხისმგებელი სამხრეთში ნატოს ძალისხმევის კოორდინაციასა და ხილვადობის გაზრდაზე და გააძლიერებს პარტნიორებთან ჩართულობას.

მეტი...

ესტონეთის ახალი პრემიერი აცხადებს, რომ უკრაინას ომში გამარჯვებამდე დაეხმარება

კრისტენ მიხალი, ესტონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ყოველთვის უკრაინის მხარდამჭერი იქნება და მას ომში გამარჯვებამდე დაეხმარება. „მხარს დავუჭერთ უკრაინას ომში მის  გამარჯვებამდე. ჩვენ ამას გრძელვადიანად გავაკეთებთ. იმედი მაქვს, ჩვენი მოკავშირეებიც ანალოგიურად ფიქრობენ“, – განაცხადა ესტონეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა. რაც შეეხება ქვეყნის ახალ მთავრობას, მისი შეფასებით, მტერს უგზავნიან გზავნილს, რომ ესტონეთი დაცულია. „ახალი მთავრობის მიზანია, ესტონელ ხალხს, ესტონურ ეკონომიკას, ჩვენს მოკავშირეებს უსაფრთხოების შეგრძნება მიანიჭოს და ჩვენს მტერს გაუგზავნოს გზავნილი, რომ ესტონეთი კარგად არის დაცული.  მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ნატო-ში მოკავშირეებთან და ასევე უკრაინასთან. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ჩვენი მშპ-ს 0,25%-ით. წინა მთავრობიდან მომდინარე ეს…

მეტი...

ერგნეთის 5 საათიანი შეხვედრა დღესაც შეთანხმების გარეშე დასრულდა

დისკუსია კონსენსუსის გარეშე -ერგნეთის შეხვედრა , რომელიც დღეს 5 საათი გაგრძელდა, კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. მოლაპარაკებების მთავარ თემა უკანონო ბორდერიზაცია  და ცხინვალის ციხეში მყოფი ტყვეების  გათავისუფლება იყო. “გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 120-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა  პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი, ასევე, მკაცრად დაგმეს შეხვედრებს შორის პერიოდში იდენტიფიცირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის წინაშე…

მეტი...

დავით ქაცარავა 2000 ლარით დააჯარიმეს

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრი, დავით ქაცარავა სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. ის პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს და ორი მუხლიდან ერთ-ერთში დამნაშავედ ცნეს. მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, წვრილმანი ხულიგნობას საქმე ქაცარაცას წინააღმდეგ მტკიცებულების არარსებობისა და დაუდასტურებლობის გამო შეწყდა. რაც შეეხება მეორე – 173-ე მუხლს, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს, ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დავით ქაცარავას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა ორი წლის ვადით.  

მეტი...

“უკრაინისთვის იარაღის შესაძენად რუსული აქტივების გამოყენებას საპასუხო ზომები მოჰყვება”- პესკოვი

„უკრაინისთვის იარაღის შესაძენად რუსული აქტივების გამოყენების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთი სამართლებრივ ზომებს მიმართავს“-ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვი ამბობს, რომ  აღნიშნული გადაწყვეტილება არის საკუთრების უფლების ხელყოფა. „მოსკოვი შეიმუშავებს იმ პირების სამართლებრივი დევნის შესაძლებლობებს, ვისაც კავშირი აქვთ რუსული აქტივების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებასთან, რადგან ეს არის საერთაშორისო სამართლის პირდაპირი დარღვევა, ეს არის საკუთრების უფლების ხელყოფა“, – განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, გუშინ ბრიუსელში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდგომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ აგვისტოში ევროკავშირი უკრაინას გადასცემს გაყინული რუსული აქტივების შემოსავლებიდან 1,4 მილიარდ ევროს ოდენობის პირველ ტრანშს.  …

მეტი...

„აქ არის ორი ვარიანტი – არის შავი და არის თეთრი, არჩევანი ძალიან მარტივია“- ილიკო სუხიშვილი

“მე დღეს მესმის, რომ თქვენ ხართ მართლა იმედი, ჯენზი, თქვენ არ ნებდებით, თქვენ არ წააგებთ არასოდეს, იმიტომ, რომ იმხელა შინაგანი მუხტი დევს თქვენში და ეს ყველამ დავინახეთ”- ასე მიმართა ილიკო სუხიშვილმა ახალაგაზრდებს ღონისძებაზე, სადაც „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღდმეგები და ხელოვანები არიან შეკრებილები და არჩვნების წინ სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.  ქართული ნაციონალური ბალეტის, “სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ ხელმძღავენელმა შეკრებილებს უთხრა, რომ არჩევანი „შავსა და თეთრს“ შორის არის. „მე გამახსენდა ჩემი თაობის პერიოდში 9 აპრილის საშინელი დღეები, როცა მილიციის ფორმაში ჩაცმული ჩვენი მილიციელები ხალხის მხარეს იდგნენ და გამოჰყავდათ ხალხი და მეორე მხარეს იდგა მერვე პოლკი, რომელიც გვხოცავდა და…

მეტი...

უკრაინის საგარეო მინისტრო ჩინელ კოლეგას ხვდება

უკრაინის საგარეო სამეთა მინისტრი კულება ჩინეთშია. მისი ვიზიტი სამდღიანია, რომლის ფარგლებში კულება ჩინეთის საგარეო მინისტრ ვანგ ის შეხვდება. როგორც ჩინეთის საგარეო საქმთა სამინისტროში განმარტავენ, ერთ-ერთი სასაუბრო თემა ჩინეთ-უკრაინის თანამშრომლობა იქნება. „უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის კულებას ჩინეთში ვიზიტის დროს, საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი მასთან მოლაპარაკებებს გამართავს. ორი საგარეო საქმეთა მინისტრი გაცვლიან მოსაზრებებს ორი პრეზიდენტის საერთო გაგების განხორციელების, ჩინეთ-უკრაინის თანამშრომლობის ხელშეწყობისა და ორმხრივი ინტერესის საკითხებზე. როდესაც საქმე უკრაინის კრიზისს ეხება, ჩინეთს ყოველთვის სჯერა, რომ ადრეული ცეცხლის შეწყვეტა და პოლიტიკური მოწესრიგება ყველა მხარის ინტერესებშია. ჩინეთი გააგრძელებს მშვიდობისა და დიალოგის მხარეზე დგომას და…

მეტი...

მოჭიდავეები, რომლებიც ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან პატრიარქმა დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დალოცა მოჭიდავეები, რომლებიც ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „ა.წ. 22 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) ერთად დალოცა მოჭიდავეები, რომლებიც ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ და მიტროპოლიტმა შიომ ასევე დალოცეს უკვე პარიზში მყოფი ჩვენი სპორტსმენები და ყველას გამარჯვება უსურვეს“- აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.  

მეტი...

მინისტრი იმპორტიორებს მოუწოდებს სწრაფად აღმოფხვრან ონკოპაციენტების მედიკამენტების დეფიციტი

“ბოლო პერიოდში მწვავე და მძიმე შეხვედრა გვქონდა, მათ შორის აფთიაქებთან, იმპორტიორებთან, რომელთაც მოვუწოდეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრან ონკოპაციენტების მედიკამენტების დეფიციტი”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. როგორც მინისტრი ამბობს, თუ არ იქნება ადეკვატური გამოხმაურება კერძო სექტორიდან, სახელმწიფო იძულებული იქნება გარკვეული ინტერვენციებით შევიდეს და  რეგულაციის განსხვავებული მეთოდები აირჩიოს. სარჯველაზე ამბობს, რომ თითოეული ერთი მედიკამენტის დეფიციტი განსაკუთრებული ყურადღების საგანია. „რა საკვირველია, მედიკამენტების დეფიციტი ბაზარზე პერიოდულად იქმნება და საკმაოდ მწვავე კომუნიკაცია გვაქვს იმპორტიორებთან, სააფთიაქო ქსელებთან. მწვავე საკითხია, თითოეული ერთი მედიკამენტის დეფიციტიც განსაკუთრებული ყურადღების მიზეზია, განსაკუთრებული ინტერესის საგანიც. დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იმპორტს და…

მეტი...

თურქეთში ცნობილი რუსი ბლოგერი დაიღუპა

რუსი მოტობლოგერი ტატიანა ოზოლინა დაიღუპა. ის სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში, ქალაქ მილასთან ავტოავარიას შეეწირა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბლოგერი იზმირიდან ბოდრუმში მოტოციკლეტით მიემართებოდა, რა დროსაც ავარია მოუვიდა. ის მასთან ერთად მყოფ თურქ მოტო ბლოგერს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ტატიანა ოზოლინა ადგილზე გარდაიცვალა, თურქი მოტოციკლისტი კი, მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოშია გადაყვანილი. ოზოლინა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოტობლოგერი იყო. მას სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავდა.

მეტი...

„მანანა ღვინჯილია პოლიტიკური ნიშნით არ გაგვინთავისუფლებია“ – №51 საჯარო სკოლის განცხადება

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის №51 საჯარო სკოლა სასწავლო დაწესებულებიდან მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის, მანანა ღვინჯილიას გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მანანა ღვინჯილია სკოლიდან პოლიტიკური ნიშნით არის გათავისუფლებული, სიმართლეს არ შეესაბამება და სკოლის დისკრედიტაციას ემსახურება. „მანანა ღვინჯილია სკოლაში განსაზღვრული იყო დასუფთავება-ჰიგიენაზე პასუხისმგებელ პირად და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორად. მისი გათავისუფლება მოხდა არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ არაერთი დისციპლინური გადაცდომის გამო. არსებული ფოტო და ვიდეომასალებით დგინდება მისი გულგრილი და ზერელე დამოკიდებულება დაკისრებული მოვალეობისადმი. აქვე გაცნობებთ, რომ გათავისუფლებამდე მას მიეცა შენიშვნა და შემდეგ უკვე – საყვედური. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, მან ჯეროვნად არ შეასრულა…

მეტი...

უკრაინაში საომარი მდგომარეობა გახანგრძლივდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის კიდევ 90 დღით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას რადას დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს. გადაწყვეტილებას პარლამენტის 339-მა წევრმა დაუჭირა მხარი. ამგვარად, საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია უკრაინაში 9 ნოემბრამდე გახანგრძლივდა.

მეტი...

სიცილიაში ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო აეროპორტი დაიხურა

სიცილიის ქალაქ კატანიაში ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო აეროპორტი დაიხურა. შეჩერებულია ყველა რეისის მიღება და გამგზავრება. ადმინისტრაციის ცნობით, აეროპორტი მუშაობას ნორმალურ რეჟიმში განაახლებს, როგორც კი ფერფლის ამოფრქვევა შეწყდება. ეტნა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, ბოლო დღეებია, ლავასა და ფერფლს აფრქვევს.

მეტი...

“ტრამპის არჩევის შემთხვევაში ჩნდება უდიდესი იმედი, რომ ომი დასრულდება”-მდინარაძე

“საერთოდ დავანებოთ თავი, ვის ვინ მოსწონს და რომელი ადმინისტრაცია, ტრამპი თუ სხვა ნებისმიერი კანდიდატი. ტრამპის არჩევის შემთხვევაში ჩნდება უდიდესი იმედი, რომ ომი დასრულდება”– ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ტრამპი ამბობს, რომ მეორე დღესვე შეუძლია ომის დასრულება, რაც ინტერესებს გადაალაგებს. „ომის დასრულება არის ის ფაქტორი, რაც ტრამპის არჩევის შემთხვევაში გაცილებით მოსალოდნელია, ვიდრე მეორე შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ლოგიკური გაგრძელება არის, რომ საქართველოს მიმართ შეიცვლება ინტერესები და ეს აწყობს მხოლოდ ხელისუფლებას კი არა – ჩვენც გვაწყობს სუბიექტურად – ობიექტურად აწყობს საქართველოს და მის მოსახლეობას, რომ ქვეყანაში ომში ჩართვის,…

მეტი...

“სამწუხაროდ, ძველი „ნაცმოძრაობა“ ბარიერს გადალახავს”- მდინარაძე

“სამწუხაროდ, ძველი „ნაცმოძრაობა“ ბარიერს გადალახავს, ახალი ეპოტინება მიზანს, დანარჩენები ცდილობენ, მაგრამ ბარიერს ვერ უახლოვდებიან და ამ შემთხვევაში ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას მივიღებთ” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძე ამბობს,რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა რესურსის გამოყენების მცდელობა აქვს. „ნაცმოძრაობას“ მცდელობა აქვს, რომ ყველა რესურსი გამოიყენოს, „5“-იანის ფაქტორიც. პარტია ვინაიდან რამდენიმე ნაწილად გაიყო, მათი მიზანია, აგენტურამ მაქსიმალურად შეძლოს გაშლა ველზე იმგვარად, რომ გაშლილმა პატარ-პატარა ჯგუფებმა რამენაირად ბარიერი გადალახონ და თან რამენაირად საკუთარი ქვეყანა დააზიანონ. ერთწლიან პერიოდში ქვეყნის არევა, ომში ჩართვა და ამ ქვეყანაში კატასტროფის გამოწვევა მოახერხონ, ოღონდ დავალება შეასრულონ. ერთი პარტიის…

მეტი...

პალესტინელებს შორის დიდი შეთანხმება ჩინეთში შედგა

„ჩინეთი და პალესტინა მეგობრები და კარგი პარტნიორები არიან. 14 პალესტინის ფრაქციის შეკრება პეკინში ეროვნული სიმართლისთვის მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტი იყო პალესტინის განთავისუფლების საქმეში. ჩინეთი აფასებს ყველა ფრაქციის ძალისხმევას შერიგების მისაღწევად, ულოცავს წარმატებულ პეკინის დიალოგს და მხარს უჭერს 14 ფრაქციას პეკინის დეკლარაციის ხელმოწერაში განხეთქილების დასრულებისა და პალესტინის ეროვნული ერთიანობის გაძლიერების შესახებ“ – აღნიშნული განცხადება ჩინეთის საგარეო სამეთა მინისტრმა პალესტინის ფრაქციებს შორის შერიგების დეკლარაციის გაფორმების შემდეგ გააკეთა. როგორც ვანგ იმ აღნიშნა, ეროვნული გათავისუფლების საქმეში წარმატება ყველაზე მნიშვნელოვანია. „ჩინელები ამბობენ: “ძმები ერთად მუშაობენ და მათი მოგება ოქროს ამტვრევს”. როგორც არაბული ანდაზა ამბობს, “თანამშრომლობა იწვევს…

მეტი...

“მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის დასახელდა”- შსს

გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველომ შეფასების 4 – ბალიანი სისტემით 3,5 ქულა დაიმსახურა და მსოფლიოში 50-ე ადგილზე გავიდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია, ევროპაში კი პირველ ადგილზეა. საქართველოს 2012 წელს შეკრების თავისუფლების მიხედვით ევროპის ყველაზე საშიში ქვეყნების სამეულში იყო რუსეთთან და ბელარუსთან ერთად და მსოფლიოში 99-ე პოზიცია ეკავა, შემდგომ 11-წლიან პერიოდში კი საქართველო მსოფლიო რეიტინგში 49 ადგილით დაწინაურდა. საქართველო მინიჭებული ინდექსის მიხედვით, უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი,…

მეტი...

პეკინში, პალესტინის ფრაქციებმა შერიგების დეკლარაციას ხელი მოაწერეს

პალესტინურმა ფრაქციებმა ხელი მოაწერეს პეკინის დეკლარაციას,  განხეთქილების დასრულებისა და პალესტინის ეროვნული ერთიანობის გაძლიერების შესახებ. პალესტინის ფრაქციებს შორის შერიგების ღონისძიების დახურვის ცერემონია დღეს პეკინსი გაიმართა. დეკლარაციას 14-მა ფრაქციამ მოაწერა ხელი. ღონისძიებას ჩინეთის საგარეო სამეთა მინისტრი ვანგ ი დაესწრო, რომელმაც აღნისნა, რომ ეს არის ახალი ეპოქის დასაწყისი. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტმა სი ძინპინმა არაერთხელ წამოაყენა წინადადებები პალესტინის საკითხის მოსაგვარებლად. ეს არის მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტი პალესტინის განთავისუფლების საქმეში, როდესაც 14 პალესტინის ფრაქცია იკრიბება პეკინში ეროვნული სამართლიანობის სულისკვეთებით. როგორც საგარეო მინისტრმა აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი კონსენსუსი, რომელსაც მიაღწიეს პალესტინის ფრაქციებმა პეკინის დიალოგზე არის დიდი შერიგებისა და…

მეტი...

თბილისში კაცი დაჭრეს

თბილისში თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე ერთი ერთი ადამიანი დაჭრეს. სისხლიანი დაპირისპირება ბაზრის ტერიტორიაზე ათობით თვითმხილველის თვალწინ მოხდა. მათი ინფორმაციით, დაჭრას წინ ხელჩათული ჩხუბი უძღოდა.  მათივე თქმით, დაკავებულს ფიზიკურად რამდენიმე ადამიანი გაუსწორდა, მან კი ერთ-ერთ პირს დანა ჩაარტყა და გაიქცა. პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა. მომხდარზე გამოძიება შსს-მ 118-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ ჯანმრთელობის დაზიანებას ითვალისწინებს.

მეტი...

„შსს-ს 20 ივნისს დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება დაეკისრა”- საია

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 20 ივნისის აქციაზე დაზარალებულისთვის შსს-ს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ ინფოამაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მოსარჩელე, რომელიც აქციაზე მშვიდობიანად გამოხატავდა პროტესტს, აქციის მიმდინარეობისას შეეცადა ცრემლსადენი აირის გარემოცვაში მყოფი აქციის ერთ-ერთი მონაწილის დახმარებას, რა დროსაც მას რეზინის ტყვია მოხვდა მარჯვენა თვალის არეში: „საია სასამართლოში იცავდა 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე დარბევის შედეგად დაზარალებული პირის ინტერესებს. მოსარჩელე, რომელიც აქციაზე მშვიდობიანად გამოხატავდა პროტესტს, აქციის მიმდინარეობისას შეეცადა ცრემლსადენი აირის გარემოცვაში მყოფი აქციის ერთ-ერთი მონაწილის დახმარებას, რა დროსაც მას რეზინის ტყვია მოხვდა  მარჯვენა თვალის არეში.…

მეტი...

ქარის სიჩქარე 18 მეტრს აღწევდა-ქარბორბალა სოჭის სანაპიროზე

რუსეთში, შავ ზღვაზე, დიდი ტორნადო გამოჩნდა, რომელმაც ქალაქ სოჭის სანაპიროს გადაუარა. ვიდეოს სოციალურ ქსელში ადგილობრივები ავრცელებენ. ქალაქის ადმინისტრაციამ მოსახლეობა შტორმის შესახებ გააფრთხილა. მედიის ინფორმაციით, ქალაქის ქუჩები დატბორილია, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და მოგლეჯილია ხეები. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ქარის სიჩქარე წამში 18 მეტრს აღწევდა.

მეტი...

ვარშავაში 15 წლის ორი მოზარდი დანით დაჭრეს

ვარშავაში 26 წლის მამაკაცმა 15 წლის ორ მოზარდი დანით დაჭრა. დაშავებული ბავშვები, სავარაუდოდ, უკრაინელი არიან. მომხდარის შესახებ, Gazeta Wyborcza წერს. შემთხვევა ბროდნოს პარკში მოხდა. ცნობილია, რომ მოზარდები საავადმყოფოში გადაიყვანეს. „26 წლის უცხოელმა დანით დაჭრა ორი 15 წლის ბიჭი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, რა მდგომარეობაში არიან, ვერ გეტყვით. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს. ვადგენთ გარემოებებს.  26 წლის მამაკაცი დააკავეს“- განაცხადა ვარშავის პოლიციის შტაბის წარმომადგენელმა.  

მეტი...

ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზაში 81 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში, სულ მცირე, 81 ადამიანი ემსხვერპლა. დაშვებულია 250-ზე მეტი ადამიანი. გავრცელებული ცნობით, ისრაელის არმიამ ქალაქი ავიაციით და არტილერიით დაბომბა. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ტერიტორიიდან, რომელიც ჰუმანიტარულ ზონად იყო განსაზღვრული, მასშტაბური ევაკუაციის ბრძანება გასცეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხან იუნისის აღმოსავლეთით ისრაელის სამხედრო მანქანები და ბულდოზერებია განლაგებული. ისრაელის არმიის მასობრივი ევაკუაციის ბრძანება მოიცავს დაახლოებით 8,7 კვ-კმ ტერიტორიას და ამცირებს ე.წ. ალ-მავასის ჰუმანიტარულ ზონას თავდაპირველი ზომის 15 პროცენტით.  

მეტი...

დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს რვა მოქალაქე რჩება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება, სადაც უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს განიხილავენ. საუბარი ასევე იქნება ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებს. ბოლო შეხვედრიდან დღემდე რუსმა სამხედროებმა უკანონო სამუშაოები საოკუპაციო ხაზთან – ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სოფლებსა და გრემის ხევთან განახორციელეს. ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს რვა მოქალაქე რჩება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, ყურადღება გამახვილდება დაკავებულთა მიმართ ჰუმანიტარულ მიდგომაზე და საკუთარ სახლებში მათ დაბრუნებაზე. „ასევე, აქცენტი გაკეთდება შეხვედრებს შორის ინციდენტებზე, უკანონო ბორდერიზაციის რვა ფაქტი დაფიქსირდა. ამ პროცესმა…

მეტი...

„ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადება“- რატომ იბარებენ სუს-ში ქართველ მებრძოლებს

“საქართველოში თურმე იგეგმება ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება”– ამის შესახებ ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოკითხული პირის, გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. რამიშვილის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, შესაძლო, ტერორისტული აქტის მომზადებაზე. „კითხვებიდან გამომდინარე, თითქოსდა იგეგმება მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადება. მათ შორის გამომძიებელმა ახსენა კონკრეტული სახელი და გვარი. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ „ქართული ოცნების“ მაღალ ეშელონებს. იყო საუბარი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეზე, დასახელდა ბიძინა ივანიშვილი. კითხვები იყო, ხომ არ აპირებ…

მეტი...

პერუში მგზავრებით სავსე ავტობუსი კლდიდან გადავარდა

პერუში ავტოკატასტროფა მოხდა. მგზავრებით სავსე ავტობუსი კლდიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 9 ადამიანი. ავტობუსი ეკუთვნოდა პერუს ხალხური მუსიკის ჯგუფს, რომელიც ლიმაში, სპექტაკლზე მიემგზავრებოდა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ავტობუსი უნებართვო მარშრუტზე მოძრაობდა.  

მეტი...

ნეაპოლში აივნის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

იტალიის ქალაქ ნეაპოლში აივნის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. დაშავებულთა შორის შვიდი ბავშვია, რომელთა ასაკი ორიდან რვა წლამდეა. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.  

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით, 22 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო.  

მეტი...