თურქეთში ცნობილი რუსი ბლოგერი დაიღუპა

რუსი მოტობლოგერი ტატიანა ოზოლინა დაიღუპა. ის სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში, ქალაქ მილასთან ავტოავარიას შეეწირა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბლოგერი იზმირიდან ბოდრუმში მოტოციკლეტით მიემართებოდა, რა დროსაც ავარია მოუვიდა. ის მასთან ერთად მყოფ თურქ მოტო ბლოგერს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ტატიანა ოზოლინა ადგილზე გარდაიცვალა, თურქი მოტოციკლისტი კი, მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ოზოლინა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოტობლოგერი იყო. მას სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავდა.

მსგავსი თემები