თბილისში კაცი დაჭრეს

თბილისში თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე ერთი ერთი ადამიანი დაჭრეს. სისხლიანი დაპირისპირება ბაზრის ტერიტორიაზე ათობით თვითმხილველის თვალწინ მოხდა. მათი ინფორმაციით, დაჭრას წინ ხელჩათული ჩხუბი უძღოდა.  მათივე თქმით, დაკავებულს ფიზიკურად რამდენიმე ადამიანი გაუსწორდა, მან კი ერთ-ერთ პირს დანა ჩაარტყა და გაიქცა.

პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა. მომხდარზე გამოძიება შსს-მ 118-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ ჯანმრთელობის დაზიანებას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები