პერუში ავტოკატასტროფა მოხდა. მგზავრებით სავსე ავტობუსი კლდიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 9 ადამიანი. ავტობუსი ეკუთვნოდა პერუს ხალხური მუსიკის ჯგუფს, რომელიც ლიმაში, სპექტაკლზე მიემგზავრებოდა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ავტობუსი უნებართვო მარშრუტზე მოძრაობდა.