ვარშავაში 15 წლის ორი მოზარდი დანით დაჭრეს

ვარშავაში 26 წლის მამაკაცმა 15 წლის ორ მოზარდი დანით დაჭრა. დაშავებული ბავშვები, სავარაუდოდ, უკრაინელი არიან. მომხდარის შესახებ, Gazeta Wyborcza წერს. შემთხვევა ბროდნოს პარკში მოხდა. ცნობილია, რომ მოზარდები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„26 წლის უცხოელმა დანით დაჭრა ორი 15 წლის ბიჭი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, რა მდგომარეობაში არიან, ვერ გეტყვით. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს. ვადგენთ გარემოებებს.  26 წლის მამაკაცი დააკავეს“- განაცხადა ვარშავის პოლიციის შტაბის წარმომადგენელმა.

 

მსგავსი თემები