ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა იქნება

სამხრეთ სამეზობლოში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ხავიერ კოლომინა გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეა პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და მსახურობდა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად.

“ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და საჰელის რეგიონები მნიშვნელოვანია ჩვენი ალიანსისთვის. ხავიერ კოლომინას ნატო-ს პარტნიორებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი დანიშვნა კიდევ უფრო გააძლიერებს ნატოს მნიშვნელოვან მუშაობას სამხრეთში”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

განცხადების მიხედვით, კოლომინა იქნება პასუხისმგებელი სამხრეთში ნატოს ძალისხმევის კოორდინაციასა და ხილვადობის გაზრდაზე და გააძლიერებს პარტნიორებთან ჩართულობას.

მსგავსი თემები