„იმედი გვაქვს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნდება”- მარკ რუტე

„იმედი გვაქვს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნდება“ – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა და ნატო-ს მომავალმა გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა. მისი განმარტებით, ის  ღელავს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ. “შეიძლება აქ მოკლედ [განვიხილოთ საქართველოს საკითხი], მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვღელავთ ევროკავშირზე, ვღელავ საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე ბოლო დროის გადაწყვეტილებების გამო. მოკლედ ვესაუბრე [საქართველოს] პრეზიდენტს, ვფიქრობ, ის შესანიშნავი ლიდერია, მაგრამ მან ვერ შეძლო, ვეტო პარლამენტის მიერ დაძლეულ იქნა, სამწუხაროდ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველით მას [საქართველოს] და იმედი გვაქვს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნდება, მაგრამ ნატოსთან დაკავშირებით მხოლოდ იმას ვიტყვი, მეამაყება, რომ ამირჩიეს [გენერალურ…

მეტი...

საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფასგან ბონუსის სახით 12.25 მილიონ ევროს მიიღებს, რაც თითქმის 37 მილიონი ლარია. თითოეული ეტაპის დაძლევისთვის გუნდებისთვის გამოყოფილ თანხას, მატჩის ბონუსიც ემატება: 9.25 მილიონი ევრო – მონაწილეობისთვის; მატჩის ბონუსი: 1 მილიონი ევრო – მოგება; 500 000 ევრო – ფრე; 1.5 მილიონი ევრო – მერვედფინალში გასვლისთვის; 2.5 მილიონი ევრო – მეოთხედფინალში გასვლისთვის; 4 მილიონი ევრო – ნახევარფინალისთვის; 5 მილიონი ევრო – მეორეადგილოსანი; 8 მილიონი ევრო – ჩემპიონი. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და ევრო 2024-ის მერვედფინალშია.

მეტი...

„განსაკუთრებით სამწუხაროა იმის დანახვა თუ როგორ შორდება საქართველო ევროკავშირისკენ კურსს“- მარგუს ცაჰკანა

“სამწუხაროა იმის დანახვა თუ როგორ შორდება საქართველო ევროკავშირისკენ კურსს”, – აღნიშნულთან დაკავშირებით ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “შევხვდი საქართველოს ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს და ტალინში მის ახალ თანამდებობაზე წარმატება ვუსურვე. გეოგრაფიული დისტანციის მიუხედავად, ესტონეთი და საქართველო ყოველთვის განსაკუთრებულ კავშირს იზიარებდნენ. შესაბამისად, განსაკუთრებით სამწუხაროა იმის დანახვა თუ როგორ შორდება საქართველო ევროკავშირისკენ კურსს”, – წერს მარგუს ცაჰკენა

მეტი...

პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. მათივე ცნობით, ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ თანამშრომლობასა და რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს. „აღინიშნა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა მსხვილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების საქმეში. ხაზი გაესვა სატრანზიტო და ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერებისკენ მიმართული პროექტების, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ჯეიჰუნ ბაირამოვმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა მიულოცა” –…

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას, მებრძოლი ქართველების სპეცდანაყოფი “თბილისი” ავრცელებს. უკრაინაში რუსეთის საომარ მოქმედებებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მეტი...

უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმება, სახელწოდებით: ,,ევროკავშირსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების საერთო ვალდებულებები”, გააფორმეს. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია ევროკავშირის სამიტის წინ ბრიუსელში გაიმართა. დოკუმენტს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა მოაწერეს. Reuters-ის ცნობით, აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის ვალდებულებას, უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცხრა სფეროში დაეხმაროს, მათ შორის, შეიარაღების მიწოდების, სამხედრო წვრთნის, თავდაცვით სამრეწველო თანამშრომლობისა და განაღმვის სფეროებში. ევროკავშირის გარდა, ბრიუსელის სამიტის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტმა უსაფრთხოების შეთანხმებას ხელი ესტონეთთამ და ლიეტუვასთან მოაწერა.

მეტი...

„ისინი განსაკუთრებით სახიფათოები კონტრშეტევების დროს არიან“ – ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი საქართველოს ნაკრებზე

,,ქართველებს სერიოზული პროგრესი აქვთ და მათთან გამარჯვებისთვის ძალების მაქსიმალური მობილიზება მოგვიწევს”, – განაცხადა ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ. „საქართველოს ნაკრებს უდიდეს პატივს ვცემთ და მეტოქეს სათანადოდ ვაფასებთ. ქართველებს სერიოზული პროგრესი აქვთ და მათთან გამარჯვებისთვის ძალების მაქსიმალური მობილიზება მოგვიწევს. ისინი განსაკუთრებით სახიფათოები კონტრშეტევების დროს არიან, ამიტომ ნახევარდაცვაში კომბინირებისას უდიდესი ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო“, – განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ. შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები“ ესპანეთს შეხვდებიან. მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.

მეტი...

,,ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება EU-ს გზას… ველოდებით, რას იზამს მთავრობა” – რუტე

,,ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება EU-ს გზას. ველოდებით, რას იზამს მთავრობა, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული”, – ამბობს ნიდერლანდების პრემიერმინისტრი და NATO-ს მომავალი გენერალური მდივანი, მარკ რუტე. ,,მე ვღელავ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების გამო. ვესაუბრე პრეზიდენტს, ვფიქრობ, რომ ის შთამბეჭდავი ლიდერია, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ვეტო პარლამენტმა დაძლია. რა თქმა უნდა, ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება ევროკავშირის გზას. ახლა ველოდებით, რას იზამს საქართველოს მთავრობა, ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული”, – განაცხადა რუტემ.

მეტი...

,,პირველ რიგში გილოცავთ გუშინდელ ისტორიულ გამარჯვებას. საქართველოში საქმეები კარგად მიდის, საქართველოს მთავრობა კარგად მუშაობს” – ვიქტორ ორბანი

,,პირველ რიგში გილოცავთ გუშინდელ ისტორიულ გამარჯვებას. საქართველოში საქმეები კარგად მიდის, საქართველოს მთავრობა კარგად მუშაობს”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა „ქრონიკის“ კითხვის პასუხად განაცხადა. ორბანი ევროკავშირის ლიდერების სამიტს ესწრება. „პირველ რიგში გილოცავთ გუშინდელ ისტორიულ გამარჯვებას. საქართველოში საქმეები კარგად მიდის, ევროკავშირში გაწევრიანების გზა კარგია. საქართველოს მთავრობა კარგად მუშაობს, ეკონომიკა უმჯობესდება. ასე რომ, ვფიქრობ სწორ გზაზე ხართ“, – აღნიშნა ორბანმა.  

მეტი...

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, დღეს, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. თბილისში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, საავიაციო უწყებების მიერ განხილულ იქნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის რეგულარული ოპერირების დაწყების ტექნიკური ასპექტები, მათ შორის საავიაციო ბაზრებზე არსებული ვითარება, ძირითადი მარეგულირებელი სტანდარტები და ფრენის სიხშირეები. გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად განისაზღვრა ფრენის სიხშირეები: საქართველოსა და კორეის დანიშნულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ რეგულარული სამგზავრო/სატვირთო ფრენები განახორციელონ კვირაში 7 სიხშირით. საქართველოსა და კორეის საავიაციო უწყებები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას აღნიშნული პროცესის ხელშესაწყობად. საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება…

მეტი...

მეზობლის მკვლელობა ოზურგეთში – ახალი დეტალები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუში მეზობელმა მეზობელი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სოფელ გაღმა დვაბზუს მაცხოვრებლები ყვებიან, 40 წლის ახალგაზრდამ საკუთარი მეზობელი, ასაკიანი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ სასაფლაოზე თავი მოიკლა. თანასოფლელები მომხდარზე არ საუბრობენ, მაგრამ როგორც ცნობილი ხდება, ლ.ც. ოზურგეთში  თბილისიდან დღეს ჩავიდა, მეზობელს მისივე ეზოში ესროლა და შემდეგ კი მამის საფლავზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ წუთებში სასაფლაოზე პოლიცია იმყოფება და ჟურნალისტებს ადგილზე არ უშვებენ. მოკლული კი ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით,  მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა,შენახვა,…

მეტი...

პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილებებით სააგენტოში არსებული სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოები უქმდება და მათ ადგილს მმართველობითი საბჭო დაიკავებს, რომელიც 9-დან 15 წევრამდე დაკომპლექტდება და რომლებსაც ახალი კანონის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი შეარჩევს. მანამდე, საბჭოს წევრებს კანონმდებლები არჩევდნენ. შესაბამისად, სუსტდება პარლამენტის როლი და იზრდება აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილება. დღეს არსებულ საინვესტიციო საბჭოში პარლამენტს 4 უცხოელი სპეციალისტი ჰყავს, რომლებიც არა პოლიტიკური, არამედ პროფესიული შეხედულებებით იღებენ გადაწყვეტილებებს. საბჭო საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებებს. პარლამენტმა საბჭოს წევრები 2019 წლის ივნისში აირჩია და ვადა ამ თვეში ეწურებათ,…

მეტი...

ხელისუფლებამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარებს საჯაროდ ბოდიში უნდა მოუხადოს – გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის გადაწყვეტილება

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმის განხილვა დაასრულა. კომიტეტმა მძიმე დარღვევები დაადგინა და საქართველოს ხელისუფლებას, ბავშვთა სახლის ბენეფიციარებისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა, კომპენსაცია, რეაბილიტაცია, ხელახალი შეფასება და ძალადობის ფაქტების ეფექტური გამოძიება მოსთხოვა. კომიტეტმა გადაწყვეტილება დღეს მიიღო. საჩივარი ნინოწმინდის პანსიონატში მცხოვრები 57 ბავშვის სახელით იყო შეტანილი. ,,საჩივრის განხილვის შემდეგ, კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ დაიცვა ნინოწმინდის ბავშვთა სკოლა-ინტერნატის ბავშვები, რომლებიც მოკლებული იყვნენ ოჯახურ გარემოს”, – ნათქვამია კომიტეტის გადაწყვეტილებაში. შეგახსენებთ, რომ ბავშვთა პანსიონატში არსებულ უმძიმეს პირობებზე და ბენეფიციარების მიმართ ძალადობაზე სახალხო დამცველის ოფისმა 2018 წელს გამოაქვეყნა ანგარიში. 2020 წლის ივნისიდან თითქმის…

მეტი...

ხვალ ჩინეთი მთელი მსოფლიოს წარმომადგენლებს მასპინძლობს

28 ივნისს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში უმნიშვნელოვანესი ფორუმი იხსნება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპის გამოქვეყნებიდან 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფორუმს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტი სი ძინპინი გახსნის და მნიშვნელოვანი სიტყვით გამოვა. კონფერენციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციები მონაწილეობენ. მათ შორის, საქართველოს სახელით ერთ-ერთ ქვე-ფორუმში სიტყვით „მედიაცენტრი მთავარის“ დამფუძნებელი ეკა გულუაც გამოვა. კონფერენციაში, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სექტორებად და ქვეფორუმებად გრძელდება, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობენ, ქვეყნის პრემიერი, რომელიც მთავარი მოდერატორია, ასევე, სხვა ხელმძღვანელი პირები,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დელეგაციები, ყოფილი სახელმწიფო ლიდერები, ექსპერტები, მეცნიერები და…

მეტი...

,,ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვან დროს ემთხვევა, ჩვენ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ისტორიული მიღწევები ვნახეთ” – ჯეიჰუნ ბაირამოვი

ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებას საქართველოში ვიზიტად მყოფი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი გამოეხმაურა. „მე ვთვლი, რომ ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვან დროს ემთხვევა. ჩვენ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ისტორიული მიღწევები ვნახეთ. დღეს ჩემს ძვირფას კოლეგასთან ერთად საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტსა და სფეროებზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ როგორც წარსული მიღწევები, ასევე სამომავლო გეგმები. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა მრავალმხრივია და ძალიან ინტენსიურად ხორციელდება“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ჯეიჰუნ ბაირამოვი უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია…

მეტი...

ტრაგედია გურიაში – კაცი, რომელმაც მეზობელი მოკლა, მამის საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს

კაცი, რომელმაც მეზობელი მოკლა, მამის საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივების თქმით, მან თავი მოიკლა. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, სოფელ დვაბზუში, მეზობელმა მეზობელი პირად საკითხზე დაწყებული კონფლიქტის გამო მოკლა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

„დედები ამ საოცარი ბიჭების წარმატების უკან“ – ნაკრების ფეხბურთელების ფოტოები

პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ გახარებული გულშემატკივრების ემოციები არ ცხრება. სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ფოტოების ვრცელდება, სადაც ისინი დედებთან ერთად არიან. „დედები ამ საოცარი ბიჭების წარმატების უკან, მადლობა მათ!“, – წერს ერთ-ერთი „ფეისბუქ“ მომხმარებელი.

მეტი...

გამჭვირვალობის შესახებ კანონმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს არჩევნების ლეგიტიმურობაზე – ევროპის საბჭოს რეზოლუცია საქართველოზე

66 ხმით 4 ის წინააღმდეგ – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც აღნიშნულია ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და ევროპული ღირებულებებიდან გადახვევაზე. ასამბლეის წევრები მოუწოდებენ ივანიშვილის პარტიას, გაიწვიოს გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. „ასამბლეა შიშობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უარყოფითად იმოქმედებს ამ არჩევნების ჩატარებაზე და მისი შედეგის მიმართ დაინტერესებული მხარეების და საზოგადოების ნდობაზე, რამაც, შეიძლება, გავლენა მოახდინოს არჩევნების ლეგიტიმურობაზე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ამ კანონის მიღებამ, მიუხედავად მის წინააღმდეგ ფართოდ გავრცელებული წინააღმდეგობისა ქართულ საზოგადოებაში, მოახლოებული არჩევნები გარდაუვლად გადააქცია დე ფაქტო…

მეტი...

გიორგი მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ჯვაროსნების“ წარმატების შესახებ პოსტს აქვეყნებს. „დაუვიწყარი ღამე რომელიც ყველა ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება. გილოცავთ, ჩვენ ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი დავწერეთ. შევინარჩუნოთ ეს ერთიანობა და ერთად გავაგრძელოთ ისტორიის წერა!“, – წერს მამარდაშვილი.

მეტი...

სამი მოსამართლის დაუმსახურებლად არჩევამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს EU-სთან მოლაპარაკებების დაწყებას – ,,სასამართლოს გუშაგი”

,,პარლამენტის მიერ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის მიმართ ლოიალური სამი მოსამართლის დაუმსახურებლად არჩევა, შესაძლოა, გახდეს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი”,  – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგის” განცხადებაში პარლამენტის მიერ, უზენაესის სამი მოსამართლის დამტკიცებასთან დაკავშირებით. “ოცნებამ” ბადრი შონიას, გიზო უბილავასა და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურებს პლენარულ სხდომაზე დღეს უყარა კენჭი და 80 და 78 -78 ხმით დაამტკიცა. ,,სასამართლოს გუშაგი” აღნიშნავს, რომ “ოცნებამ” დახურულად გამოაცხადა კანდიდატის სტატუსით გათვალისწინებული მოთხოვნა მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, რაც სასამართლო სისტემას ართმევს საფუძვლიანი რეფორმირების სამომავლო პერსპექტივას. ,,ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად საქართველოსთვის განსაზღვრული პირობებიდან ერთ-ერთი შეეხება მართლმსაჯულების სისტემის…

მეტი...

,,საქართველოს ფეხბურთი არის ბრწყინვალე, მაგრამ ერთადერთი კარგი ამბავი საქართველოდან დღეისთვის, რადგან ჩვენ ვუყურებთ ქვეყნის ბელარუსიზაციას” – გონჩარენკო

,,ჩვენ საკუთარი თვალით ვუყურებთ საქართველოს ბელარუსიზაციას”, – განაცხადა ევროსაბჭოში მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ. მან სიტყვით გამოსვლა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების მილოცვით დაიწყო: ,,უპირველეს ყოვლისა მინდა მოვულოცო საქართველოს ეს წარმატება ევრო 2024-ზე. საქართველოს ფეხბურთი არის ბრწყინვალე, მაგრამ სამწუხაროდ ერთადერთი კარგი ამბავია საქართველოდან დღეისთვის, რადგან იმას რასაც ჩვენ ვუყურებთ არის საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა. ჩვენ საკუთარი თვალით ვუყურებთ საქართველოს ბელარუსიზაციას. რუსი ოლიგარქი ივანიშვილი პირდაპირ ამართლებს პუტინის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. სწორედ მან თქვა რომ რუსეთი კი არ დაესხა თავს 2008 -ში საქართველოს და…

მეტი...

ოზურგეთში მეზობელმა მეზობელი მოკლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, არსებული ინფორმაციით, სოფელ გაღმა დვაბზუში მეზობელმა მეზობელი მოკლა. სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.  

მეტი...

,,ამ დარბაზში მინდა ხმამაღლა გითხრათ: ჩემი ქვეყნის ევროინტეგრაცია და დემოკრატიის განვითარება საფრთხეშია” – წითლიძე ევროსაბჭოში

,,რაც ახლა ხდება საქართველოში, მხოლოდ ქართველების ბრძოლა არ არის, ეს ევროპულიც არის. თუ საქართველოში დემოკრატია დამარცხდება, ევროპული ღირებულებები მთელს რეგიონში დამარცხდება”, – ამ სიტყვებით მიმართა “ენმ”-ის დეპუტატმა ანა წითლიძემ სტრასბურგში მიმდინარე დებატებზე საქართველოს შესახებ, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს. წითლიძემ ისაუბრა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობაზე ქვეყანაში და იმ საფრთხეებზე, რასაც ეს მმართველობა ქვეყნის ევროპულ მომავალს უქმნის: ,,დღეს ამ დარბაზში ვდგავარ, ძალიან ხმამაღლა და ამაყად ვიმეორებ ამ ცნობილ სიტყვებს: მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი. ეს ქართველი ხალხის ძლიერი ნება და ძლიერი ისტორიული მისწრაფებაა და ამას ვერც ერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის. მაგრამ ამ დარბაზში…

მეტი...

პარლამენტმა ,,საზმაუს” სამეურვეო საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სამი წევრი აირჩია

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სამი წევრი აირჩია. ,,ოცნების” დეპუტატებმა იზაბელა ოსიპოვას, სოსო სტურუასა და გიორგი იაკობაშვილის კანდიდატურები დაამტკიცეს. იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურა სახალხო დამცველის კვოტით იყო წარდგენილი, სოსო სტურუა აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით, ხოლო გიორგი იაკობაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი 20 მაისს გამოცხადდა.

მეტი...

,,ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

0 მომხრე – 63 წინააღმდეგი “ოცნებამ” საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ამის შემდეგ კი პროექტის თავდაპირველ რედაქციას უყარა კენჭი და 78 ხმით მიიღო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების თანახმად, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო პერიოდით, არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში იქმნება, არ უნდა გაუქმდეს. ამასთანავე, კოდექსში არ უნდა შევიდეს ცვლილება ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმის თაობაზე, რომლის თანახმად, თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად…

მეტი...

,,ბედნიერები ვართ, რომ ეს ლამაზი ევროპული თავგადასავალი გრძელდება” – საფრანგეთის საელჩო

საქართველოს ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას საფრანგეთის საელჩო ულოცავს: ,,ბრავო ! ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს არაჩვეულებრივ თამაშს ევრო 2024-ზე და მერვედფინალის ისტორიული საგზურის მოპოვებას ! ბედნიერები ვართ, რომ ეს ლამაზი ევროპული თავგადასავალი გრძელდება ქართველი მოთამაშეებისა და გულშემატკივრებისთვის ქართული ფეხბურთი იმსახურებს ადგილს გრანდებს შორის !”, – წერს დიპლომატიური უწყება.

მეტი...

,,ქართულმა ოცნებამ” უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე დაამტკიცა

საპარლამენტო უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურებს პლენარულ სესიაზე ცოტა ხნის წინ უყარეს კენჭი. ,,ოცნების” დეპუტატებმა 80 ხმით მხარი დაუჭირეს გიზო უბილავას, ხოლო 78 ხმით ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურები დაამტკიცეს. უბილავა მოვალეობის შესრულებას დღეიდან, ხოლო შონია და ჯეირანაშვილი 18  ოქტომბრიდან შეუდგებიან.

მეტი...

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ქართველ კოლეგასთან. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები პრესასთან. ვიზიტის ფარგლებში, ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, ასევე, პატივს მიაგებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მემორიალს.

მეტი...

ევროპის საბჭოში საქართველოზე დებატები დაიწყო

სტრასბურგში, ევროპის საბჭოში საქართველოს შეახებ დებატები იმართება, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობას შეხება. „დღეს, ევროსაბჭოში იმართება პოლიტიკური დებატები საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე. ქართველი ხალხის ხმა ესმის ევროპას, ევროპა მარტო არ დატოვებს საქართველოს! ეს სულისკვეთება იქნება იმ რეზოლუციაში, რომელიც შემოთავაზებულია. დარწმუნებული ვარ ევროსაბჭო ამ რეზოლუციას ერთხმად დაამტკიცებს“, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა. დებატები ,,ქართული ოცნების” წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც დაინიშნა. შესაძლოა, დღევანდელ სხდომაზე იყოს მიღებული რეზოლუცია საქართველოს თაობაზე.

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი პორტუგალიასთან ევროპის ჩემპიონატის უსწრაფესი გოლების ხუთეულში შევიდა

ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიას ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გოლი გაუტანა. საქართველოს ნაკრების ლიდერმა მეტოქის კარი 94-ე წამზე აიღო, რაც ამ ტურნირის ისტორიაში მეხუთე მაჩვენებელია. ყველაზე სწრაფი გოლი ევროპის ჩემპიონატზე მიმდინარე ტურნირზე გავიდა. 16 ივნისს, ალბანელმა ნედიმ ბაირამიმ იტალიელებს 23-ე წამზე გაუტანა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა.

მეტი...

ზეიმი გერმანიაში – ქომაგები ეროვნულ ნაკრებს თამაშისთვის მადლობას უხდიან

გერმანიაში მყოფი გულშემატკივრისთვის საქართველო-პორტუგალიის მატჩის შედეგი განსაკუთრებით ემოციური იყო. ჩვენი გუნდის ფანტასტიკური თამაშით მიღებული სიამოვნების გამო, ქომაგები ნაკრების წევრებს მადლობას უხდიან. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა. პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით – გიორგი მიქაუტაძემ.

მეტი...

,,ვნახე ვიდეოები, რაც საქართველოში ხდება, მიყვარხართ გულში და ყველაფერს გავაკეთებ თქვენთვის” – გიორგი ქოჩორაშვილი

,,სასწაული ემოციებია, ვნახე ვიდეოები, რაც საქართველოში ხდება. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ბურთის თამაშით ასეთი სიხარული მოვუტანეთ ქართველ ხალხს”, – ამის შესახებ გიორგი ქოჩორაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ისაუბრა შემდეგ მატჩზეც, რომელიც ესპანეთთან გაიმართება. ,,ესპანეთი ძალიან მაგარი გუნდია, ყოველთვის ფავორიტია ყველა ტურნირზე, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ ვიბრძოლოთ, ისე როგორც დღეს ვიბრძოლეთ. ჩვენი მაქსიმალური დონე უნდა დავანახოთ მსოფლიოს. მიყვარხართ გულში და ყველაფერს გავაკეთებ თქვენთვის”, – აღნიშნა ქოჩორაშვილმა. ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა. პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს – შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ეროვნული ნაკრები დამატებით 30 მილიონ ლარს მიიღებს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უდიდეს გამარჯვებას ულოცავს. ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა. ასევე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მადლობას უხდის საფეხბურთო ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბს და ქართველ ქომაგებს ამ ისტორიული და საოცნებო გამარჯვებისთვის.

მეტი...

,,საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს” – EU-ს წარმომადგენლობა

,,საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს”, – აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის 10 წლისთავთან დაკავშირებით: ,,დღეს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი შესრულდა; ეს პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია და ასევე შეხსენება, რომ ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში მომავლისკენ სწრაფვას მტკიცედ უჭერს მხარს. საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, მაგრამ საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინ ვერ წაიწევს, თუ მოქმედების კურსი არ შეიცვლება”, – აღნიშნავს დიპლომატიური უწყება.

მეტი...

,,ბედნიერები ვართ, რონალდოს მაისურიც მაქვს და შემდეგ ეტაპზეც გავედით” – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. პორტუგალიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა „ოქროს ბურთის“ ხუთგზის გამარჯვებული კრისტიანო რონალდო, რომელსაც მატჩის შემდეგ მაისური ხვიჩა კვარაცხელიამ გაუცვალა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა პრესკონფერენციაზე ეს ფაქტიც აღნიშნა და ამ გამარჯვების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „ბედნიერები ვართ, რონალდოს მაისურიც მაქვს და შემდეგ ეტაპზეც გავედით. დღეს საუკეთესო დღეა ჩვენს ქართულ ცხოვრებაში, ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ. ალბათ, არავის ეგონა, რომ ჩვენ დღეს ჯგუფიდან გავიდოდით, მაგრამ ამიტომ ვართ ძლიერი ნაკრები. ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია. სადაც…

მეტი...

რონალდუმ და კვარამ მაისურები გაცვალეს – ნახეთ, რა კადრები ვრცელდება

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით, საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მაისურები გაცვალეს. ისტორიული კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მეტი...