ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა მადრიდში, ევროკავშირისა და ევროპარლამენტის ოფისში წერილი შეიტანეს. ისინი ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას ითხოვენ.
,,ვითხოვთ ივანიშვილის რეჟიმის, მოძალადე დეპუტატებისა და პოლიციელების დასანქცირებას”, – ამბობს მადრიდში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, გიორგი ნოზაძე.