ხვალ ჩინეთი მთელი მსოფლიოს წარმომადგენლებს მასპინძლობს

28 ივნისს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში უმნიშვნელოვანესი ფორუმი იხსნება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპის გამოქვეყნებიდან 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ფორუმს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტი სი ძინპინი გახსნის და მნიშვნელოვანი სიტყვით გამოვა. კონფერენციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციები მონაწილეობენ. მათ შორის, საქართველოს სახელით ერთ-ერთ ქვე-ფორუმში სიტყვით „მედიაცენტრი მთავარის“ დამფუძნებელი ეკა გულუაც გამოვა.

კონფერენციაში, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სექტორებად და ქვეფორუმებად გრძელდება, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობენ, ქვეყნის პრემიერი, რომელიც მთავარი მოდერატორია, ასევე, სხვა ხელმძღვანელი პირები,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დელეგაციები, ყოფილი სახელმწიფო ლიდერები, ექსპერტები, მეცნიერები და ბიზნესის წარმომადგენლები.

რაც შეეხება მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთს პრინციპს, ესენია:

·        სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა;

·        არა ორმხრივ აგრესიას;

·        ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობა;

·        თანასწორობა და ორმხრივი სარგებლობა;

·        და მშვიდობიანი თანაცხოვრება.

 

მსგავსი თემები