საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ქართველ კოლეგასთან.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები პრესასთან. ვიზიტის ფარგლებში, ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, ასევე, პატივს მიაგებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მემორიალს.

მსგავსი თემები