მეზობლის მკვლელობა ოზურგეთში – ახალი დეტალები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუში მეზობელმა მეზობელი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სოფელ გაღმა დვაბზუს მაცხოვრებლები ყვებიან, 40 წლის ახალგაზრდამ საკუთარი მეზობელი, ასაკიანი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ სასაფლაოზე თავი მოიკლა.

თანასოფლელები მომხდარზე არ საუბრობენ, მაგრამ როგორც ცნობილი ხდება, ლ.ც. ოზურგეთში  თბილისიდან დღეს ჩავიდა, მეზობელს მისივე ეზოში ესროლა და შემდეგ კი მამის საფლავზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამ წუთებში სასაფლაოზე პოლიცია იმყოფება და ჟურნალისტებს ადგილზე არ უშვებენ. მოკლული კი ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით,  მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა,შენახვა, ტარებას გულისხმობს.

მსგავსი თემები