„იმედი გვაქვს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნდება”- მარკ რუტე

„იმედი გვაქვს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნდება“ – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა და ნატო-ს მომავალმა გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა. მისი განმარტებით, ის  ღელავს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ.

“შეიძლება აქ მოკლედ [განვიხილოთ საქართველოს საკითხი], მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვღელავთ ევროკავშირზე, ვღელავ საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე ბოლო დროის გადაწყვეტილებების გამო. მოკლედ ვესაუბრე [საქართველოს] პრეზიდენტს, ვფიქრობ, ის შესანიშნავი ლიდერია, მაგრამ მან ვერ შეძლო, ვეტო პარლამენტის მიერ დაძლეულ იქნა, სამწუხაროდ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველით მას [საქართველოს] და იმედი გვაქვს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნდება, მაგრამ ნატოსთან დაკავშირებით მხოლოდ იმას ვიტყვი, მეამაყება, რომ ამირჩიეს [გენერალურ მდივნად], მაგრამ ნატოზე კომენტარებს 1-ელ ოქტომბრამდე არ გავაკეთებ” – განაცხადა რუტემ.

მსგავსი თემები